ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2014


დაჩოქილთ

კარებთან დამდგარა სიკვდილის აჩრდილი,
სიგარით ხელშია, არ უჩანს ტიარა,
გარედან ლეშია, შიგნიდან-ფიქრები,
მეგზურად, დარდივით, საქმეში  მიახლა.
შეხედე, გვესვრიან, ტყვიები არ ყოფნით,
სეფექალს მაგონებს მდუმარე ვერხვები,
ამ ბედმა, ტიალმა, დამადო იარა,
ახლა კი უჩუმრად წამართვა, ნეკნები.
და ისევ აქა დგას სიკვდილის აჩრდილი,
დაჩოქილ ხატებას შესცქერის ვედრებით,
მის თვალშიც იალა წითელმა დაისმა,
გვამი კი გამოაქვთ უკუღმა, ფეხებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები