 | ავტორი: ლოთი ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2014 |
სიჩუმეს ჩიტების გალობა ბზარავს, აყვავებულა ირგვლივ მაყვალი, ეკლის ღობეებს, მივყვები შარას, შენი გამგები და დამნახავი.
ეს ცა და მიწა ახლა შენია, შვილები ზარდე, დარგე, აშენე, მამულის ბედის შენ დაგრჩენია, შენი ქალობა შენს ბედს აჩვენე.
მერცხლებს მიეცი აივნის ჭერი, ბედნიერების იყავ მზოგავი, არ გაახარო მტერი წყეული, არ გატიალდეს ეს ეზო-კარი.
არ დამელიოს გლოცავ და გეტყვი, ამაყ წინაპრის ლანდთან დახრილილი, ენა, მამული, სარწმუნუება, სწორედ ესაა დღეს ჩვენი ვალი.
და ეს სიტყვები შენთვის გავლექსე, აქ მოსაწონი არაფერია, უბრალოდ სიტყვით ვერ გადმოვეცი, ფურცელზე ლექსი კი სათქმელია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეს კარგია :) ეს კარგია :)
2. რითმები ვერაა რიგზე, მაგრამ რიტმი კარგია რითმები ვერაა რიგზე, მაგრამ რიტმი კარგია
1. აზრი გასაგებია შესრულება ცოტა არმომეწონა ++ წარმატებები აზრი გასაგებია შესრულება ცოტა არმომეწონა ++ წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|