ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2014


* * *

მონატრებისფერ შემოდგომას წავართმევ სათქმელს,
სულს რითმად ვაქცევ და ლექსებად ჩამოვთვლი წასვლას,
წვიმის წვეთებმა პაემანი თვალებთან დათქვეს,
წერტილის ნაცვლად გულმა კითხვის ნიშანი დასვა.

ლექსია, შენს სულს ზღვის ქაფიდან ცამდე რომ აშლის,
გიხსენებ, მაგრამ ტალღა მოდის, შემოაქვს დაღლა,
გიმღერი, მაგრამ მეჩხირება ლოდინი ხმაში,
და სტრიქონებიც ცრემლებივით ღვარ-ღვარად მახლავს.

ჩემი გული კი,თბილი შენით და სველი კიდეც,
სადაფისფერი მონატრებით ბორგავს და სუნთქავს,
შენს ყოველ ფრაზას შედევრივით კედელზე ვკიდებ
და მუზეუმად გადიქცევი ერთხელაც სულ მთლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები