 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2014 |
/დედა ვატირე ყველა ოცნების, სადაც შენ არ ხარ.../
თვალს ახამხამებს დღე და ღამე, მეც ვეღარ ვასწრებ შენთან მორბენას, ნოემბერიც წვიმას ეახლა. წლები გავიდა ბავშვობიდან, რაც დავაფასე მე დონ კიხოტი, რადგან ჩემი დულსინეა ხარ!..
ვარაუდობენ, ამ ცის ტოლი ფანტაზია მაქ, შეუცნობელი აღარ დამრჩა არც ერთი პულსი. და დიდხანს გკოცნე ტუჩებიან-თვალებიანად, და ჩემს ბეჭებზე თავი გედო წლებია, დულსი.
ფანჯრიდან ვუშვებ ოცნებების მტრედებს ნაცრისფერს, ეშმაკმა ლახვროს, იფრენენ თუ იტეხენ კისერს. სანჩო მთვარეა (სერვანტესს და დედას გაფიცებ) ჩემკენ იარე, მე ცის ზღვისფერ სიხარულს ვისმენ.
და ფანტაზია - ჩემი ნერვის მიწით ნაშენი სავსეა შენი სურათებით, ხმით და ღიმილით. ბევრგან ვიარე, ვერ ვიპოვე ვერსად საშველი, სჯობს,ისევ სიკვდილს მივეკერო გულზე ღილივით.
არ მენანება გმირობა და კომპლიმენტები, თუმც წლებმა უფრო გამიდიდა ფანტაზია და დონ კიხოტივით დულსი, ნახე - გამოვპოეტდი.. მე და შენ ერთად? - ეს ცალმხრივი ისტორიაა!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი ხარ! მომეწონა! 5 კარგი ხარ! მომეწონა! 5
1. კარგია ზოგჯერ ასე გამოპოეტება. :)
და საერთოდ, რომ არა ქარის წისქვილები... რომ არა დონკიხოტობა, ეს სამყარო არაფრად ეღირებოდა. :) კარგია ზოგჯერ ასე გამოპოეტება. :)
და საერთოდ, რომ არა ქარის წისქვილები... რომ არა დონკიხოტობა, ეს სამყარო არაფრად ეღირებოდა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|