ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2014


ოქტომბრის ბოლოს...

გიცქერ სიცხიანს, სიცოცხლით დაღლილს
და ჩემიმზერის უზმნო შური მაქვს...
ქუჩას აუყვა მშიერი ძაღლი -
ხალხს სიბრალული ჩაოურიგა.
რა შუაშია? - იტყვის იქაც ბრბო,
ქუჩას მინდობილ, ვეძებდი თბილს სახლს...
რაც სათქმელი მაქვს, იმაზე ვდარდობ,
ჭირს წაუღია, რაც უკვე ითქვა!..
გასაგებია ფოთლის პათოსი,
ფოთლის პათოსი და აგონია...
ცხელ გულთან ვიგრძნობ შენს ხელს - გათოშილს
და ვიგრძნობ, სიცხეც აღარ გქონია.
და კარგად ვიცი, რომ ბედი მიცავს,
მზეც ხომ ხარობს და მზეც ხომ იტირებს...
სულ ვგავარ ფოთოლს, როდესაც მიწას
უბრუნდება და სუიციდირებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები