ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქუთათური
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2008


ზამთარი, ზამთარი, ისევ ლანდები

ესეც იდო ლიტ-ზე.


მამა

ბუხრის პირას ვსვამდით,
ქარი ღრუბლებს ხევდა,
დოქის ყელში ჩაძვრა
ძველი ბუხრის სევდა..
საკეცეს და ნაჭას
ძველი სუნი ქონდა
და ყელიდან ბურთი
ვეღარც ამომქონდა.
გვერდით მყავდი ისევ,
კვამლი თვალებს გვწვავდა
და ზამთარი, მქისე,
ჩვენთან ერთად სვამდა.
დამესიზმრო იქნებ,
შემახსენო ვალი,
ამოვწმინდოთ ერთად
ჩვენი წყაროსთვალი.

...ბუხრისპირას მაშინ
სხვანაირი ჩანდი,
მომენატრა შენი
მოტეხილი ჭადი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები