ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2014


ბანალური ლექსი

ვითვლი წიგნის გვერდებს მერამდენედ,
მაინც ხვალინდელი მედარდება...
ახლა იცი როგორ მენატრები? -
როგორც ... (ბანალური შედარება).
მინდა გათენებას მოქონდე და
ცაზე ღრუბლის უკან მზე გარბოდა...
ხეებს გაუხდიათ ოქტომბერი -
არის ბანალური მეტაფორა...
ხიდის მოაჯირზე თუ ავძვრები,
ვიცი, ჩემი ღმერთი ვერ დამიცავს..
მწვანით შემოსილი ეს ნაძვები
არის ბანალური დედამიწა!..
სახლი - სიგარეტით გაკვამლული,
ღამეც უსაშველოდ გაწელილი.
შენი სიყვარულიც ნათქვამია -
ვეღარ მოვუძებნე თავ-წერტილი.
თრობას უმიწაწყლოდ ვერიე და
ისევ დაუცვივდა ხეს ტიტრები,
შენთვის - ყველა ქალზე მშვენიერი -
არის ბანალური ეპითეტი.
დამსდევს გაცვეთილი შემოდგომა,
წვერი გაუყვითლა ნიკოტინმა.
ნაფაზს შეგინება შევაბოლე,
რადგან უსაშველოდ მინდოდი და
მოვრჩეთ.. გავლილია გასავლელი,
ისევ ჩაიარა დროის ცეცხლმა...
ჩემთან ერთად ფრენას გასწავლიდი,
მაგრამ ბანალური სიცოცხლე მაქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები