ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატიანა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2014


მე და ჩემი ფსიქოფატი

ინტელექტის ნამცეცს ვეძებ,
უგნურთაგან ვითხოვ პატივს,
ჩვენს საკუთარ სამყაროს ვქმნით
მე და ჩემი ფსიქოფატი...
ერთმანეთთან ერთურთს ვსწავლობთ,
ვცხოვრობთ ტყეში ხევის პირას,
ნამთვრალევს და ნაბახუსევს
ჩვენს გულებში პოეტს სძინავს...
საზიარო გვყავს მნათობი,
ვნათესავობთ მთვარის მხრიდან,
მის გარეშე ვერცერთ ფეთქვას
და ვერცერთ წამს ვეღარ ვიტან.
ლექსებში გვაქვს დადებული
თავშესაფრად დიდი ბინა,
კვლავ პოეტი გაიღვიძებს,
რახანია მიიძინა.
ინტელექტის ნამცეცს ვეძებთ,
უგნურთაგან ვითხოვთ პატივს,
ჩვენს საკუთარ სამყაროს ვქმნით
მე და ჩემი ფსიქოფატი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები