ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურჯი სამყარო
ჟანრი: პროზა
25 ოქტომბერი, 2014


ერთი გოგონას უიღბლო ცხოვრება


ცხოვრება რთულია, იმაზე მეტად ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. რამდენი რამის გადატანა უწევს ადამიანს...რამდენი ტკივილის.. თუმცა ბედნიერი წუთებიც არანაკლებ განუცდია. ასეა.. ადამიანი ყოველთვის  ცუდს ითვლის... თითოეული ტკივილი ახსოვს.. ტკბილი და ლამაზი მოგონებები კი იშვიათად თუ გაახსენდება. სამწუხაროა.... რადგან  ბედნიერი წუთების განცდის  მოგონებით და  ამის საფუძველზე  მომავის დადებითად აღქმით უნდა გადავლახოთ თითოეული დღე... თვე.. წელი თუ საუკუნე.
იყო ერთი შეძლებული  ოჯახი. რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა.შეეძინათ ვაჟი.  სიხარულს საზღვარი აქ ჰქონდა.  წლები გადიოდა..  ოჯახში უთანხმოება იჩენდა თავს.  ოჯახის დიასახლისმა გადაწყვიტა  ბავშვის გაჩენა.. ოჯახის „შენარჩუნების“ მიზნით.  მან არ იცოდა ან ვერ აღიქვავდა რეალობას... ბავშვი ბედნიერების  სიმბოლოა.. სიყვარულის ნაყოფი.. და არა  შენარჩუნების საშუალება.  გაჩნა გოგონა.. მამის სიყვარლი... სიხარული... თუმცა ოჯახი  უფრო  და უფრო  ნგრევისკენ მიდიოდა.  არავინ იცოდა თუ რა ხდებოდა ოჯახში... რადგან გარედან ბედნიერი ოჯახის შთაბეჭდილება  ჰქონდა. არავინ იცოდა  თუ  რატო ილეწებოდა სკამები...  რატო გამოდიოდა ყვირილისა და ტირილის ხმები.  ბიჭი.. მამიდასთან  იზრდებოდა.. რამოდენიმე წელი იქ იყო...  პატარა გოგონა კი  სასტიკი სცენის მომსწრე ხდებოდა.. შეიყუჟებოდა კუთხეში და შეშინებული თვალებით იყურებოდა.. იყურებოდა და  ტიროდა.. თუმცა უჩუმრად.. რადგან  მისთვისაც არ ეყვირათ.. არ დაერტყათ... ხედავდა და ვერ აცნობიერებდა..  მხოლოდ შიშს შეეპყრო... სხვა არაფერი არ იცოდა. ჩხუბს შერიგება მოჰყვებოდა...და ისევ.. ისევ და ისევ მეორდებოდა.  დედის თვალებიდან გადმოსული ცრემლები და  მამის  გაშმაგებული სახე...  მუდამ  თვალწინ ედგა..   
წლები გავიდა..  დედა სახიდან წავიდა. წავიდა სხვასთან.. უკან მოუხედავად. დატოვა ოჯახი და ბავშვები...  გაექცა მწარე რეალობას... მიუხედავდ იმისა, რომ წარსული მუდამ თან ზდევს ადამიანს.. არ ანებებს თავს.. რაც არ უნდა მოინდომო.
პატარა გოგონა  მამის  მისახედი გახდა... შიშისაგან მარტო ვერ წვებოდა.. გაღიზიანებული მამა 5 წლის გოგონაზე იყრიდა ჯავრს... ძმა კი  მფარველობდა.  გოგონა პატარა იყო, მაგრამ ყველაფერს ხედავდა, ყველაფერი ესმოდა...  პირველი დაბადების  დღე.. დედის გარეშე..
დიდი სუფრა  გაშლილი.. უზარმაზარი ტორტით...  ის კი ოთახში  შეყუჟულიყო და ტიროდა... მას  დიდი ტრამვა  გადაეტანა.. ეს მწარე მოგონებები მას მუდამ თან სდევდა.  ამ დღის მერე არ ჩაუვლია არცერთ დაბადების დღეს ცრემლების გარეშე... ყოველთვის რაღაცა აკლდა გულში.. მიუხედავად  იმისა, რომ  ყოველთვის უხდიდნენ  მას დაბადების დღეს.. მუდამ  ხალხმრავლობა... საჩუქრები.. ის კი..  ჩაფიქრებული და ცრემლიანი.  მას ეზიზღებოდა ეს დღე.. 
ოჯახურმა მდგომარეობამ  თიკას სკოლაზეც იმოქმედა. მეორე კლასიდან  გადაიყვანეს.  გადაიყვნეს რადგან მთელს სკოლაში    თიკას ოჯახის ამბებს არჩევდნენ.
პატარა გოგონა  სხვადასხვა კომპლექსებს შეეპყრო. იძულებით ტუილსაც ამბობდა... რომ მისის დედა ამერიკაში  წასულიყო...  წლები გადიოდა.. თიკას კი  სითბო უფრო და უფრო აკლდებოდა... არავინ არ ეხუტებოდა.. სითბოს არავინ არ  იჩენდა..  მას ხომ დედა მცირე ასაკში დაეკარგა.. მას ის მზრუნველი.. დედობრივი სითბო არ ეგრძნო.. მხოლოდ შურს გრძნობდა.. როცა ხერავდა  მის კლასელებს დედები როგორ დასტრიალებოდნენ თავზე..  როგორი ღიმილით უმზერდნენ.. იმ ღიმილით.. რომელიც  თიკას არასოდეს არ უგვრძნია.. რა დააშავა პატარა გოგონამ? რაზე დაისაჯა? ის ხომ ანგელოზი იყო.. უწყინარი, სათუთი, მგრძნობიარე, კეთილი... მას ხომ მთელი ბავშვობა წაერთვა. ბავშვობაში რომ ჯოჯოხეთს გამოივლი.. მომავლის იმედი როგორღა უნდა გქონდეს ადამიანს?  რისთვის... ? რისთვის ამდენი ტკივილი? ... ტკივილი ცრემლი..  ნუ თუ  მშობლების ცოდვებზე პაწაწინა ანგელოზი უნდა აგებდეს პასუხს? ეს რა სამართალია? ფაქტია დაიჩაგრა... მილიონში ერთი თუ განიცდის მზგავსს... ესეც ბევრია მგონი.  არცერთი ცხოველი  არ ტოვებს თავის ნაშიერს ასე... ეს რა  ანომალიაა.  სამწუხაროა...  იმ დღის შემდეგ.. არანაირად არ შეხმიანებია..დედა  შვილს. მართლაც რომ უპასუხისმგებლოდ გაექცა რეალობას.. გაუნადგურა  ცხოვრება პაწაწინა გოგოს.
თიკა  იზრდებოდა და ყოველივეს დავიწყებას ლამობდა, თუმცა მისი ბალიში  რომელიც დღის ბოლოს ხვდებოდა მუდამ  ნამიანი  ყოფილიყო ცრემლებისგან...  გოგონა არაფერს არ იმჩნევდა.. მუდამ  მომღიმარი სახით  ხვდებოდა ნაცნობებს თუ უცნობებს... ღამე განმარტოებაში კი  აფრქვევდა იმ დაგროვილ  დარდს.
თიკას მამა ძალიან უყვარდა.. ფაქტიურად მან გაზარდა. ხეჩაკიდებულები მისეირნობდნენ გრძელ ქუჩაზე..  გზაში მამის მეგობრები, ძმაკაცები ხვდებოდნენ. ზოგი ნაყინით უმასპინძლდებოდა, ზოგიც კანფეტებით. მამას გლიასე ძალიან უყვარდა და გლიასესთან ჩადიოდენ ყოველ დილას. 
თიკას ძმა  შესაძლოა ასეც ვთქვათ , რომ მამაზე მეტად უყვარდა.. აფანატებდა რასაც ქვია. მუდამ მზრუნველი და მოსიყვარულე... მიუხედვად  იმისა, რომ სასტიკადაც ჩხუბობდნენ ხომე, როგორც და-ძმას შეეფერება.
მამამ ცოლი მოიყვანა.. მას კვლავ ვაჟი შეეძინა.  ეს არ არის არც პირველი, არც  „შენარჩუნების“ მიზნით დაბადებული...ეს მეორე სიყვარულის ნაყოფია.  თიკა მამის სიშორეს გრძნობდა და  სწყინდა.. ვერ ეგუებოდა.. ძმა კი ძალიან შეიყვარა.. მან გაზარდა.. მას უტოვებდნენ..  იგი ასეირნებდა..  „ პატარა დედიკო“-ს  ეძახდენ უბანში...
სახლში დედა-შვილურ სითბოს გრძნობდა... მაგრამ არა მისმიმართ.. არა!  .... უნდოდა გაქცეოდა ამ ყოველივეს.. და ახერხებდა კიდეც.  გადიოდა გარეთ იქვე.. ეზოში..  ან მამიდასთან და რჩებოდა..  დღეები. სახლში სუი ეხუთებოდა.  ვერავინ ვერ გრძნობდა.. ვერ ამჩნევდა.. რას განიცდიდა პატარა გოგონა, რა სურდა.. რატო იქცეოდა ასე.. ყველას თავისი ცხოვრება ჰქონდა.. თავისი საფიქრალი. მხოლოდ ბებია (მამის დედა) ფიქრობდა მასზე.. გულს უთბობდა.  მერე კი მასთან ერთად ტიროდა.. მის  ბედზე რაც კი ერგო. ბებია სიგიჟემდე უყვარდა..  მასთან იყო გახსნილი ბოლომდე..  იგი გიჟდებოდა ბაბუაზეც..  ეს ორი ადამიანი  რომელსაც იგი  აფასებდა.
თიკა  ჩასვავდა სავარძელში ბებიას და კონცერტებს უდგავდა .. ვითომ სცენაზე  იდგა..  ის იყო გამომცხადებელიც.. მოცეკვავეც.. მომღერალიც .. 
თიკას მამიდები  უყვარდა კიდევ... ისინი, რომ არა.. მარტო მამა თავს ვერ გაართმევდა  ამხელა პასუხისმგებლობას
გოგონა იზრდებოდა და ცდილობდა შეეცნო სამყარო.. სადაც  ტკივილი და ცრემლი იყო.. სიხარული და მზრუნველობა.. მეგობრობა და სიყვარული.
თიკა ჩაკეტილი ბავშვი იყო.. არავის არ უშვებდა ... არ აძლევდა უფლებას  შეეცნო.
ბოლოს  გრიდა წლები... მან ისწავლა კარგის და ცუდის გარჩევა.. ისწავლა ის რაც აუცილებელია ცხოვრებისათვის.. სიყვარული.
მას უზომო სიყვარული შეეძლო. ხედავდა ყველა ნაკლოვანებას ადამიანებში... და მაინც, მაინც უყვარდა. ოპტიმიზმით სავსე თიკა..  ადამიანებში მუდამ დადებითს  ეძებდა.. და თუნდაც ერთი  ჰქონოდა.. იმ ერთს შეიყვარებდა.. გააღვივებდა და  იმდენ პოზიტივს გასცემდა,რომ ის ერთი ასად გარდაექმნა. ყოველთვის მზად იყო რჩევა მოეცა.. რა გუნებაზეც არ უნდა ყოფილიყო  გამოახავდა დროს და მოგისმენდა.. გულით და არა ზედაპირულად. ამიტომ უყვარდა ყველას..
უყვარდა... მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა მის ცხოვრებაში ადამიანი, ადამიანი რომელმაც დიდი  როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.  მისმა არსებობამ თიკას კარიერაში წინსვლა მოუტანა. დადებითად იმოქმედა..  გოგონა რომელიც ერთ დროს უსაზღვრო ტკივილს განიცდიდა... საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდა.. ბრწყინავდა ის და მის ირგვლივ  ყოველივე. მას სურდა ამ ადამიანთან ისეთი ოჯახი შეექმნა რომელზეც თვითონ ოცნებობდა. ოცნებობდა ჰყოლოდათ შვილები  რომლებსაც  სითბოსა და სიყვარულს  მისცემდა... სიცოცხლეს დათმობდა.

მას უყვარდა  წვიმა.. წვიმის დროს უყვარდა სეირნობა.. ზაფხულის წვიმის სურნელზე გიჟდებოდა. 
უყვარდა მზე.. მზე მხურვალე... და ამ დროს ნიავი...  ნიავი რომელიც  აგრილებდა სასიამოვნოდ.
უყვარდა თოვლი.. პირველი თოვლი... როდესაც  ფეხის ნაკვალევს ტოვებდა.
და ფოთლები... წითელი..ყვითელი ..მწვანე თუ რუხი...  რომლებიც ტყეში ეგულებოდა... მას სიამოვნებდა ის სურნელი... ბუნების. ის  ფოთლების შრაშუნი.. ყოვლი ფეხის ნაბიჯზე, რომ ესმოდა.
თიკას უყვარდა ბუნება..  ტკბებოდა ყოველი წამით..  მადლობელი იყო  თითოეული ამოსუნთქვითა და ჩასუნთქვით.
ერთხელაც... მოხდა ტრგედია... 
მას შემდეგ  წვიმდა და წვიმდა...  ბუნება ტიროდა...  ყოველივეს ფერი ეცვალა.
თიკას  რაც წლები  ემატებოდა.. მით უფრო ლამაზდებოდა..იხვეწებოდა..გამოუჩნდა ადამიანი რომელმაც მისი გული დაიპყრო. არა ნაწილობრივ.. არამედ  მთლიანად. თიკა  ვასოსთან ისე იყო როგორც არავისთან...  მას სიყვარულის სენი შეჰყროდა. ვასოსაც უყვარდა თიკა. ერთად კარგად გრძნობდნენ თავს.. მუდამ თავგადასავლების ძიებაში იყვნენ.. მუდამ სიახლის მოთხოვნა ჰქონდათ. თითქოს  ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.
ერთხელაც, როდესაც დრო კარგახანს გასულიყო.. ვასო და თიკა ერთმანეთს მისცემოდნენ..  მისცემოდნენ და  სამომავლოდ  ამ ყველაფრის გაოფიციალურებასაც აპირებდნენ.
ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა... 
ერთ დღესაც.. თიკას  გული წაუვიდა სახლში..  ისე რომ  იატაკზე დაეშვა..უვნებლად.  ექიმთან კონსულტაციით  გაირკვა , რომ ფეხმძიმედ ყოფილა.  თიკას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.  საშუალება როგორც კი მიეცა ვასოს  გაუზიარა თავისი ბედნიერება...
-იცი... მე.. მე ორსულად ვარ..
-რა?... რა თქვი?
-ხო.... ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ვატარებ მუცლით..
-არ ველოდი ასე მალე..
-რას ამბობ??!!.....  - სისხლი გაუშრა ძარღვებში.
-ადრეა .. არ ვაპირებდი ასე საქმის  წარმართვას... რატო მოხდა ასე.. თავს ხომ ვიცავდით? ბავშვზე არც მიფიქრია..
-რას ამბობ? ნუ მაგიჟებ... რა გინდა ამით მითხრა?
- პანიკაში ნუ ჩავარდები ეხლა.  გავედი.
ადგა და  წავიდა.  თიკას  ცრემლი არ მოშორებია თვალს... ხელი კი მუცელს.. არ მოელოდა ვასოს ასეთ რეაქციას. მათ ხომ ერთმანეთი უყვარდათ.. ის  პაწაწინა სიცოცხლე კი  უფრო მეტად სასიხარულო  უნდა ყოფილიყო. ნუ თუ  შეშინდა?ნუ თუ  იმდენად არ უყვარდა? ნუ თუ  სასიკვდილოდ გაიმეტებს?
ამ ფიქრებში არეულს ჩაეძინა სავარძელზე. დილით ადრე  კარის ზარმა გამოაფხიზლა.  ვასო მოსულიყო.. თანაც ნასვამი. თიკამ  კარი გაუღო... შიშით.
შეაბიჯა დიდი ნაბიჯებით
-ჩვენ ეს ბავშვი არ გჭირდება!
-ამას როგორ ამბობ? - შეშინებულმა მუცელს ხელი შემოხვია.. თითქოს  წართმევას უპირებენო.
-მერეც გვეყოლება... დრო დიდი გვაქვს. ეხლა არ არის ამის დრო! რა იცი რა ხდება ცხოვრებაში.
-შენ არ გყვარვარ! არ გიყვარვარ... აი ამისთვის მეზიზღები!!! გაიგე??!!!  -აკაკნკალებულს ცრემლები წასკდა.
-გაჩუმდი! გაჩუმდი! ნუ ჰყვირი.. სირცხვილია.
-მეზიზღები!  გარეწარო!  არ მოვიშორებ! ის ჩემია გაიგე? ჩემი!
-გაჩუმდიმეთქი! გაჩუმდი! რამდენჯერ გაგიმეოროო.. - უყვირა დავეღარ მოითმინა და ხელი გაარტყა.. ძალა ვერ მოზომა.. იმდენად რომ თიკა წაიქცა...  მწარედ დაეცა იატაკზე.
წამოდგომა სცადა  და  სისველე იგრძნო... იცებ სისხლი შეამჩნია. თითქოს გაქვავდა.. ვასოს უყურებდა და  გაშეშებულიყო..  ვასო  არ მოელოდა... სინანულის გრძნობა გაუჩნდა.
-ვასო... მიშველე.... გადაარჩინე... არ გაგვწირო...
-ასე არ მინდოდა.. მაპატიე... მაპატიე..
-გადაგვარჩინე.. მისი ჩახუტება მინდა.. გთხოოვ..
-გპირდები.. არაფერი მოგივათ..გპირდები
-მუდამ მინდოდა ჩემი  პატარა ჩამეხუტებინა.. მეზრუნა.. ის სითბო მიმეცა რაც მე არ განმიცდია.. გთხოვ... არ მიგვატოვო..-და გული წაუვიდა.
-ადექი.. ადექი..  - წამოყენება სცადა თუმცა თიკა გულწასული იწვა იატაკზე. სასწრაფო გამოიძახეს და  როგორც ყოველთვის  დაგვიანებით  მოვიდა.. ეგრევე საავადმყოფოში წაიყვანეს.. სისხლისგან იცლებოდა... გოგონას გონი წაერთმია და მხოლოდ ჩუმად უძაოდ ლუღლუღებდა .. -ბავშვი.. ბავშვი გადამირჩინეთო.
ვასო მოსაცდელში  აქეთ-იქით დადიოდა სახე არეული.. თავზე ხელები დაეწყო  ხელები რომლებიც თიკას სისხლით შეღებვოდა და  ცრემლებად იღვრებოდა. თავს მკვლელად თვლიდა. მხოლოდ ახლა მიმხვდარიყო, რომ თიკა მისი ცხოვრების აზრი იყო და  თავისი  ხელით გაენადგურებინა,  მისი სულის გამოძახილი. პირობა მისცა თუმცა.. შესრულებას ვერ ახერხებდა.... ექიმები  იმედოვნებდნენ,რომ გადარჩებოდა  თუმცა ბევრი სისხლი დაეღვარა.  მისი დონორი ვერ ეპოვათ........

..............ისინი დაიღუპნენ.
ვასო იმ დღის მერე ყოველივეს მოშორებოდა...  არავინ არაფრი არ  იცოდა მასზე.  ამბობდნენ, რომ მათ საფლავზე მუდამ ყვავილები მიჰქონდა ვიღაცას.. სავარაუდოდ  ვასო იქნებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები