 | ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2014 |
როცა ხელზე გიყურებ,ზღვაში დამდგარ ნავივით ვტორტმანობ და არვიცი რომელ მხარეს გავცურო. გიყურებ და თვალებში ისტორიას ვკითხულობ, მინდა ისევ მომიყვე და კარები გამიღო . . .
მითხარი რომ ძნელია,როცა ქალის ხელში ხარ, ისიც როცა ფორმა და სამშობლო ტანთ გაცვია, როცა უსუსური ხარ, მოგერია ტალღებმა, ხოლო გადასარჩენად ღმერთმა ქალი გარგუნა . . .
დავიწყებას განიცდის ირგვლივ ბაბუ ყოველი, ხოდა ამას ქალები უფრო ადრე ხვდებიან . . . რომ არ დამვიწყებოდა უსური თვალები, ზღვაში როგორ ტივტივებს და მზეს ეფიცხებიან
აიღო და დახატა, არა როგორც მეტივე, ანდა კიდევ მაშველი კი არ შემომახატა, რომ მენახა ყოველდღე, მხსომებოდა ყოველი ხელის მტევანს ტიტრებით ღუზა შემოატარა,
ჩაუშვა და თითებში თითქოს ყველა იმედი ჩაძირა და ვიგრძენი ქალი თურმე ხიდია სიკვდილის და სიცოცხლის, ოღონდ არა ისე რა. არც არაფერს ვივიწყებ, რადგან ჩემი ყრმობის და
ჩემი უსუსურობის განცდა ისე დამაქვს რომ არ სრულდება არაფრით, არც სულ მცირე მხილებით. ყოველი წლის აღდგომას ჩემში მზერა კიაფობს, უცებ ჩემს ცოლს ვღალატობ იმ ქალთან ვარ ფიქრებით.
ვიცი არ მეკადრება ოთხმოცი წლის მეუღლეს, ასე დამდგარ ნავივით იქეთ-აქეთ ყურება, მაგრამ ხელზე ღუზა მაქვს უსუსური თვალების და მახსენებს ყოველს დღეს, წარსულს ხსოვნა უხდება .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ოთარ რურუა - :)) ოთარ რურუა - :))
1. საინტერესო ნაამბობია. საინტერესო ნაამბობია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|