ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამოკი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2014


დაუპატიჟებელი #2 ანუ, მოთმინების საზღვარს იქეთ...


მძიმე შემთხვევაა, ძალზე მძიმე...
ფიქრობ - ფიქრში გიძვრება და გახრჩობს;
თითქოს მოსაკლავად მოგსდევს ვინმე -
რეინჯერი, ან ბანდიტი - მაჩო"

ჩრდილად დაგსდევს - აგეკიდა რახან,
ფიქრობ - ადგები და სახლ-კარს მისცემ,
შენს სასთუმალს, ბალიშს, თავსაც ნაფხან,
ოღონდ დასთმოს შენი ფიქრის სივრცე;

გაგეცალოს, დაგანებოს ყოფა,
რომ თავს, ფიქრით მიუტანო სარჩო.
მაგრამ არა! - მაშტერდება ორფა
მზერით და უყულფო თოკით მახრჩობს.

არ იფიქროთ, რომ უნებურ მისდა! -
ასეთია შეგნებითაც და ზნით;
მგონია რომ აქ წუთის წინ იჯდა:
თუმცა არა - ის ისევე აქ ზის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები