ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისმაელი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2014


* * *

როცა შეგხვდები,
სამშობლოდან გადაკარგულს,
მწარე ღიმილით,
ბავშვობის ნატვრას,
უკვე ახდენილს და ჟინდაკარგულს,
სევდით გიამბობ
თუ როგორ ცივა სოფელში ამ დროს,
მთები იცმევენ
ნაცრისფერ პალტოს,
აქ კი მზე არი...
ახლა შენც აქ ხარ
როცა არ გეძებ.
გნატრობდი მაშინ

როს თავს ვიკლავდი
პირას არაგვის
მე შენ მახსოვდი
ძვირფასო მარტო,
და სხვა  არავინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები