ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ძოწენიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ნოემბერი, 2014


მოგონება

''სანამ დედა ჰყავს ადამიანს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება''.

კონსტანტინე გამსახურდია

ჩემი აზრით, დედა სიცოცხლის ელექსირია! სანამ გვერდით მყავდა, ზურგი ძლიერი მქონდა, ლელოს გატანის თავიც მქონდა. თუმცა ჯერ სულ რაღაც 27 წლის ვარ და მთელი ცხოვრება წინ მაქვს, ახლაც სიგიჟემდე მენატრება დედაჩემი, ჩემი მშობელი დედა, რომელმაც მე 9 თვე მუცლით მატარა, ძუძუ მაწოვა, ჩამაცვა, დამახურა, მასწავლა... ყველაფერზე დავყავდი დედაჩემს: საესტრადო სიმღერებზე, ნაციონალურ ცეკვებზე, გიტარაზე, პიანინოზე.
ბევრი რამ ვისწავლე მე დედისგან, ვისწავლე სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება.
დღესაც ყურთ ჩამესმის მისი თბილი სიტყვები: ''დედა გენაცვალოს'', ''დედა შემოგევლოს'', მახსოვს როგორ ვიყავი დედის მკერდს მიყრდნობილი პატარა ბავშვივით და როგორ ვეფერებოდი ხოლმე.
11 ნოემბერი დედაჩემის დაბადების დღეა, 56 წლის გახდებოდა!
(2012 წელს გარდაიცვალა კიბოთი)

ძალიან ძნელია მშობელი დედის გარეშე ცხოვრება, მის გარეშე თავს ნაადრევად დაბერებულად ვგრძნობ, რადგან კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ნათქვამი: ''ვიდრე დედა ჰყავს ადამიანს, მუდამ ახალგაზრდად ითვლება''–ო.
ყველაფერზე დავყავდი: ნაციონალურ ცეკვებზე, საესტრადო სიმღერებზე, პიანინოზე, გიტარაზე... ერთადერთი სპორტზე არ მივლია.
ჩემი პირველი ლექსების კრებულის გამოცემა დედაჩემმა დააფინანსა 2010 წელს.
სამწუხაროდ სიმსივნე აღმოაჩნდა და 2012 წლის 24 მაისს–ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში.
ერთი რამ მიკვირს: როცა ადამიანები ტუბერკულოზით ანუ ჭლექით ავადდებოდნენ, პელიცილინი გამოიგონეს და ჭლექი დაამარცხეს და ეს კიბო რა გახდა ასეთი დაუმარცხებელი, თან ტექნიკა ისე შორსაა წასული, 21–ე საუკუნეს გაუსწრეს!
ვისაც დედა ცოცხალი გყავთ დააფასეთ და მოუფრთხილდით, ვისაც აღარა გყავთ ცოცხალი ნათელი დაადგეთ სასუფეველში.


დედაჩემი

ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში,
ჩემი ჯავრით თუ დარდით კვდებოდა,
მე დედა სწორედ დამაკლდა მაშინ,
ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა.
დღეს დედაჩემი ჩემს გულში ცოცხლობს,
ჩემი გული კი უფალს უგალობს,
მინდა ამქვეყნად ისე ვიცოცხლო,
როგორც დედაჩემს სურდა უფალო.

მძიმეა დედის დაკარგვა...

მძიმეა დედის დაკარგვა -
თან ძნელად გადასატანი,
სანამ გვერდით გყავს - ხარ კარგად,
თავი გაქვს ლელოს გატანის.
მაგრამ როდესაც იმ ქვეყნად
დრო დგება მშობლის წასვლისა,
სიმწრის იღვრები ცრემლებად -
სიკვდილს მიიჩნევ ''ნარცისად''.

ღვთისმშობელო მარიამ...

დედაჩემი მენატრება,
გული მტკივა ძალიან,
არ ჩამიქრო კელაპტრები
ღვთისმშობელო მარიამ.
მსურს ვუძლებდე ტანჯვას ამდენს,
მფარავდე და მწყალობდე,
რომ ამქვეყნად სიკვდილამდე
სიყვარულით ვგალობდე.
რომ ვხედავდე ქართველობას
ლაღს და არა დარდიანს,
მისთვის მინდა მარტვილობა,
ეგ ჩემს გულსაც სწადია.
მთელი ქვეყნის ბედზე მლოცველს -
გული მტკივა ძალიან,
ივერია დამილოცე,
ღვთისმშობელო მარიამ.


ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები