 | ავტორი: ბექზა ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2014 |
ჩემ თავს ვეკითხები: რა იქნებოდა-თქო? რა მოხდებოდა-თქო? - ჰო, რომ გეთქვა მაშინ... რა შუაში არის განა, როცა აქ თოვს, მანდ კი წვიმა მოდის, ბედი, რა შუაში?..
ახლა ადვილია, იმის მტკიცება რომ მე შენ არ მიყვარდი, თორემ "ეს და ესო..." რომ ზე ხსენებულ ბედს, აღარ მივეკარო, აღარ გაგიხსენო, აღარ გეალერსო...
ასეც მოვიქეცი - იცი ჩემზე უკეთ! შენზე ოცნებებსაც ყოფა აეკრძალათ. ასეთ სასრულს მგონი, უკვე შევეგუეთ... ნეტავ ბედის მაშინ ასე არ მეწამა...
რა შუაში არის განა, როცა აქ თოვს, მანდ კი წვიმა მოდის, ბედი რა შუაში?.. ჩემ თავს ვეკითხები: რა იქნებოდა-თქო? რა მოხდებოდა-თქო? - ჰო, რომ გეთქვა მაშინ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ზდრასტიმ მოიტანა :) კარგია, ხუმრობას რომ მიხვდი :) ზდრასტიმ მოიტანა :) კარგია, ხუმრობას რომ მიხვდი :)
4. ზდ! სპ! უ2! პკ! მადლობა! :))
ზდ! სპ! უ2! პკ! მადლობა! :))
3. ზდრასტი :)
პოეზია ნაკლებად.
წარმატებები ზდრასტი :)
პოეზია ნაკლებად.
წარმატებები
2. მაგარი!!!! +++ მაგარი!!!! +++
1. როგორ მესმის ამ ლექსის რომ იცოდე. :) როგორ მესმის ამ ლექსის რომ იცოდე. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|