წეროები მიფრინავენ
ღამეა... ეს მიწა ცივია სასაკი... მოვცილდეთ,არ გვინდა ოქტომბრის სიცივე. სიკვდილმა არ იცის არც დრო და ასაკი, არც სითბო არ იცის,ცივია სიკვდილიც.
ღამეა... და თითქოს ზეცაა მოლბერტი, მხატვარი ვარსკვლავთა უფალი იქნება. ასეთი ბედი გვაქვს,სასაკი,პოეტებს, ის უნდა დავწეროთ,რაც ღმერთმა ინება.
და სწორედ ამიტომ,მე შენ გწერ,სასაკი, სიკვდილის სუნია იმდენად ნაცნობი... როგორც ვთქვი,არ იცის სიკვდილმა ასაკი, და მაინც,ჩვენ ვცდილობთ ლექსებში გავცოცხლდეთ
ცივია ეს ღამე შენსავით,სასაკი, მიდიან,გვტოვებენ გუნდები წეროთა. სიკვდილმა არ იცის არც დრო და ასაკი, და არ ცნობს ოცნებებს,ჩვენ რისიც გვჯეროდა...
სადაკო სასაკის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ცივია ეს ღამე შენსავით,სასაკი, მიდიან,გვტოვებენ გუნდები წეროთა. სიკვდილმა არ იცის არც დრო და ასაკი, და არ ცნობს ოცნებებს,ჩვენ რისიც გვჯეროდ
ცივია ეს ღამე შენსავით,სასაკი, მიდიან,გვტოვებენ გუნდები წეროთა. სიკვდილმა არ იცის არც დრო და ასაკი, და არ ცნობს ოცნებებს,ჩვენ რისიც გვჯეროდ
3. ნიჭიერი ავტორი! +5 ნიჭიერი ავტორი! +5
2. უფროდაუფრო მომწონხარ :) უფროდაუფრო მომწონხარ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|