 | ავტორი: დიდი ძმა ჟანრი: პროზა 10 ნოემბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ყველაფერი იწყება იმით, რომ რიგის მარეგულირებელი ახალგაზრდა გოგონა ამბობს: -უკაცრავად, თქვენ უკვე აღგენიშნებათ მარკირების სითხე... -აბა, სითხე?! - გაკვირვებული ბიჭი ხელებს ატრიალებს და მელანქოლიკის თხელ თითებს ითვალიერებს. -აი! - გამხდარი გოგონა, რომელსაც მწვანე სპეცჟილეტი აცვია, ულტრაისფერშუქიან ფანარს ანათებს და მართლაც, ბიჭს თითქმის ყველა თითის წვერზე და ფრჩხილზე თეთრი ნადები ემჩნევა. -ეს მარკირების სითხე არაა! - ყმაწვილი უცნაურად ბრაზდება და ხელები უკან მიაქვს. -აბა რაღაა?! - დიალოგი მონოტონური საქმიანობისაგან მოდუნებული კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის ყურადღებასაც იქცევს, რამდენიმე მათგანი უახლოვდება და მის თითებს ინტერესით აკვირდება. თავმჯდომარე პირადად ამოწმებს საეჭვო ნივთიერებას, ცერა თითით მის მოცილებასაც ცდილობს, მაგრამ ამაოდ და ახლა ის ეუბნება: -თქვენ მარკირება გაკეთებული გაქვთ. - კატეგორიულია. -არ მაქვს-მეთქი გაკეთებული, რეებს მაბრალებთ?! - ცოტაც და ბიჭი ცენზურას დაარღვევს. -რას გაბრალებთ, ბატონო, აგერ ჩანს, რომ თქვენს თითებზე თეთრი სითხეა შერჩენილი! - ცხარდება თავმჯდომარეც, რომელიც ზედმეტად დიდხანს იჯდა უმოქმედოდ და დაასკვნა რომ საზიზღარი სამუშაო და ამ საზიზღრობის ვერმაკომპენსირებელი ხელფასი აქვს. -ეეე, ეს მარკირების სითხე არ არის მეთქი, ვახ! - ბიჭის შეუპოვრობა იმდენად მძლავრია, რომ მის სიტყვებს დამაჯერებლობა ემატება. -მაშინ აგვიხსენით რაა, ბატონო! - საქმეში კომისიის სხვა წევრიც ჩაერთო. -რა მნიშვნელობა აქვს! -როგორ არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ ხმას ვერავის მისცემთ! -ეეე, რატომ ვერ უნდა მივცე, ვიღაცა ხარ, ტყუილა ხო არ გამოვიარე ამხელა გზა?! -ეგ არ ვიცი, მაგრამ მარკირება უკვე გაკეთებული გაქვთ, ამიტომ ვერ შემოგიშვებთ, გვერდზე გაიწიეთ, რიგს ნუ აყოვნებთ! -ე ბიჭო, ქართული არ გესმით? ჩინურად გეტყვით მაშინ, იქნებ ეგ მაინც გაიგოთ: ხოიოა ნიო მიაო ნოოოოო... აჰა, ახლა მაინც არ მომეშვებით?! -ბატონო, მასხარაობისთვის სხვა ადგილი იპოვეთ! ან თქვით რა გაცხიათ თითებზე ან მიბრძანდით აქედან! მუშაობაში ხელს ნუ გვიშლით! - თავმჯდომარის კატეგორიულობა ზენიტს აღწევს. -ვაიი, თქვენი მუშაობა არ გაიშვას არსად... - ჩაეცინა ბიჭს უკან მდგარ, საკუთარი რიგის მომლოდინე კაცს, რომელიც აქამდე მოვლენებს ჩუმად ადევნებდა თვალს. -რა ბრძანეთ?! -კაი, ჰო, არ ვიჩხუბოთ... - დროულად აშველებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. -მიბრძანდით-მეთქი აქედან, მერამდენედ გეუბნებით! - თავმჯდომარე კვლავ ბიჭს მიუბრუნდა და წარბი ავისმომასწავლებლად მაღლა გაექცა. -თქვეჩემისა, ამომრჩევლებს მოსვლას უნდა ეხვეწებოდეთ და თქვენ მოსულებს აგდებთ?! -ჯერ ერთი კორექტულობისკენ მოგიწოდებთ!!! და მეორეც ჩვენ არავის ვაგდებთ! მაგრამ თქვენ უბანზე ვერ დაგიშვებთ! -რატომ ვერ დამიშვებთ? - ისე გულწრფელად დაინტერესდა, თითქოს ეს კითხვა პირველად წამოიჭრა. -იმიტომ რომ მარკირება უკვე გაკეთებული გაქვთ!!! - თავმჯდომარის მოთმინებამ უკიდურეს ზღვარზე შედგა ფეხი. -არაა-მეთქი ეს მარკირების სითხე! -ვაიმეეეეე... - ეს სიტყვა რამდენიმე ხმაში გაისმა. -მაშინ გვიპასუხეთ, რა სითხეა, თორემ ახლავე დაცვას გამოვუძახებთ! -ჩვენ დაცვაც გვყავს? - ჩუმად გაიკვირვა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა. მეორე წევრმა მხარზე უჩქმიტა. -კაი, ჰო. რა სითხეა და... - ბიჭი აშკარად აირია, დაიბნა თუ დაიმორცხვა ან ამ სამის სინთეზი გამოხატა. -გისმენთ, ბატონო, ამდენი დრო არ გვაქვს!!! - კვლავ იფეთქა თავმჯდომარემ - რა გაცხიათ-მეთქი თითებზე! ბიჭმა ისე ჩაისუნთქ-ამოისუნთქა, თითქოს გრადუსიანი არყის გადაკვრისთვის ემზადებაო და მერე უცებ ამოთქვა: -სპერმა. თავმჯდომარეს ფერი ქამელეონივით ეცვალა, წარბები კიდევ უფრო აეწკიპა, კომისიის რამდენიმე ახალგაზრდა წევრმა პირზეხელაფარებით ჩაიფხუკუნა, რიგში მდგარი ამომრჩევლებიდან რამდენიმე (განსაკუთრებით, ჭაღარაშერეული კაცები) ხმამაღლა აროხროხდნენ. თავმჯდომარე რამდენიმე წამში გამოერკვა და სიტუაციურ სადავეებს კვლავ აღშფოთებით წაეპოტინა: -ახლავე დატოვეთ აქაურობა!!! მასხარაობისთვის არ გვცხელა-მეთქი, გარკვევით ვთქვი! -მოიცა, რატო უნდა დავტოვო, ჯერ ხმა არ მიმიცია, ახლა მაინც შემიშვით, ხო გითხარით რაც მაცხია თითებზე?! -ზრდილობას მოუხმეთ თუ შეიძლებოდეს!!! -არსად გამქცევია და როგორ მოვუხმო? რაცაა იმას გეუბნებით. -როგორ აღმოჩნდა... „ეგ“ თქვენს თითებზე? - იკითხა ეშმაკურად მოღიმარმა კომისიის წევრმა. გოგო იყო. ბიჭს წარბიც არ შეუხრია ისე მიუგო: -როგორ და, აქტიური მასტურბატორი ვარ. -ახლავე დატოვეთ აქაურობა!!! - თავმჯდომარის ხმას წიკვინის ელემენტები შეერია. -გიჩივლებთ მასტურბატორების დისკრიმინაციისთვის. - მშვიდად უპასუხა ბიჭმა. -და როგორ მივხვდეთ ახლა, ეგ მარკირების ლაქაა თუ სპერმის?! - გაღიზიანდა ერთ-ერთი დამკვირვებელი. -აი, თითი, აი, ლაქა. უსუნეთ. - ბიჭმა ხელები წინ გამოწია. -სულ დაკარგეთ ნამუსი?! - სულ დაკარგა მოთმინება თავმჯდომარემ. და უცებ მოისმა: -შემოვუშვათ, არ უნდა იტყუებოდეს. ყველამ ამ სიტყვების ავტორს შეხედა. მაღალი ბიჭი იყო, თმაზე გრძელი წვერი ჰქონდა, კისერზე დამკვირვებლის „ბეჯი“ ეკიდა. -არ უნდა ვიტყუებოდე? - თავად მასტურბატორი ჩაეკითხა - და საიდან იცი? -მოწი ხელი. უსუნა. -ეგაა. დაბნეულმა მასტურბატორმა აბნეული მზერა ბიჭიდან თავმჯომარეზე გადაიტანა, ისიც არანაკლებ და ბრინჯივით აბნეულ-დაბნეული ჩანდა. -მოდი... - ამოღერღა ბოლოს და წინაღობად ქცეული კომისიის წევრებიც განზე გადგნენ. ბიჭი საარჩევნო ყუთისკენ დაიძრა, სპერმაშემხმარი თითებით ბიულეტენს დასწვდა და კაბინის მიღმა გაუჩინარდა. ის იყო კომისიის წევრს ახალი ამომრჩეველი უნდა შემოეშვა, რომ მოულოდნელად, ყველას გარკვევით მოესმა ბიჭის დინამიკური ხვნეშა. იხვნეშა, იხვნეშა და ბოლოს შვებით ამოიხვნეშა. მერე კაბინიდან გამოვიდა, ბიულეტენი მზესუმზირის ჩასადებივით, ცილინდრისებურად ჰქონდა დახვეული და ისე მოჰქონდა, თითქოს შიგნით რაღაც ესხა. საარჩევნო ყუთს მიუახლოვდა, კონვერტი დაითრია, ბიულეტენი ფრთხილად ჩააპირქვავა (რამდენიმე დამკვირვებელმა და იქვე მყოფმა თავმჯდომარის მდივანმა გარკვევით მოჰკრა თვალი, როგორ ჩაიღვარა კონვერტში რძისფერი სითხე), ბიულეტენიც ჩატენა, თავი მოუკრა, გარშემო საზეიმო მზერით, დემონსტრაციულად მიმოიხედა და მაღალკმაყოფილი სახით ყუთში ჩაუძახა. -ესეც ასე. - ჩაიღიმა და დაძაბულ სიჩუმეში გახვეული უბანი N46 აუჩქარებლად დატოვა. ცოტა ხანში უბანი კვლავ გამოცოცხლდა და აფუსფუსდა, მაგრამ ამ გამოცოცხლებასა და აფუსფუსებას კარებთან მდგარმა იმ გრძელწვერა ბიჭმა, მასტურბატორის შემოშვება რომ ითავა, შემდეგი სიტყვებით გაუჭრა წითელი ლენტი: -ყველაზე თესლი არჩევნებია, რასაც შევსწრებივარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რა კარგია რომ ექვსის ნახევარზე არ გძინავს, მუხა :დ რა კარგია რომ ექვსის ნახევარზე არ გძინავს, მუხა :დ
12. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ნაწარმოები იუმორისტული მეგონა, თან საგაზეთო სტატია გამახსენა , სადაც ეწერა რომ: რომელიღაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მამაკაცი შორტით მოსული არ დაუშვეს , მანამ არ წავიდა სახლში და არ ჩაიცვა შარვალი. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ნაწარმოები იუმორისტული მეგონა, თან საგაზეთო სტატია გამახსენა , სადაც ეწერა რომ: რომელიღაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მამაკაცი შორტით მოსული არ დაუშვეს , მანამ არ წავიდა სახლში და არ ჩაიცვა შარვალი.
11. კაი ტიპი ხარ ვიღაცა ხარ.
ბიულეტინების დათვლის დროს იქნებოდა პირველი მთვლელი ცოდო :)))))))))))))) კაი ტიპი ხარ ვიღაცა ხარ.
ბიულეტინების დათვლის დროს იქნებოდა პირველი მთვლელი ცოდო :))))))))))))))
10. ნული ყველაფერი უფროა, დააკვირდი რა ყოვლისმომცველი წრეა :დ
ნული ყველაფერი უფროა, დააკვირდი რა ყოვლისმომცველი წრეა :დ
8. წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მართლა ვიცოდი
ჰოდა. არაფერი. რა თქმა უნდა, არაფერი (ნაწარმოებთან დაკავშირებით) წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მართლა ვიცოდი
ჰოდა. არაფერი. რა თქმა უნდა, არაფერი (ნაწარმოებთან დაკავშირებით)
7. მისის სმის, შენი გაცურების იმედი არც მქონდა :დდდდდ მისის სმის, შენი გაცურების იმედი არც მქონდა :დდდდდ
6. წაკითხვამდე მინდა ვთქვა, რომ უკვე ვიცი =)) წაკითხვამდე მინდა ვთქვა, რომ უკვე ვიცი =))
5. გმადლობ, ჭა და ისე აქ ნაწარმოები რო არ ჩაიკარგოს და წაიკითხოს ხალხმა, რა უნდა ვქნა ნეტა? :დ :დ გმადლობ, ჭა და ისე აქ ნაწარმოები რო არ ჩაიკარგოს და წაიკითხოს ხალხმა, რა უნდა ვქნა ნეტა? :დ :დ
4. კარბად წერთ აშკარად...:) 5 კარბად წერთ აშკარად...:) 5
3. თუ დააკომენტარებთ, ნაწარმოებთან დაკავშირებული კომენტარები დაწერეთ რა, ანუ შეფასებები :დ სიბრძნეების ფრქვევისთვის პირადი გვერდები არსებობს :დდდდ თუ დააკომენტარებთ, ნაწარმოებთან დაკავშირებული კომენტარები დაწერეთ რა, ანუ შეფასებები :დ სიბრძნეების ფრქვევისთვის პირადი გვერდები არსებობს :დდდდ
2. რა შუაშია :დ დიდი ძმა :დდდ რა შუაშია :დ დიდი ძმა :დდდ
1. "ადამიანები ყოველთვის იყტუებიან, ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევენების წინ" ოტტო ბისმარკი "ადამიანები ყოველთვის იყტუებიან, ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევენების წინ" ოტტო ბისმარკი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|