ღვინოს დააბრალეს ღუზააწყვეტილი ხომალდები... სხეული – ოკეანე, თვალები – ვეებერთელა აისბერგი. ან ვინ გაიგებდა, მკერდზე მიბნეული მიმოზები, თითქოს უმიზეზოდ, რატომ გადაიქცნენ ალუზიად... ქარით ნაფერებით აფრა დაიბერეს გემბანებმა, მერე ნება–ნება, დიდხანს ირწეოდნენ სიზმარეთში... და დილით, (როგორც, შტორმში დაკარგულმა მეზღვაურმა აღთქმული კუნძული) იპოვნეს ერთმანეთი.