ჩემს წინ დგახარ ტუჩი კი გაქვს ოდნავ სველი, მინდა ხელი მოგკიდო და დავეწაფო მაგ სისველეს… მოპარული ოქროსავით მიმზიდველი, ხარ და იცი გუშინაც შენ დამესიზმრე.
აღიმართა ჩვენ რო შორის ბარიკადი; მსურხარ, მაგრამ ახლოსაც ვერ გეკარები მითხრეს თავი დაანებე, სხვა გზით წადი, ჩაურაზეს ჩემს სურვილებს ეგ კარები.
ძნელი არის უშენობით გაძლება და იცი ზოგჯერ გითვალთვალებ ჩუმ- ჩუმათაც ბოლოს შევძლებ ბარიკადის დაძლევას და მთლად შეგიგრძნობ მოხარშულსაც და უმათაც.
ეხლა სხვასთან გიყურებ და მტანჯავს ღმერთი, (უნებლიედ გაგიკეთე დღეს „პიარი“) არ იფიქრო რომ შენახარ ერთადერთი ყველა მიყვარს შენნაირი ვინც კი არი. ... ეს ვიფიქრე რომ ამტკივდა მუცელი და ვერაფერი მოვუხერხე ხელის კანკალს, წინ რომ მედო მე დიეტის ფურცელი და ვუყურებდი ნატახტარის ლუდის ბაკალს.