 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 ოქტომბერი, 2014 |
ჭკუას ის კარგავს ვისაც აქვს, ვისაც არ აქვს დასაკარგიც არაფერი აქვს! *** ჭკუის საზომი ინტელექტია, ადამიანობის - ჭკუა. *** ხემ ფოთოლი მოისხა - ევამ მიიფარა ხეს ტოტი მოსწყდა - ევამ ნეკნი ჩაიბარა
*** შემოდგომის არც თუ ისე საამო ამინდი იდგა. აი ისეთი, ცა რომ თვალს გიპაჭუნებს. მგზავრობის დიდი მოყვარული ვერ იყო ავლიპა. საქმენი ხდიდნენ იძულებულს ემოგზაურა აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ერთი ასეთი გადაადგილების დროს, მატარებლით ემოგზაურა ჩვენ მარგალიტმფრქვევიას. სავარძელში მოკალათებულა და უცქერდა სხვა დანარჩენი მგზავრების ფუსფუს. ზოგი ადგილს ეძებდა ბარგისთვის ზოგიც, უკაცრავად პასუხია და, ტრაკისთვის. ერთი სიამოვნება იყო ათეულობით მგზავრთა ჯაფის და საკუთარი თავებისთვის ზრუნვის ცქერა. ეღიმებოდა, რადგან ამ დიდი ვაგონის დიდი შემადგენლობის ნაწილიც თავად იყო. რაღა ბევრი გავაგრძელოთ მგზავრთა შორის ერთ-ერთი მგზავრი გაიძახის, რომელიც ასე სამოცდახუთიდან სამოცდაათწლამდე იქნებოდა: - ოთხმოცდამეთვრამეტე ადგილი სად არის? - თან ნომრებს აკვირდება, სასიამოვნო შესახედაობის, ლამაზად დაღარული შუბლის მქონე ქალბატონი. წლების გადამწიფება თვალის ქვედა უპეებს დატყობოდა მხოლოდ. ოდნავ წელში მოხრილი მხნედ გადაადგილდებოდა ვაგონის ვიწრო ბილიკზე, რომელიც სავარძლებს შორის პატარა რუს მაგაგონებდათ. ავლიპა არაფერს ამბობს, არც ვინმე სხვა. ჩუმად სხედან. უკვე შემაწუხებელ წუხილად იქცა მისი გაუთავებელი შეძახილი „ოთხმოცდამეთვრამეტე“. - ქალბატონო, თუ არ ვცდები ბოლო რიგში უნდა იყოს. - გასცა პასუხი ერთმა ღვთისნიერმა მგზავრმა, ავლიპამ მის მხსნელ მგზავრს მოწყალების თვალით შეხედა, თვალებით მადლობა გადაუხადა. მოხუცი არ ჩერდება, განაგრძობს. - ამოწყდა მისი ოჯახი, ხომ ვუთხარი უკანა რიგი არ მომცეთქო... - ახლა, სხვა მგზავრი შეწუხდა და დახმარება არჩია. - ქალბატონო, „ოთხმოცდამეთვრამეტე“ ადგილი არ არსებობ, ალბათ გეშლებათ. იქნებ ბილეთს დახედოთო. - უი, მართლი ხარ, შვილო. ბილეთზე არ დამიხედია. მოიცა ვნახო აბა... რომელი ადგილია?! - სათვალე მოიხსნა და ისე დახედა ბილეთს, რომელიც ხელჩანთის ბოლოდან ვაი-ვაგლახით, გოდებით ამოიღო. დაწყევლილი ოპერატორი მგზავრთა უმრავლესობას არც ახსოვდა, მხოლოდ ავლიპამ შესჩივლა მოხუცს: - ჯერ ბილეთი გენახათ, ქალბატონო.
მორალი - პირზე ადრე თვალი იხილება!
* * * იქნებ ვერ გაგარჩიო მტკივნეული ჩემი გულისგან...
*** ყველაფერი დიდებული ერთი ნამცეცია! *** ლიტერატურა მწყურვალივითაა - ზოგი ბოლომდე ავსებს ჭიქას, ზოგი ნახევრად. წყალსაც მნიშვნელობა აქვს მღვრიეა თუ კამკამა! ***
ჭიდან მხოლოდ ცა მოჩანს. *** მუდამ ღიად თქვით სათქმელი - ნაბიჯებს შეიძლება აუჩქარო ან შეანელო, მაგრამ არ გაიარო ეგ არ ხდება. *** ნაწილი ფიქრისა უვარგისი ნივთივით უნდა გადააგდო! *** წლების მოახლოებას დღეები გრძნობენ და თანდათან გშორდებიან.
*** სულზე, გასვლამდე ვიზრუნოთ, რადგან გასვლისას უზრუნველი არ დარჩეს ჩვენი სახელი. *** ყველა სახელმწიფოებრივი წყობის სიკაშკაშე მუდამ ქრობის პროცესშია. *** სახელმწიფო თანასწორია ხალხთან, როცა მათ უსმენს. *** წარსული მომავლის ანია, მომავალი წარსულის ჰაე! *** ჩაძირვას მაშინ იწყებ, როცა ბსკერი გეცლება. *** გამჭოლი მზერა ვულკანურ ამოფრქვევას ჰგავს - აუცილებლად დაიფერფლები. *** ყველაფერს ვაშენებთ გარდა სულისა! *** ყველაზე თვალის მომჭრელი სილამაზე სხეულში ჩაშენებული სულია! *** საქანელა ორ სივრცეს შორის მანძილია - მუდამ მოძრაობაში ხარ! *** თითო ადამიანი სამყაროს კენტი რიცხვია! *** ღმერთს გიწოდებენ და ადამიანობას ჰკარგავ - იყავი მტკიცედ ადამიანი, რომ ღმერთმა შეგამჩნიოს!. *** გონება ფიქრებით სავსე ლაბირინთია, სადაც გასასვლელში ერთისთვის ერთი კარია! *** გულის სანკურნებელი სულია და პირიქით! *** ჭრიალა კარს პატრონი დაუკარგავს. *** ღვარძლი ეს დაცემაა! *** გახევებული დგომით ნაკვალევი არ ამჩნდება!
*** ვისაც სიცხე აქვს იმას დამწევი საშუალებაც სჭირდება - მეორე ადამიანი!
*** რბილ ტოტზე ჩიტიც არ ჩამოჯდება!
*** გზააბნეულ მოგზაურს კომპასი სახლში დარჩენია.
*** დედამ შვილი სახლიდან გააგდო და გასძახა: „უკან შენით დაბრუნდიო!“
*** დარდი ამყოლია - სევდა დამყოლი.
*** ქონება ნივთით ფასობს - ადამიანი უნივთოდ!
*** სიმდიდრე ქალივითაა - მუდამ უნდა იზრუნო რათა არ დაკარგო!
*** სიმდიდრე სიძუნწეს ახარებს!
*** სიძუნწე სულის დაკარგვას იწვევს.
*** თავში ტვინი სახლობს, მაგრამ ზოგჯერ ჭიშკარი ღია გვრჩება!
*** გარბენი გულსა ღლის და სუნთქვა ხშირდება - არასოდეს გაგიჭირდეთ სუნთქვა რათა გული არ დაიღალოს და გარბენი შეასუსტოთ.
*** ჩამქრალი სანთლი - მივიწყებული ლოცვაა!
*** თვალი მტაცებელია - სარკეში ჩაიხედავ და მეტყველებას ჰკარგავ!
*** ნოსტალგია - დაკარგო მონატრებამდე!
*** სული ჩემი ცისაა და რომ გარდავიცვლები ლურჯი ფერი ჩაიცვით. (ავლიპა არაფრიძისა და გიგო რიონელის ანდერძი) *** ბედნიერებას პინით არავინ მოგართმევს, ბედნიერების პინაზე თავად უნდა შედგე! *** დიდი სურვილი მაქვს ერთხელ მაინც გნახო და ვიხილო ჩემი სული სხვის სხეულში - თვალებს დამიხუჭავ! *** აზრები ღრუბლებმა დაალბო და წვიმის წვეთებად აღწევენ სხვებში. *** პატარა ლტოლვას დიდი სინანული ანაცვლებს, დიდ სინანულს- მოკლე მეხსიერება! *** ბოროტება ბრძოლის უნარიანია, სიკეთე - თვადაცვის უნარიანი! *** წამზომს ისარი სჭირდება, ადამიანობას - წამში ერთი თვალი! *** თვალებახვეულს გონზეც წაუკრავს თავშალი!
თქვენი "ავლიპა არაფრაძე"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რამდენი სიბრძნეა აქ. საოცარია! მადლობა! რამდენი სიბრძნეა აქ. საოცარია! მადლობა!
3. გიგო რა იშვიათად ჩანხარ? :) გიგო რა იშვიათად ჩანხარ? :)
2. კარგია! საინტერესო აზრები! რომელი ერთი მარგალიტი გამოვარჩიო, ყველა მისაღები და დამაფიქრებელია .
კარგია! საინტერესო აზრები! რომელი ერთი მარგალიტი გამოვარჩიო, ყველა მისაღები და დამაფიქრებელია .
1. ვახ რა კარგი იყო. თან პირველი ვარ ....5
რა კარგი გამონათქვამებია. როგორი დამაფიქრებელი თან სახალისოც.... კარგი იყო.... ჭკუას ის კარგავს ვისაც აქვს, ვისაც არ აქვს დასაკარგიც არაფერი აქვს!....")
ვახ რა კარგი იყო. თან პირველი ვარ ....5
რა კარგი გამონათქვამებია. როგორი დამაფიქრებელი თან სახალისოც.... კარგი იყო.... ჭკუას ის კარგავს ვისაც აქვს, ვისაც არ აქვს დასაკარგიც არაფერი აქვს!....")
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|