ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2014


* * *

***
დამეკარგა ცის კიდე...
ნიღბების გადამკიდე,
ფრთები ზედ გადავკიდე.
(ვერ ვიპოვე საკიდი...)
სიტკბოს უნდა ვიმკიდე,
გულის სავსე ჭას კი, დე,
დამიცლიან ხვალ კიდევ.
შენ ხელები ჩამკიდე,
კარდაკარ, კიდე-კიდე
მაპოვნინე ცის კიდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები