ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეგა ოდიშელი
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2014


თოვლის ჯარისკაცი

მე თოვლის  ჯარისკაცი ვარ
და ხელში მიჭირავს წყლის პისტოლეტი,
ვემზადები სველი ომისთვის,
სადაც ყველა მსხვერპლი ზღვაში ბრუნდება
და ეს ომი თუ ვერ მოვიგე,
ვერ მოვალ შენთან ,
ვერ მოგიყვები ისტორიებს გენერლებზე,
რომლებიც გადნენ..

თუ დავმშვიდდები,
ჩემი ნერვები აუცილებლად მოდუნდებიან
სიკვდილის წინ
და ამდენწელშემონახულ ამბოხს
ვერ ვეტყვი ისტორიას..
არ გავფრინდები თვითმფრინავით,
რადგან კვლავ მაქვს იმედი,
რომ სულს ფრთებიაქვს..
სხეული კი ისე შეგიძლია მართო, როგორც ავტობუსი.

ეს ომია .
გამოსავალი ნემსის ყუნწში გაძრომა თუა,
მე სხვას მოვძებნი..
ჩავწვები ყელამდე ბალახში,
ვიგრძნობ გონებრივ პროგრესს..
ვნახავ, თუ როგორ დავბრუნდები თებეს ხანიდან..
მინდვრის ყვავილებს ვაჩუქებ ბავშვს,
დავურგავ სულში ესთეტიკას,
რომ აღმოცენდეს სიმშვიდის ხე.

მე თოვლის  ჯარისკაცი ვარ,
ვიცი რა არის სიმშვიდე
და ამიტომაც,
ვერ წამოგიღებ კანადიდან ნეკერჩხლის ფოთლებს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები