 | ავტორი: ო.გ. ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2014 |
ღ-ამეა,თუ დღეა,დილაა,თუ მწუხრი, მ-ადლი შენეული მოდის სამყაროზე, ე-ქვს მილიარდ მოკვდავს განუქარვებ წუხილს, რ-ათა გაქებდეს და ამით თან ხარობდეს. თ-რთის ყოველი გული ფერხთა შენთა წინ და ი-ლტვის ჰპოვოს რწმენა ტოლი ცერცვის მარცვლის, ს-ანამ შესწევს ძალა კიდევ სინდისს წმინდა, ი-მედოვნებს დაცლის სიყვარულის სასმისს. ყ-ანა მომწიფდა და ელოდება მომკელს, ვ-აი მას,ვინც ფშუტე ვერ დახარა თავი, ა-ჰა,მოვა ჟამი,რომ სხეული მოკვდეს, რ-ათა სული გახდეს შენი თანამგზავრი. უ-პასუხო გრძნობას დაედება მსჯავრი, ლ-მობიერი არის სიყვარული მაგრამ... ი-ნუგეშებს ის,ვინც ჰზიდა მისი ჯვარი, ა-ამაღლებს კრავი პიროვნებას ამგვარს. ამინ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ამით თან ხარობდეს - თთ - მისახედია ამით თან ხარობდეს - თთ - მისახედია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|