 | ავტორი: თათია ჟანრი: პროზა 11 დეკემბერი, 2008 |
ახლა გონებიდან გასვლას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არა, ჯერ დავწერ და მერე. იცი, როგორ ცივა? მე კი ვზივარ უნივერსიტეტის წინ და... ეს რა ჰქენი წეღან?.. ხეებს - ფოთლები, მე კი ოცნებები შემომაძარცვე. მერე კი იტყვი არ ვარო სასტიკი, არადა მთელი ჭავჭავაძის გამზირი ფოთლებში გახვიე... შენი სისასტიკის მიუხედავად, მომეწონე და უღმერთოდ მიხარიხარ... როგორ მინდა ახლა შენს ადგილზე ყოფნა... თავისუფლება, ფრენა, ქროლვა... ნეტავ ერთნი ვიყოთ ორივე... გთხოვ, ერთი წამით მაინც შეჩერდი ჩემს წინ, რათა შენი თავნებობა შევითვისო, გავითავისო, შემდეგ კი ჩაგისუნთქო და გავერთიანდეთ... ახლა ამ ფოთლებში გავივლი. ფოთლებქვეშ დარდი წევს, თალხი და მძიმე... მასაც გავთელავ ფეხით... წადი!.. ვერ ვიტან შენს სიახლოვეს. მინდა შორს იყო, რათა გიოცნებო, გინატრო... მე კი ავდგები, იმ ხესთან მივალ და ფოთოლცვენით გამოწვეულ სევდას ავათლი, ოღონდ მერე, როცა გონებიდან გავალ... შენ კი დაგენატრები, ვიცი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მაგარია....................................................................................................... მაგარია.......................................................................................................
10. მოგიკითხე:) მოგიკითხე:)
9. მოკითხვა! :) :) :)
სადაა წიე, რო დაიკარგა? ;) მოკითხვა! :) :) :)
სადაა წიე, რო დაიკარგა? ;)
7. დაგენატრები??? დაგენატრები???
6. თან არი და თან ვერა, თავიდან დამაინტერესა და მომეწონა კიდეც მერე კი წასვლას რო სთხოვ ავირიე თან ეძახი თან არა? მაგრამ მთლიანობაში დადებითია თან არი და თან ვერა, თავიდან დამაინტერესა და მომეწონა კიდეც მერე კი წასვლას რო სთხოვ ავირიე თან ეძახი თან არა? მაგრამ მთლიანობაში დადებითია
5. ერთი უწყინარი ჩანახატი :) ერთი უწყინარი ჩანახატი :)
4. კაია ნელ-ნელა იხვეწები მარა ძმის დონემდე........ კაია ნელ-ნელა იხვეწები მარა ძმის დონემდე........
3. კარგი გოგო ხარ თათია ;) კარგი გოგო ხარ თათია ;)
2. კარგიააააა :) 5555 კარგიააააა :) 5555
1. კარგია თათი:) კარგია თათი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|