 | ავტორი: იკა-ბერო ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2008 |
ცა მოიქუფრა, ცამ შეკრა პირი, ღრუბლებში შთანთქა მზის სხივი ყველა, ჩამოუგორდა ღაწვებზე ცრემლი, მტრედისფერ საფარს დაეტყო წყენა, წვიმდა... და გადაჰკრავდა სევდის ელფერი წვეთებს, რომლებიც ცის ცრემლებს ჰგავდა... წამით ინათა, მეხი გავარდა შიშის მომგვრელი და კვლავ დაბნელდა, ზეცის ტირილი აღარსად ჩანდა. ოჰ, როგორ წვიმდა... აწვიმდა ქუჩებს, აწვიმდა სახლებს და ნასახლარებს... აწვიმდა გულებს, მწუხარების და სიხარულის ცრემლებით წვიმდა, სევდის წვეთები აგრილებდნენ ირგვლივ ყველაფერს... ცაზე სიფრთხილით იპარებოდნენ ფერები წმინდა... ცრემლი შეიშრო, ნაღვლიან ზეცას სახე ეცვალა, აღარც ქუხდა, აღარც წუხდა და არც ღელავდა, ცრემლმა უშველა, მდუღარე გულსაც ცრემლები შველის ნაწვიმარ სულში კი გაზაფხული კვლავაც ელავდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. წარმატებებს გისურვებ........... წარმატებებს გისურვებ...........
11. კარგად წერთ კარგად წერთ
7. პესიმისტურია ძალიან... პესიმისტურია ძალიან...
6. აუ, ზაფხულის წვიმა მომენატრააა :-S აუ, ზაფხულის წვიმა მომენატრააა :-S
4. კიიიიიიიი, რა კარგად წვიმს!!! კარგი ლექსია... კიიიიიიიი, რა კარგად წვიმს!!! კარგი ლექსია...
3. არაუშავს ცოტა ხმამაღლაა დაწერილი არაუშავს ცოტა ხმამაღლაა დაწერილი
2. :):) კარგი ლექსია :):) კარგი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|