ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2014


ვუცდი

უკვე ძლიერ დავიღალე ჩემით,
ნეგატივი შემერია ფიქრში,
ჩემი გული შენობას იჩემებს,
გიცდის, მაგრამ წლები ისევ მიჰქრის.
ახლა ღამის საათია რაღაც,
მე კი, მწრუპავ ყავას დიდი ფინჯნით,
ოცნებები, გაბნეული სადღაც...
შენი სახის გახსენებაც მიჭირს.
მაგრამ, მახსოვს შენი სუნთქვის სიო,
ვერ ვივიწყებ ხმას და თმების სურნელს,
მახსოვს, როგორ მთხოვდი -ერთხელ თქვიო,
თვალებით და...
ბოლოს ზურგი შემაქციე სულელს.
ახლა, ღამეს გადაება ღამე,
დღესაც, -ღამის შეერია მწუხრი,
აღარ ვუცდი სასიკეთოს რამეს,
მაგრამ გულში მაინც ისევ ვუცდი... –
იმ შენს ხმას და...
შენი თმების სურნელს...
29.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები