 | ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 ოქტომბერი, 2014 |
სულ პაწაწინები, მწკრივში დგანან, ორად გაყოფილი. ერთ მხარეს გოგონები ჩამწკრივებულან, მეორე მხარს ბიჭები. ---ვისი სული გსურს--გაჰკივიან ბოლო ხმაზე გოგონები. ---ნინისი, ნინისი--ყვირიან ბიჭები. გაექანება ნინი და...ბრახ, ჩამოეკონწილება ბიჭების მაგრად ჩაჭიდებულ ხელის მტევნებზე.თუ ჯაჭვი ვერ გახსნა, იქვე გახსნილ მწკრივში უნდა დადგეს. ახლა მეორე მხარე გაჰკივის: -ვისი სული გსურს? --ნიკასი--რაც შეუძლია, დიდ ხმაზე კივის მარიტა. აჰყვებიან სხვებიც. ახლაა ნიკა გამოექანება და ვიდრე მარიტასა და მისი მეზობლის ჩაჭიდებულ ხელებს დაეტაკება, მანამდე შიშობს გოგონა, სხვა წყვილისკენ არ გაექცეს სასურველი ბიჭი. ნიკა ჯერ კარგად მიიხედ-მოიხედავს და ბოლოს მაინც მარიტასკენ გამოექანება. აწმაწუნდება გოგოც, ხელს ისე მაგრამ მოუჭერს მეზობელს, ლამისაა პაწაწუნა თითები დაილურჯოს, ნიკა ვერ გაწყვეტს მომუშტულ მტევნებს და...იქვე დარჩება, მარიტასა და მისი მეზობლის შუაში ჩამდგარი. პაწაწინა ხელს ჩაკიდებს გოგო, მაგრამ სითბო, რომელიც ბიჭის ხელიდან მასზე გადმოვა, ბავშვურად ააფორიაქებს და გულსაც აუჩქარებს. აუჩქარებს და...დღემდე უჩქარებს. როგორც კი ნიკას გაყინული ხელი მარიტას ხელს შეეხება, გოგო მაგრად მომუშტავს ხელს და არასოდეს უნდა გაუშვას... დიდი ხანია, მისი არაფერი სურს, გარდა იმისა, რომ ეს ჩაკიდებული ხელი არასდროს გაუშვას და ... ხანდახან კიდევაც გაუთბოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|