 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 ნოემბერი, 2014 |
*** ნათელში ბნელი მოჩანს, ბნელში ნათელი. *** ფიქრთა იშვიათბა სიზარმაცეს იწვევს. *** ბედნიერება ანტიდეპრესანტია. *** აღმართზე გაქცეულს ქვა დაღმართიდან წამოეწია. *** გზააბნეული მელა კუდის საძებნელად მიბრეუნებულაო. *** არწივი ლეშს მაღლიდან დაცქერის. *** თავისუფლება მათრახში გაიცვალა!
*** სულზე ზრუნვისას გული არ დაივიწყო - სიყვარულს ვერ შეძლებ! *** ჩამოდი მაღლიდან, იქ მხოლოდ მზე კაშკაშებს!
*** ასავლელიცა და გამოსავლელიც ერთი საზღვარია! *** სულში გამოწვეულ ქუხილს მზიანი დარი სჭირდება! *** ყველაფერში მელანქოლიკობა ვერ გამოგარჩევს სხვებისგან. ვერც თავს იგრძნობ უკეთ. პირიქით, თავს აიძულებ რომ მუდამ ღაწვზე ჩამოღვენთილ ცრემლებში კვალი ეძებოს, უპირობოდ, მაგრამ ამაოდ! *** აღმართულ ალამზე ევროპასა და დასავლეთს შეშფოთება-აღშფოთება გამოუთქვამთ. გვირჩიეს - დასწიეთ, ჩანხართო! *** ტიალ მინდორში მოსაპარი არაფერიაო?! მაშ ეგ გვირილები მე ვის მოვპარე გვირილოსანო?! *** - სიცოცხლე მინდა! - წყალი მოგაწოდოთ? - სიკვდილი მინდა! - ხელი გამოგიწოდოთ? - თქვენთან მინდა! - იმედს მე დავიტოვებ, კარგით? - სიცოცხლე, სიკვდილი, იმედი! - ეს ხომ სამებაა? - დიახ, ეს სამებაა! *** არასწორად მოქნეული ჩაქუჩი კედელს მოხვდება - ორი საქმის გაფუჭება ერთი ჩაქუჩის მოქნევით შეიძლება!
*** დედამიწა ერთი დიდი აბია... *** სხეულს სხეულივე ჰკურნავს თუ ძლიერია სული! *** კარმა შენ აურიე რაგორც ბანქო და თავადვე დააწყე! ახა შენი სვლის ჯერია! *** ბედთან დღეს ყველა მოთამაშე ხდება!... *** იღბალი მადუღარა ჩაიდანივითაა, ორივე მხოლოდ ას გრადუსზე დუღს! *** კამათში ჭეშმარიტება იბადებაო. მაშინ მე ვიკითხავ - უფალი კამათის შედეგია?
*** მართლა ასეა: "რაც მეტ სიყვარულს გასცემ მით მეტ ადამიანს დაკარგავ?" - არა, მით მეტი გკარგავს!
*** და მე შევქმნი არარაობას სახელად მე!
*** ნაწილი ადამიანებისა რთული წინადადებაა, რომელიც რამდენიმე მარტივი წინადადებისგან შედგება, ნაწილი კი მარტივი წინადადება, რომელიც რთული წინადადების დაყოფის შედეგია!
*** ჩივილი მფარველი ანგელოზისა - სივრცე მეკეცება ფრთების ნაცვლად, ფრენას ვერ ვახერხებ ადამიანო!
*** მე მყოფნის შენზე რომ საუბრობ, როცა ამას ახერხებ, ვხვდები რომ ჩემი არ გეშინია, არამედ გიყვარვარ. - დღეს მითხრა უფალმა.
*** ორ მოკრიახე ქათამს შორის მამალი ვერ ყივის! *** დასასრული საწყისის სალდოა! *** ცხოვრების ნაშთი, აღწერაა განვლილის! *** სარკე მხოლოდ ჩასახედი როდია, ის გადმოსახედიცაა - აივანია! *** ანფასში მთვლემარეს, წარსულმა ზურგიდან ყური აუწია! *** ცხოვრება კანონებს არ ცნობს, მას დრო იმორჩილებს. კანონსაც დრო აწესებს! *** ღრმა დეპრესიის კვალი ჩამქრალი სანთლის ალია! *** ცა დედაა მიწისა. მასაც ორი ძუძუ აქვს - დღისით ერთით კვებავს თავის პირმშოს, ღამით - მეორეთი!
თქვენი ავლიპა არაფრიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესოებია საინტერესოებია
2. აღმართულ ალამზე ევროპასა და დასავლეთს შეშფოთება-აღშფოთება გამოუთქვამთ. გვირჩიეს - დასწიეთ, ჩანხართო!
მომეწონა! აღმართულ ალამზე ევროპასა და დასავლეთს შეშფოთება-აღშფოთება გამოუთქვამთ. გვირჩიეს - დასწიეთ, ჩანხართო!
მომეწონა!
1. ბევრი მომეწონა ბევრი მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|