ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურჯი სამყარო
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2014


სხეული გრძნობების გარეშე

იმ დღეს უბრალოდ არ იცოდა რა ექნა.. ყველანაირი გრძნობა წართმეოდა... უსულო სხეული, რომელსაც არღარანაირი გრძნობა არ
შერჩენოდა. ადგა და წავიდა.. დაადგა უსასრულო გზას. გზას რომელსაც მიჰყავდა უსასრულობაში.. ვერაფერს ვერ გრძნობდა,
მხოლოდ სიცივეს შეეპყრო.. ძარღვბში სისხლი გაყინვოდა. გონება გათიშვიოდა მხოლოდ ტკივილს გრძნობდა. სიცივე, სიცივე...
წვიმა... ის კი თხელი მოსასხამის ამარა მიჰყვებოდა გზას.. გაშლილი შავი გრძელი თმები... და თეთრი გაცრეცილი სახე.. ტალახში
გასვრილი ფეხები სულ დასველებოდა. ტკივილი.. მხოლოდ ტკივილი.... მეფობდა მის დასუსტებულ სხეულში. ბოლოს
დაღლილობისგან ძირს დაეცა.. ხელები სახეზე დაიდო და სიმწრისგან ხმამაღლა ტიროდა... ირგვივ არავინ არ იყო..მხოლოდ
კლდეები.. უდრეკი კლდეები, მდუმარედ უსმენდნენ და ექოს გადმოსცემდნენ. ტირილს ხმა შეემატა და ღრიალად გადაიქცა.
ხელები ტალახში ჩაერგო და უსაზღვრო სევდა გადმოანთხია.
-არარაობა.... არავინ... და აღარაფერი არ ხარ..... სიცარიელე... მხოლოდ და მხოლოდ....!!!
იჯდა ტალახში და იმეორებდა ერთი და იგივეს... სანამ არ დაიცალა.. სანამ არ აღმოხდა სული საბოლოოდ...
ღამენათევმა .. წამოდგომა სცადა.. მაგრამ ვერ შძლო. მიმოიხედა ირგვლივ ხალხი დასტრიალებდა. თეთრად შემოსილნი. საუბრის
თავი არ ჰქონდა.. თვალები ისევ მილულა. 1-2 საათში კვლავ გამოეღვიძა.. თვალების გახელა უჭირდა.. სცადა ვინმეს
გამოლაპარაკებოდა, თვალი მოჰკრა ახლოს მდგომ სასიამოვნო შესახედაობის ქალბატონს ... , მაგრამ ვერ შეძლო.. სიტყვის გადაბმა.
-დამშვიდდი საყვარელო.. ჯერ ადრეა.. ადრე. -გაამხნევა მომღიმარე უცნობმა ქალბატონმა, თავზე ხელი გადაუსვა და წავიდა.
-სად ვარ? - იკითხა და კვლავ გაითიშა........ნათელი, მომღიმარი სახეები ირგვლივ შესცქეროდნენ და მის წასვლას ელოდნენ....
-ხელიდან გვეცლება.. სასწრაფოდ ვიმოქმედოთ.. !!! - პალატაში უსულო სხეულს ექიმები თავს დასტრიალებდნენ იმის იმედით,
რომ წუთი-წუთს გაცოცხლდებოდა გოგონა რომელიც გონება დაკარგული იპოვეს.
მაგიდაზე უსულოდ იწვა სანდრა... სანდრა ლამაზი გოგონა იყო... საოპერაციო მაგიდაზეც კი, გული დაგწყდებოდათ ასეთი
სილამაზის ასეთ მდგომარეობაში,რომ ნახავდით. დედა ექიმების მოლოდინში მუდამ საათს უყურებს.. დრო გადის და დრო როგორც ყოველთვის იწელება.
-რაო რას ამბობოენ როგორაა?
-არვიცი საათებია საოპერაციოშია.. არავინ არ გამოსულა ჯერ ყველა თავზე ადგას.
-სასწაული.. როგორ იპოვეს .. სადღაც ჯურღმლუში .. ტალახში... საწყალი.
-ღმერთია და ბედისწერაა ყველაფერი ჩემო დაო. იმედია გადარჩება.
-მარტო ხარ?
-არა.. ეზოში არიან კიდევ გიორგი.. სალომე.. ყველამ გაიგო სანდრას ამბავი და მოცვივდნენ ეგრევე....
სანდრას დედა და დეიდა მოკლე დიალოგით შემოიფარგლნენ.. ვის ეცალა საუბრისთვის ექიმის მოლოდინში ერთი კუთხიდან
მეორეში დადიოდნენ... ამხნევებდნენ ერთმანეთს. დრო კი გადიოდა ... საათი საათს მიჰყვებოდა ამასობაში:
-ნუ გეშინია! შენ გადარჩები - მოესმა სანდრას მამკაცის ნაცნობი ხმა.
-მამა? ............
-გამაგრდი და გაძლიერდი ჩემო პატარა! ჯერ ადერა! ... ჯერ ადრეა! -ესმოდა ხმა და ცდილობდა თვალი შეევლო , გაეგო მოეჩვენა
თუ ნამდვილად მამამისის საუბარს ისმენდა.
როგორც იქნა გაახილა თვალები.. ირგვლივ ნათელი სუფევდა. სიმშვიდე.. სილამაზე.. სიწყნარე. უკვირდა თუ რა ადგილი იყო.. სად
მოხვედრილიყო..
-ნუ გეშინია- მოესმა კვლავ ნაცნობი ხმა...
-მამა.. - გოგონამ მამა დაინახა და ჩაეხუტა...
-ხო შვილო მე ვარ.. ვერ ვიტყვი მიხარიათქო.. რადგან აქ არაა შენი ადგილი.. ჯერ ადრეა ჩემო პატარა გოგონავ.
-ძალიან მიყვარხარ მა, ძალიან გვენატრები მე და დედას...
-ვიცი საყვარელო.. მე თქვენთან ვარ მუდამ.. ჭირში თუ ლხინში.
-სად ვარ?
-ნუ გეშინია.. მე აქ ვარ. ეს სამოთხეა.. სულ მალე დედასთან წახვალ და არაფერი არ გემახსოვრება.
-სამოთხე? - მიმოიხედა ირგვლივ გაკვირვებულმა.. - მოვკვდი?
-გაითიშე.. მალე დაბრუნდები... სულ მალე.. და ამ დროს დაეხუჭა თვაები... -მამა.... მამა........................
-გონს მოდის... მგონი დაგვიბრუნდა...
-მადლობა ღმერთს. -მთავარმა ექიმმა მოიხსნა პირბადე და გავიდა ოთახიდან. დედამ შემაჩნია ექიმის გამოსვლა და სწრაფად მვიდა ...
-ექიმო.. როგორაა ჩემი გოგო?
-მადლობა ღმერთს მოვაბრუნეთ. მხოლოდ დრო უნდა.. კომაშია. ვიმედოვნებთ მალე გამოიღვიძებს.
-ღმერთმა დაგლოცოთ... დაილოცოს უფლის სახელი. -ქალს ცრემლები წამოუვიდა...
-ყველაფერი კარგად იქნება..- დაამშვიდა ექიმმა, ხელი მხარზე დაადო და გავიდა.
-ნანა... დამშვიდდი.. ყველაზე ცუდი უკვე უკან მოვიტოვეთ.. ახლა დროა საჭირო და ჩვენს გოგნას ჩავიხუტებთ.
-იმედია ლია იმედია... ამ იმედით ვსუთქავ.. ღმერთს ვთხოვ სანდრა ხელიდან არ გამომაცალოს... ამას ვეღარ გადავიტან..
-რას ამბობ დაო.. ღმერთმა დაგვიფაროს.
არავინ იცოდა სანდრა სად იყო იმ ღამეს.. რა უნდოდა.. რატომ აღმოჩნდა საავადმყოფოში.. როგორ.. დედას, დეიდას.. და მის მთელს
სანათესაოს წამით მაინც გაევლოთ ეს ამოუცნობი კითხვები თუმცა.. ამას ვინ დაეძებდა.. მთავარია გადარჩენილიყო.
-რაა მოგივიდა ჩემო პატარა.. რამ გაგანადგურა ასე რომ სული წაგერთვა?
-მამა.. დავიღალე.. არ მინდა დავბრუნდე იქ სადაც ტკივილი და სევდა მელოდება.
-ეს ცხოვრებაა ჩემო გოგონავ.. რამდენჯერაც დაეცემი.. იმდენჯერ წამოდგომა უნდა ისწავლო.. შეძლო. გაიხსენე რამდენი კარგი რამ
გადაგხდენია თავს?!!... განა არ ღირდა საიმისოდ ცხოვრება?
-მართალი ხარ მაგრამ მე ძალა აღარ შემრჩა... ხომ ხედავ.. იმენად რომ .... მოვკვდი. ამასაც სასიკეთო აქვს.. ამდენი წლის შემდეგ
ჩაგიხუტე.
-ეჰ.... სანდრა... სანდრა.... რის გამო? ვის გამო..?
-მამა... სხვა არაფერი და არავინ არაა შუაში.. ჩემი ბრალია ყველაფერი. ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ეძიო პრობლემა... მე, რომ
არ მიმეცა უფლება.. მე, რომ არ გამეღო გუილის კარი... ახა აქ კი არ ვიქნებოდი.... არა.
-მართალი ხარ. თუმცა შენი სულის ამოხდომა მათ სინდისზეა იცი?! შენ სუფთა ხარ... გულღია.. პატარა ბავშვი გამოუცდელი...
რომელსაც მიმართულება უნდა მისცე.. ცხოვრება ასწავლო.. გრძნობა დაუხვეწო. ფაქიზად მოეპყრა და გულში ჩაიკრა.
-რაღა აზრიაქ ამის განსჯას. რაც იყო იყო. არავისგან არაფერს არ ვითხოვ.. არც ცოდვას ვადებ... არანაირ გრძნობას აღარ ვგრძნობ...
გაქრა გრძნობები... გაქრა ტკივილი.... იქ ამოინთხა სადაც მზეც არ ანათებს... მიუსვლელში.. სადაც ბალახიც არ ხარობს.. ირგვლივ
მხოლოდ კლდეებს ესმოდათ ჩემი გულის ღაღადი.. რომლების წლებია დუმან.. და ვინ იცის მე მათთვის არც პირველივარ იქნებ.. და არც უკანასკნელი...
- არ მინდა აქ დარჩე.. ცხოვრება წინ გაქვს.. ყველაფერი გაივლის..
-ან უფრო მეტკინება... განმეორდება... არ მინდა ... არ მინდა სიზმარს გავდეს ეს.. ჩვენი შეხვედრა. მირჩევნია ის მოგონება სიზმრად
გამახსენდეა აქ მყოფს.
ორი დღის შემდეგ.
-ექიმო არაფერია ახალი? სასოწარკვეთილი დედა კითხულობს შვილის ამბავს
-დაველოდოთ! სხვა არაფერი დაგვრჩენია. ვიმედოვნოთ რომ სანდრა ზურგს არ გვაქცევს....
ნანა ნელა მოტრიალდა, ცოტა გაიარა და ჩაიკეცა.. თავი ვერ შეიკავა... ცრემლები წასკდა..
მეუღლის გარდაცვალების ემდეგ შავები არ გაუხდია და ახლა ქალიშვილის დაკარგვა.. ამას ნამდვილად ვერ გადაიტანდა...
ექთნები მიცვივდნენ..
-ქალბატონო ხომ კარგად ხართ?
-მე კი ვარ მაგრამ ჩემი გოგო... ჩემი გოგო მტოვებს ვატყობ....
-იმედი არ დაკარგოთ.. ილოცეთ მისთვის... ყველაფერი კარგად იქნება..
-როდემდე.... როდემდე... ?? -რა გადაიტანა ასეთი, რომ ასეთ დღეში ჩავარდა?
-საწყალი.. იმედია მალე გამოიღვიძებს.. ასეთი სილამაზე არ უნდა დაიკარგოს..
-ღმერთს საუკეთესოები მიჰყავსო ამბობენ... მაგრამ არა... არა... პატარაა საამისოდ. მთელი ცხოვრება წინ ააქვს! -საუბრობდნენ
ექიმები პაციენტის (სანდრას) პალატაში, სადაც გოგონა მეხუთე დღე გათუშული, უსიცოცხლოდ იწვა.
-ნანა როგორ ხარ? რამე ხომ არ გჭირდება... ?
შენს გვერდით ვართ ხომ იცი ყველანი?!!
-არა ჩემო რობი... სანდრას დაბრუნების მეტი არაფერი არ მინდა. გმადლობთ.. მხოლოდ ვილოცოთ, რომ დაგვიბრუნდეს..
-ნანა... რა მოუვიდა? სულ მინდოდა მეკითხა და ვერ ვბედავდი...
- არ ვიცი.. შუადღეს რომ გავიდა.. აღარ მინახავს.... -ცრემლები წამოუვიდა სასოწარკვეთილ ქალს.
-კარგი დამშვიდი... ამისთვის არ მიკითხია.. - ხელი გადახვია ძმამ და დამშვიდებას ცდილობდა.
-ისეთი სიხარულით სავსე თვალები ჰქონდა...
ვინ იფიქრებდა... იქნებ ჩემი ბრალია...?
არ უნდა გამეშვა....?!
-შენ რა შუაში ხარ ნანა.. ბედია ყველადერი... ვინ იცის რა დაემართა... რა უხაროდა... ღმერთმა იცის მხოლოდ .
საავადმყოფოს სამლოცველოში სანთელი არ ქრებოდა... მუდამ შეიოდნენ.. ლოცულობდნენ.. სანთელს ანთებდნენ..
-ექიმო.. თუ შეიძლბა.. მე ალექსანდრა გვრიტიშვილის ბიძა ვარ..
-დიახ.. გისმენთ...
-ხომ ვერ მეტყვით რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? რა ჭირდა?
-გოგონა გონებადაკარგული გამთენიისას მოიყვანეს... თითქმის მკვდარი. სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.. სისხლი დაკარგა..
-ეგ როგორ? რატომ? -გაოცდა.. აღშფოთდა...
-რამოდენიმეჯერ გააუპატიურეს როგორც სჩანს... საცოდავი.. ვერ გაუძლო და .....
-ღმერთო ჩემო.. ჩემი საბრალო გოგო! დედამ იცის?
-არა არ მითქვია, არ მინდა ქალბატონს მდგომარეობა კიდევ მეტად დავუმძიმო.
-გმადლობთ ექიმო. ასე ჯობია.. არავინ გაიგოს. ეს გამაგიჟებელია.
სანდრას ბიძას ცრემლები წამოუვიდა... მიეყუდა კედელს და ჩაიკეცა...
-მამა... როგორია აქ ყოფნა... უჩვენოდ არ გაგიჭირდა?
-ადამიანი ყველაფერს დროდადრო ეგუება.. უნდა თუ არ უნდა.. დრო თავისას იზავს.
-არ მინდა წასვლა.. აქ მინდა შენთან. სამოთხეში
-სანდრა... დედა არ დაივიწყო... მას შენ სჭირდები! წარმომიდგენია რა სასოწარკვეთილია უშენოდ. მისი ხათრით უნდა დაბრუნდე. დაფიქრდი ამაზე...
-მართალია... მაგრამ იქ... უსამართლობამ დაისადგურა.. ადამიანების ღიმილი ყალბია... თვალები... თვალებიც კი სიყალბეს
გადმოგცემენ... როდესაც თვალები სულის სარკეოა ამბობენ............ აღარ იციან რა წაგართვან.. რა გატკინონ.. რა სენი დაგმართონ..
მთავარია თავიანთი დაუოკებელი სურვილები აივსონ... მიაღწიონ საწადელს... ეს ... ეს ხომ ბოროტებაა?? და მე რა მინდა ბოროტ
სამყაროში? არა არ მინდა !!
-ჩემო გოგო.. ჯერ პატარა ხარ, თუმცა ცხოვრების დიდი გამოცდილება მიგიღია... ამიტომ უნდა დაბრუნდე.. გამაგრდე.. არ ენდო
ყველას და ყველაფერს.. დედას დაუდექი გვერდით.. არ მოაკლო სითბო და სიყვარული. მოვა დრო და ერთად ვიქნებით.. თუმცა ეს
ჯერ ადრეა.
-დედას ხათრით....
-შირი კი არავიზე არ იძიო.. იცოდე.. უფალი ზევიდან იყურება და ყველას თავის საქციელზე პასუხი მოეთხოვება...!
-რათქმაუნდა მამა...
-მშვიდობით ჩემო პატარა! მე შენთან ვარ მუდამ.
-მშვიდობით!..............................................
-სასწრაფოდ ექიმი... სასწრაფოდ !!!! -ექთანი კივილით გავიდა პალატიდან.....
-რა ხდება? -დედა წამოდგა... შეშინებული..
-მოვედი...... რა ხდება... ?
- 237 პალატაში ექიმო... -ექიმი შევარდა სასწრაპოდ, გასინჯა პაციენტი..
- გვეშველა! -მომღიმარი სახით თქვა და თან ხელით პულსს უსინჯავდა.
-გვეშველა? -დედა შევარდა და დაინახა სანდრას მოციმციმე თვალები... -ღმერთო...! სანდრა..... ჩემო პატარა! დამიბრუნდიიი?!!
-დედა. - დედაშვილი გადაეხვივნენ ერთმანეთს..
-როგორ შეგვაშინე... კარგია რომ აქ ხარ... ცოცხალი ხარ... ჩემთან ხარ. მე უშენოდ ცოცხალი გვამი ვარ ... აღარასდროს არ დამტოვო...
ამას ვერ გადავიტან!
-დედაა... არასდროს!
რამოდენიმე დღის მერე სანდრა გამოკეთდა საბოლოოდ და გამოწერეს. დაუბრუნდა ცხოვრებას თუმცა შეცვლილი... სიზმრად მამასთან გატარებულ წუთებს ხედავდა და მის რჩევებს ითავლისწინებდა. დედა-შვილი მომხდარზე არ საუბრობდა. რატომ უნდა გაეხსენებინათ წარსული.. როდესაც მომავალზე ტკბილად ფიქრი
შეეძლოთ?! სიყვარულით ცხოვრება...
-დედა... რაღაც მინდა და მინდა ნებართვა შენგან ავიღო...
-მითხარი.. რა გინდა..
-მინდა მონასტერში წავიდე.. სამი თვით.. მერე დავბრუნდები. ხომ იცი არ მიგატოვებ. უნრალოდ მინდა დავმშვიდდე.
-კარგი. წადი. გიშვებ.... -დედამ არ უთხრა უარი... იცოდა რაც მოხდა იმან სული შეუძრა და ღვთის მსახურება მართლაც
დაამშვიდებდა...
-მიყვარხარ! - ჩაეხუტა მთელი ძალით.-ხვალ დილით წავალ.
-კარგი შვილო. გაგატანო რამე?
-არა არაფერი . ნუუ შეწუხდები. მე თვითონ.. თუ რამე დამჭირდება წავიღებ.
-კარგი.
გოგონა მონასტერში მუდამ მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.. დრო გა დიოდა... სული კი ნაღველს ვეღარ გრძნობდა.. წავიდა..
გაქრა... არც უფიქრია იმაზე თუ მისი ცხოვრების გამანადგურებელი მიიღებდა თუ არა თავის სასჯელს... არ ეწადა მის მოძიებას,
შურისძიებაზე ზედმეტია ფიქრიც. ყოველივე უფალს მიანდო.
-ნანა.. სანდრა როგორაა? იკითხა ბიძამ
-ეხლა მონასტერშია. მალე ჩამოვა.
-მონასტერში? კარგია.. ალბათ მომხდარმა ძირფესვიანად შეუცვალა ხედვა და ცდილობს შეინარჩუნოს ის სიყვარული.. სიკეთე,
მიმტევებლობა....
-ხო შეცვალა, თუმცა არაფერი არ ვიცი რა მოხდა მაშინ. ვერც ვბედავ კითხვას. მეშინია
-შეეშვი! ნუ გაახსენებ, ისიც ეყოფა რაც ახსოვს.. საწყალი....
-შენ იცი რამე რაც მე არ ვიცი?
-არააქვს ამას მნიშვნელობა. მიხედე ბავშვს. სითბო არ მოაკლო. რაც იყო იყო... თქვა და გულში გაიფიქრა : არამზადები... გამაგებინა
ვინ გაგიბედა... მაგრამ ვერ გიბედავ კითხვას... ღმერთმა გადაუხადოს ამ არაადამიანური საქციელისთვის!.
სამი თვის შემდეგ სანდრა ბრუნდება სახლში...
მოშორებით ორი გოგო და სამი ბიჭი დგას.. დამწუხრებულები.
სანდრას ერთუ ბიჭი გაახსენდა.. ტკივილი იგრძნო წამიერად. ეს იმ ბიჭის მეგობრები იყვნენ.... საუბარს ,მოჰკრა ყური:
„-საცოდავი.. რა დაემართათ... რატომ უნდა დამართნოდა მზგავსი....
-აბა... ასეთი ახალგაზრდაა არადა.. რა ბიჭი იყო.
-თორნიკეს სიმსივნე.. ალეკოს ბავშვი დაეღუპა უეცრად... ლევანი ხომ გაეთიშათ საერთოდ.. დიდი დოზისგან.
-რა დაატყდათ თავს... ერთ დროს ყველაზე მაგარ ბიჭებს... აფსუსია.... „
მოისმინა სანდრამ ... „დაე იყოს ნება შენი უფალო“ ჩუმად თქვა და გაიარა.
-დედა მოხვედი... გელოდებოდი.
-კი დე... სალომე... გიორგი... ბიძია.. აქ ხართ ყველანი?!
-ხო ჩემო გოგო... შენს დაბრუნებას ავღნიშნავთ!
-მადლობა... რა საჭირო იყო.. მაგრამ გამიხარდა თქვენი ნახვა!
-დედა.. წერილი მოგივიდა ორი კვირის წინ.
-წერილი? მეე?
-ხო.. აი...
სანდრამ გამოართვა იქვე გახსნა და ოთახისკენ გაიწია.
„ გამარჯობა სანდრა. მაპატიე ასე, რომ მოგექეცი პატარა გოგოს! რომ დავინახე როგორ გიციმციმებდა თვალები ჩემს დანახვაზე.. არ
იმჩნევდი დაბნეულობას.. სიმორცხვეს... მე კი ეს გამოვიყენე.. შენი სიყვარული გამოვიყენე... მაპატიე ის დღე... მე ამისთვის
ვისჯები! იმ დღის მერე ერთს ბავშვი დაეღუპა, ერთი რამოდენიმე დღეში გამოგვეცალა ხელიდან... მე კი... მე ვიტანჯები და ალბათ
მეც წავალ სულ მალე... სიმსივნე მაქვს ბოლო სტადიის. მაპატიე თუ შეგიძლია ამის თხოვნის უფლება არც მაქვს... უბრალოდ მინდა
ეს ტანჯვა დასრულდეს. ვიცი ცოდვებზე პასუხს ვაგებ... და მზად ვარ ამისთვის! ისიც გავიგე რაც დაგმართნია.. ჩვენ არააამიანები..
მრცხვენია ჩვენი საქციელის, თუმცა ვერ გამოვასწორებთ. მშვიდობით. “ დუმილი........ცრემლები....
მას გაახსენდა ის დღე როდესაც სახლიდან გავიდა მეგობართან შესახვედრად..გზაზე თორნიკე შეხვდა... სანდრას ახსოვს ის
აღელვება.. აჩქარებული გულის ცემა.. რომელიც მის ყოველ დანახვაზე ემართებოდა. თორნიკემ მისი სისუსტე გამოიყენა.. მოატყუა... დაპირდა რომ მიაცილებდა მას და .... დადაუხვია გზას. აიყვანა სადღაც შორს..
მთვრალმა ძმაკაცებმა ძალა იხმარეს მისი წინააღმდეგობის მიუხედავად... და გააუპატიურეს.. გააუპატიურეს ზედიზედ... მისი
იმედები დაამსხვრიეს... ცხოვრება შეაძულეს.. ლაფში ამოსვარეს.. და დატოვეს შუაგზაზე.. წავიდნენ. ... დატოვეს სისხლიანი.. ძალა
გამოცლილი.. ხმა ჩახლეჩილი..
გოგონას წასკდა ცრემლები... აღმოხდა ოხვრა.. ბიძამისი შემოვიდა..
- სანდრა რა ხდება... ? მოჰხვია ხელი.. სანდრა უსიტყვოდ ჩაეხუტა და ტიროდა.
რამოდენიმე წუთში დამშვიდდა... მოიწმინდა ცრემლები... წერილი აჩვენა ბიძამისს.. და თქვა:
-ბიძია.. სამართალი არსებობს... ეს უფლის სამართალია!
-დამშვიდდი! ყველას თვისას მიიღებს და მიიღო კიდეც. შენ იცხოვრე.. ისე როგორც საჭიროდ ჩათვლი... როგორც შეგეფერება!
სწორედ... უფლის გზით! ახლა კი წამოდი. არ ანერვიულო დედე... მე შენთან ვარ მუდამ ეს იცოდე!
-ბიძია.. მე მამასთან ვიყავი... მან მირჩია დეასთან დაბრუნება... -ბიძამ გაუღიმა...
- მიხარია! -აკოცა შუბლზე და შეუერთდნენ სტუმრებს.
წლები გავიდა..
-ალექსანდრა გვრიტიშვილო.. თანახმა ხარ ცოლად გაჰყვე....
-დიახ...
წლების მერე სანდრამ ცხოვრება დაუკავშირა ადამიანს რომელსაც ნამდვილად უყვარდა.. იგი... ერთმანეთის სიყვარულით
ავსებული თვალები ირგვლივ სიკეთესა და ბედნიერებას აფრქვდნენ.
სანდრას დედა ბედნიერი იყო შვილის ბედნიერებით. წარსული? არავის არ ახსოვდა.. უკან მოიტოვეს და ახალი სიცოცხლე
დაიწყეს.
სანდრა ბედნიერი ქალი...
ბედნიერი მეუღლე...
ბედნიერი დედა... გახდა.
განა ამას არ იმსახურებდა?! ....
ღმერთი მოწყალეა... იმ უბედური დღის შემდეგ... მათზე არავის არ სმენია ცუდი.. მხოლოდ სასიხარულო ამბავს თუ მოჰკრავდით
ყურს... დაე იბედნიერონ.... იხარონ...და იმრავლონ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები