ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2014


ზეციური ტირილი

ღამეში ჩამწყვდეული ღამე ბორგავს იკაწრავს თათებს
აზრნი დაძრწიან როგორც სხვენში ლურჯი ვირთხები
შენ თვალნო ჩემო სხვანაირი ტირილი გმართებს
მე ცოცხალი ვარ სანამ ლექსად არ დავინთხევი

როგორც ხეს ქარი შეატოკებს ძილს ეს კოშმარი
ქვეცნობიერთა ქსელს გაუწყვეტს სიზმრის ობობას
ჩემს დაღვრილ სისხლზე აყვავდება ერთ დღეს შროშანი
და ჩემს სანაცვლოდ მოგილოცავს ყვავილთა შობას

კვლავ გადვიხადო ტანჯვით ჩემი ცხოვრების ხარკი
მიხვდები მერე ძუ მგელივით რამ ამაღრინა
მე დამემსხვრია მოთმინების ყველა ლარნაკი
და ყინვის სუნთქვამ დამიორთქლა ლოდინის მინა

არც კი გეგონოს რომ დაეცეს ნაბრძოლი ციხე
არ დაიჯერო რომ ტყდებოდეს შიგნიდან კარი
ასი გზა უკან მაგრამ უკვე აღარსად ვიხევ
არწივს არ შვენის ქათამივით ხეზე კაკანი

თუნდ არ ეღირსოს სახელს ჩემსას საფლავის ლოდი
ყორნები გაძღნენ უპატრონო სხეულის ჭამით...
ეჰ გამიხსენე ერთ დროს ლექსებს რომ გიყვებოდი
და თეთრ კალათით ვარსკვლავები მომქონდა ღამით





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები