ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2008


შორია ცამდე

და როცა სუნთქვაც ილუზიაა,
ხელშეუხებელ ოცნებას დავსდევ,
იქ, ზემოთ თეთრი ანგელოზია,
როგორც არასდროს - შორია ცამდე .

ეს გზა წააგავს მიუვალ მირაჟს,
ვუახლოვდები - ვშორდები უფრო,
სულში ჩაუმქრალ ქარცეცხლებს სძინავთ,
და სადღაც, აქვე, სიმშვიდე უფლობს.

მომივლის ზოგჯერ არყოფნის ბნედა
და მოგონილ ფრთებს ბეჭებზე  ვირგებ,
როცა შენს თვალებს ძირს დახრილს ვხედავ,
მდუმარების ქვას გულ-მკერდზე ვიბნევ.

დალახვრულ წადილს, ასხლეტილ მზერებს,
ტოტზე გაფენილ ფოთოლთა ბოდვას,
ვეღარ შევიგრძნობ... ვეღარც ვიჯერებ
წაშლილ ნაკვალევს, გშორდები როცა.

ჩემი დღეების ნაფეხურებსაც
თითებზე ვითვლი, კითხვით - როდემდე?!
დროდადრო ღმუის ლოდინი ლექსად,
როგორც არასდროს - შორია ცამდე .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები