ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2008


მუხა დაკრძალეს

ის დრო წაიღებს დათოვლილ ლექსებს,
სურნელი ტანჯვის აღარ ნელდება,
მთვარე დასცქერის ამოყრილ ფესვებს,
მუხა დაკრძალეს ჩამობნელდება.

ეს მუხა მახსოვს უფრო ძლიერი,
სწორედ ამ მუხამ მასწავლა წერა,
დღეს დაუკარგავს მისი იერი
და ის სიბერეს გადაემტერა.

მუხავ,შენ მაინც ნუ მიმატოვებ,
განდევნე ისევ ფიქრების ჯარი,
შენ საწერ კალამს ისევ მათხოვებ,
ხომ ჩემი ძმა ხარ და მეგობარი?

არა პოეტო უკვე დავბერდი,
გამოელია კალამს მელანი,
უკვე წვიმაში მინდა ნაბადი
დღეს სიკვდილის ვარ ალბათ მძევალი.

დიდი ხანია დავყურებ არეს,
და ამ მიდამოს სიკეთით ვღლიდი,
საუკუნეა ვუძლებდი ქარებს,
გასულ გაზაფხულს ფოთლებსაც ვშლიდი.

ჩემი ფესვები ბევრის მთქმელია,
მოვიდა დრო და გარდავიცვალე,
სიკვდილი უფრო ახლობელია,
მეც ბევრი მოძმის სიკვდილი  ვთვალე.

იყო დრო როცა ჩემს გაშლილ ჩრდილში,
ჩამოჯდებოდა დაღლილი მგზავრი,
გზად მიმავალი ჭირში თუ ლხინში
მუდამ ვიყავი მე თანამგზავრი.

ეჰ,მოხუცი ვარ დაბერდა გული,
და როგორც უნდა მატოკებს ქარი,
აკაკუნდება ტოტებზე ცული,
დღეს შეშა მქვია ხვალ კი ნაცარი.

ის დრო წაიღებს დათოვლილ ლექსებს,
სურნელი ტანჯვის აღარ ნელდება,
მთვარე დასცქერის ამოყრილ ფესვებს,
მუხა დაკრძალეს ჩამობნელდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები