შენ ადამიანო.. ხო .. ხო შენ!!! გააკეთე სიკეთე და ვერც კი წარმოიდგენ როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება! დღეში ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთე.. ეს საოცარი შეგრძნებაა.. ბედნიერების შეგრძნება! შეთვის უმნიშვნელო.. შესაძლოა სხვისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.. მაგალითად.. შენს საფულეში შემორჩენილი 50 თეთრიანი.. რომელიც აღარც კი გახსოვს შენ, სამაგიეროდ.. ერთი ფუნთუშას საფასური იყოს.. ადამიანისთვის რომელსაც ჰყავს შვილები... რამოდენიმე დღის ნაშიმშილარი... მე პირადად არ შემიძლია.. გვერდი ავუარო უმწეო ადამიანებს.. არ შემიძლია არ დავეხმარო.. არ შემიძლია გამოვიდე მაღაზიიდან და დარჩენილი ხურდა შესაწირ ყუთში არ ჩავყარო.. არ ვიცი რატომ მაგრამ მოვალეობად მიმაჩნია.. მიმაჩნია, რომ რაც მაქვს ჩემი სამყოფი.. ვიმყოფო.. დანარჩენი კი გავუნაწილო.. და ეს სწორადაც მიმაჩნია. შესაძლოა მე მეორე დღეს არ მქონდეს კაპიკი.. მაგრამ მესამე დღეს იგივეს გავილეორებ.. იმის იმედით, რომ მე ღმერთი არ გამწირავს.. და ამის მწამს მუდამ. როცა აბედნიერებ ადამიანს.. (და ამის გაკეთება ყოველთვის შესაძლებელია.. ნებისმიერი საშუალებით!) გრძნობ საოცარ ჟრუანტელს ტანში, სახეზე ღიმილი არ გშორდება.. სამყარო მშვენიერია.. შენს შემყურეს კი ანალოგიურის სურვილი უჩნდება.. და სიკეთეს აკეთებს.. აკეთებს ყვლა.. და ცხოვრება გაცილებით მარტივი ხდება ვიდრე აქამდე. სიკეთე არ არის მხოლოდ თანხის გაღება.. არა !!! სიკეთეა ყველაფერი... გვერდში დგომა.. რჩევის მიცემა.. სითბოს განაწილება.. რომელიც მიდის გულიდან და არა „აფერისტული“ . გულწრფელი ღიმილიც კი ჯადოსნურად მოქმედებს ადამიანზე... თვალები.. თვალები რომლებიც სულის სარკეა.. მუდამ ბუნებრივი იყავი.. სიკეთის მოკეთე.. შენ! და ნუ უყურებს სხვას... სხვამ შემოგხედოს შენ! და გაგხადოს ამ ყოველივეს მაგალითი.. კარგში მოგბაძოს და ყველაფერი სხვანაირი იქნება! ყველამ ჩვენ-ჩვენს თავებზე, რომ ვმუშავით თითოეუმა ჩვენთაგანმა... რა ბედნიერება იქნებაა!! ^^ყოველთვის ვცდილობ გავხდე უკეთესი.. რამდენად გამომდის არ ვიცი მაგრამ ამაზე ვმუშაობ.
წარმატებები ჩემო კარგებო! ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით!!! <3