ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადამიანის სხეული
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2014


რეკვიემი ქვეცნობიერ განცდებს

"აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა." © გალაკტიონი

როცა ჩემს ქუჩაზე ისევ გათენდება,
როცა აღელდება შავი ზღვა პირქუში
როცა ჟამთა სვლისგან თმაც გამითეთრდება
და აღარ დარჩება სიყვარულს ნიმუში,

მინდა მაშინ მკითხო, კიდევ თუ მახსოვხარ,
ხომ არ დამავიწყდა ეს მწველი სხივები
ლურჯი კაბის უკან ნელ-ნელა დადიხარ
იმფერად ვერასდროს ვეღარ გაღვივდები.

მინდოდა ერთხელაც, ერთხელაც მენახე,
გული დამწყდომოდა სიხარულნარევად.
რომ ვერ შეგიცანი და სიზმრად გეახლე
ფიქრის და ოცნების ნაირფერ ტალღებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები