ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეპლის ეფექტი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

მე შევიშალე

მე შევიშალე,
მაგრამ მაინც,რატომ წვიმს ასე?
ჩემი ფიქრები შენთან ერთად იჯღანებიან.

რამ შეგაწუხა?
წვიმის სუნი აწბილებს გამვლელს,
ორღობეებში კალოშებით იარებიან...

მე არ ვშფოთდები,უკიდურეს განცვიფრებამდე,
ღამის ტრაურებს მომიყვება ჩემი ბებია.
აქ,
ჩვენს მეზობლად გადმოვიდნენ თურმე ცოლ-ქმარი,
ყოველ საღამოს ჩხუბობენ და არ შორდებიან...

დღემდე არ ვიცი,
ან ეს წვიმა საიდან მოდის.
ჩაი დავლიე,
ამ საღამოს არ მინდა მეტად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები