ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურჯი სამყარო
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2014


ცხოვრების უსამართლობა .. (სრულიად)

რა არეულია ცხოვრება.. საიდან სად გადაგაგდებს.. რომელ უკიდურესობაში.. ვინ იცის...
უბედურებიდან ბედნიერებაში... ბედნიერებიდან უბედურებაში და ასე  შეუჩერებლად ბრუნავს.. ბრუნავს  ცხოვრების ბოლო წამამდე. ამასობაში გრძნობებიც გველევა...  რამდენჯერ უნდა განმეორდეს  ერთი და იგივე?! .. ერთხელ.. ორჯერ.. მესამედ უკვე გრძნობას კარგავ.. სიცარიელე ისადგურებს შენში..  თითქოს იყინები.. ხო იცი??  იყინები და გტკივა..  გტკივა და თან ისე, თითქოს  ყრუ ტკივილს გრძნობ.. მაგრამ ვერ გაგიგია რა გაწუხებს .. რა გაქვს სამკურნალო..  კონკრეტულ პასუხს ეძებ შენში.. მაგრამ  აქ კონკრეტიკა არაა საჭირო.. რადგან ზოგადად უნდა  იფიქრო.. იფიქრო,რომ მთლიანი სხეული გტკივა.. 
- რატომ?
- იმიტომ,რომ  თუ გული გაგეყინა..  გაგიჩერდა... ნუ თუ გააგრძელებს ძარღვებში სისხლი დაუზარელ მოძრაობას?! ნუ თუ არ შეწყვეტს სუნთქვას ადამიანი?! .......


ჩაბნელებულ, უჰაერო, ვიწრო, ცივ  საკანში  სადაც ოთხი ქალია... ერთ-ერთი ქეთაა..  მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა.
ჩალის ფერი თმები და ლურჯი თვალები.. ზღვისფერი.. რაღაც არაბუნებრივად ლამაზი..  თეთრი.. ნათელი სახე,  ლამაზი ნაკვთები..  ტუჩები, ცხვირი, თვალები..  ეს არაფერია მის ღიმილთან შედარებით..  მის სიცილთან შედარებით.  ერთობ ანათებდა სახე, ასხივებდა  ბედნიერებას.. პოზიტივს სიცილის დროს.. თავს  მის ირგვლივ მუდამ არაჩვეულებრივად იგრძნობდა ყველა... ყველა ის ვინც მის სიყვარულს აფასებდა.. მეგობრობას.. სითბოს..  ვინც  კეთილი და კარგი იყო.. მუდამ მის გვერდით იყო.
- სხვა?
- სხვასთან უბრალოდ ვერ ძლებდა.. ვერ ეგუებოდა .
- რისთვის ზის საკანში  ასეთი ლამაზი, კეთილი  და  პატარა გოგო? გაცრეცილ ნაცრიცფერ სპორტულებში გამოწყობილი.
- ეს არც თუ მოკლე ისტორიაა..  რომელშიც გრძნობები და პრინციპები , სიყვარული და ეგოიზმი, ადამიანობა და არაადამიანობა დიდ როლებს  ასრულებენ.

ქეთა ერთი შეხედვით  ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა.. თუმცა რაღა ჩვეულებრივ... როცა  ბებიასთან იზრდებოდა.  ამით  სასტიკად დაეჩაგრა ცხოვრებას..  თავისი  უსაყვარლესი ადამიანები ადგნენ და წავიდნენ.. დიახ წავიდნენ.. თავიანთი ცხოვრების  უფრო ლამაზად მოსაწყობად. მიუხედავად ბებოს უთბესი გულისა..  მას  დიდი სითბო აკლდა..  თუმცა ამას ხელი ვერ შეუშალა  მის განვითარებას. ქეთა დიდი სიყვარულის, სითბოს ნიჭით იყო დაჯილდოვებული,  უსამაერთლობას  ვერ იტანდა..  ყველას და ყველაფერს გმობდა მზგავსს, მაგრამ  მას ასევე ჩაკეტილობა სჩვეოდა.. კომპლქსები  ნიაღვარი.. ცდილობდა განთავისუფლებას მაგრამ  ვერ ახერხებდა.. ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა ისწავლა კომპლექსების  გადალახვა. თვითნებურად ის ქუჩის ცხოვრებაც აითვისა..  ის  ქუჩური საქმის გარჩევა.. სიტყვიერი შელაპარაკება..  მოკლედ ყველაფერი.  როცა საჭიროდ თვლიდა იყენებდა.. მომსწრენი კი გაოგნებულები რჩებოდნენ და  პატივს სცემდნენ.  ვინ - ვინ იყო  მარტივად ხვდებოდა, ხვდებოდა მაგრამ.. ის ხომ  ასეა თუ ისე ადამიანია, გამოუცდელი.. ამიტომ  მრავალ მოსიყვარულე მეგობრებში  მხოლოდ რამოდენიმე აღმოჩნდა  „ნაღდი“... 


- რისთვის  დაგიჭირეს?  - იკითხა საპირისპირო „კოიკაზე“  მჯდომარე  პატიმარამა, რომელსაც  მოკლედ აჭრილი ნახშირივით შავი თმები ჰქონდა.
- ოღონდ არ თქვა უდანაშაულო ვარო!!!..  აქ ყველა უდანაშაულოა..- ჩაუკრა თვალი ქეთას  და ირონიულად გაუცინა  მეორე სართულიდან  მწოლიარა ქერა  ქალმა.
- არა....  მე.... - თითქოს  დანაშაულის გააზრებაც კი უჭირდა .
- კარგი მოეშვით.. ახალია.  გავა დრო და თვითონ მოყვება. ახლა ეტყობა  სტრესშია .-თქვა მესამემ და სიჩუმემ დაისადგურა.
ქეთა თავს არ წევდა.. გაშეშებული იჯდა საწოლზე და მიშტერებოდა ერთ წერტილს.
- მე მკვლელი ვარ! - უცებ სიჩუმე  დაარღვია ქეთამ - და ამას არ ვნანობ!  უკან რომ დამაბრუნონ იგივეს გავიმეორებდი! 
- პირველია? - იკითხა წინ მჯდომმა  მოკლე თმიანმა ქალმა და ხელი მხარზე დაადო.
- პირველია!
- რამდენი მოგცეს?
- გაურკვეველია.. ჯერ ..
- 2-3 კვირაში გაგაგებინებენ...
- მართალია მე მოვკალი კაცი..  ამას არ ვნანობ! მაგრამ  მხოლოდ მე ვარ დამნაშავე? ეს ხომ  თავდაცვის მიზნით გავაკეთე! ღირსი იყო და მიიღო.
- უნდა იბრძოლო რომ შეგიმსუბუქონ სასჯელი..  მომავალი წინ გაქვს.. ჯერ ახალგაზრდა ხარ!
- მართალია და არ ვაპირებ დანებებას! პატარა? რაღა პატარა.. როცა  პირველი კლასიდან ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა? როცა ცხოვრებამ  ცუდი თამაში ითამაშა ჩემთან.. და მოგებული წავიდა მე? მეკი  გამატყავა.. მარტო დამტოვა..  ყველა წამართვა ვინც კი  მიყვარდა..  მომაჩვია და მერე წაიყვანა.. ესაა სამართალი?!  ცხოვრება რომ ადამიანი ყოფილიყო.. დაუსჯელი დარჩებოდა..  მე კი მუამ წაგებული  მიუხედავად იმისა.. გავაკეთე თუ არა ცუდი...  ეს მწარე რეალობაა..  მაგრამ ამჯერად  არ დავნებდები.. მოუწევს  ჩემთან შებრძოლება!  -თქვა და  წამოდგა  ფეხზე..
მომისმინე.. - ჩამოვიდა  ასე 40 წლის  ქალი, მის ზემოთ მწოლიარე.. რომელიც ძალიან ლამაზი იყო ასაკის მიუხედავად,  მაგრამ სახეზე საშინელი შრამი ედო.. რასაც გრძელი თმით იფარავდა, მაგრამ  უიმედოდ. -  ცხოვრება ძნელია, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვა უნდა ისწავლო.. ასაკის მატებასთან ერთად..  პრობლემაც მატულობს.. თუმცა შენი გამოცდილებაც .. შეცდომებს ვუშვებთ იმისთვის რომ  მოვინანიოთ.. რწმენა ვიქონიოთ..  და მომავალში არ გავიმეოროთ... თუმცა  ხდება ისეც, რომ ვიმეორებთ.. რადგან გულწრფელად არ ვნანობთ...  ან სხვა გზას ვერ ვნახულობთ...  არავინაა უცოდველი.. ზოგს ერთი აქვს და გულზე ლოდად აწევს .. ზოგს კი წვრილ - წვრილი და არ თვლის ცოდვად..  არა და ერთად შეკოწიწებული  ლოდზე მძიმეა.  საოცარია ადამიანი..  ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს.. ჩვენი  ცოდვები და სიკეთეები.. რა ჭკუა გესწავლება შენ ჩვენგან?! რჩევით თუ შემოვიფარგლებით..  ესეც შენი არჩევანია  გითვალისწინო თუ არა.
- მადლობა.. ჩემთვის ბევრს ნიშნავს გულახდილი საუბარი...  ვაფასებ!  მე ქეთა ვარ .. თქვენ? - შრამიან  პატიმარს მიმართა.
- მე  ლიკა..  ეს კლარაა..  (შავთმიანზე ანიშნა) ეს კი  თამარა.
- კარგი გოგო ჩანხარ -  მიუგო თამარამ ზემოდან -  ყველაფერს ააქვს კეთილი დასასრული..  ამის იმედად უნდა განაგრძო ცხოვრება!
- მართალია მართალი.. - ჩაერთო  შსავთმიანი კლარა.
- მე თვითონ ვწყვეტ როგორი დასასრული ექნება ჩემს ცხოვრებას და მე ვირჩევ ბედნიერ დასასრულს.. ბედნიერი ცხოვრების შემდეგ.. რადგან სხვაგვარად მე  არ მაწყობს! როგორც იტყვიან... სცენარისტიც მე ვარ და მთავარ როლშიც..  მე არაფრის არ მეშინია!!! არანაირი დაბრკოლების..  იმდენი  ვნახე ამ ცხოვრებაში, რომ  შიშველი ხელებით შევებრძოლები  ნებისმიერ წინაღობას.
- ქეთი..  მართალი ხარ!  ასე უნდა იყო .. აი გისმენ და  შენი სიტყვები..  არ გიცნობ მაგრამ თითქოს დიდი ხანია გიცნობდე.. ალბათ ჩემს ახალგაზრდობას  მაგონებ.. ჩემს შეუპოვრობას.. არ ვიცი ... თანაც შენი სიტყვები  თითქოს მაშინებს.. 
- ლიკა.. მე ჩემი მეორე მესი თუ შემეშინდება მოხოლოდ!!!!  ერთი შეხედვით ნაზი, მშვიდი... არავინ იცის რაში გადავიქცევი.. რა შემიძლია? ყველაფერი : როგორც ავამაღლო ადამიანები, ბედნიერების  პიკამდე და მის იქით..  ასევე უვე ქვესკნელში ჩავიტანო...  ჩემი ხელით გავანადგურო... სისხლის ბოლო წვეთამდე...  ერთი უკიდურეზობიდან მეორეში გადავვარდე..  ვიყო მაცოცხლებელი  და ვიყო ჯალათი ... ეს კი ემოციებზეა დამოკიდებული. მე ასეთად მაქცია ცოვრებამ! 
- ...........................


რამოდენიმე საათიანი დუმილი  უცებ დაირღვა
- საჭმელიი... 
სასადილო დარბაზში გავიდნენ ყველანი.  პატიმრები სათითაოდ მიდიოდნენ იღებდნენ რკინის  ლანგარს და სათითაოდ ადებინებდნენ  საჭმელს და სასურველ თავისუფალ ადგილზე ჯდებოდნენ.
რკინის ჯამში მოხარშული წიწიბურა კატლეტით და ორი ნაჭერი პურით.
- არ ვიცოდი ასეთი საკვები თუ იყო ციხეში... 
- გამოსწორდა.. აქამდე  უმარილოდ მოხარშული  მაკარონი მოქონდათ.
- აჰაა დაეტყო არაა.. ხელისუფლების  ცვლა.. - ჩაიცინა ქეთამ.
- ზუსტადაც. თუმცა აქ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს! ძველები შემორჩნენ და  თუ გაგიგეს  მრტისას.. გაგიყვანენ..  ღმერთმა იცის რას გიზავენ.. თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერს  ვერ გაიგებს. მეოკლედ ხმა არ გავიდეს ზედმეტი თორემ შარში ხარ! - უთხრა კლარამ
- გასაგებია!  დამპლები!..
- ჭამეთ თუ ჭამთ!!! - მკაცრი ტონით მიმართა მეთვალყურემ ერთად მჯდარ ოთხ პატიმარს.
ძველებმა  „ახალი“ შეამჩნიეს და  თვალს არ აშორებდნენ.
- ჩუ!  ხედავ ?! ... ყველა შენ მოგაშტერდა.  ისე იცოდე  გარეთ გასვლისას  მოერიდე  .. ყველა შენნაირი არ გეგონოს.. ბევრად საშიშები არიან.. და ყველაფერზე წამსვლელები თავის გადასარჩენად.
-   მოვლენ და იქით გამერიდონ ჯობია!
- .. შენთვის ვიძახი.
- მადლობა..  მაგრამ არ მეშინია! 
- შენი საქმის შენ უკეთ იცი - თქვა თამარამ  და ჭამა გააგრძელა.

მოვიდა დრო გარეთ გასვლის..
გაემზადნენ.. გაისმა  სიგნალი და კარებიც  გაიღო.. ყველანი  გაემართნენ ეზოში  გასასვლელისკენ.
მზე საშინლად აჭერდა რუსთავის ციხეს, სიარულისგან დატკეპნილ  ხრიოკ მიწას, სადაც ალაგ-ალაგ  ერთი-ორი ღერი ბალახი მოჩანდა.  მზე  მწველი იყო, თუმცა სასიამოვნო..  ყოველ შემთხვევაში ქეთასთვის. მისი სხვები ტანს ევლებოდა, ჩალისფერ თმებს ბზინვარებას სძენდა.. თვალებს უბრწყინავდა.. და ეს ყველაფერი სასიამოვნო მოგონებებს ახსენებდა...  იმ ყველაფერს რაც ბედნიერს ხდიდა ოდეზღაც..  ფილმის კადრებივით მიჰყვებოდა ერთი ფიქრი მეორეს..  ყველა იმ ადამიანის  სახება  ვისთანაც იყო ისეთი როგორიც სინამდვილეში..  ამას ვერ წაშლი.. შეიძლება დამალო ადამიანმა გულის სიღრმეში, შენთვის შეინახო ,  თავი მოიტყუო.. მაგრამ  ვერ წაშლი..  თავს მაინც გაგახსენებს.. 
- ჰეი... გოგონიი... -  ბოხი  ხმით დაუძახა ერთმა..  ეტყობოდა უფილტრო სიგარეტს ეწეოდა.
ქეთამ გახედა..  შეათვალიერა..  ხელებზე ტატუირება.. თავზე კეპი.. 
- რო გეძახი  არ გესმის?
- მესმის .. მერე?
- მერე ის, რომ  ხმა უნდა ამოიღო ამ დროს.. გასაგებიაა??!!
- პრობლემა გაქვს რამე?
- ამას უყურეთრაა.. მე მაქვს პრობლემა? ჰაჰაჰა..  მისმინე.. ახალი ხარ და ჩვენ წესებს უნდა შეეჩვიო. მოეშვი ცხვირის აბზუებას და ერთი ადგილის თამაშს!
- არამგონია რამეს ვაშავებდე. -  მოკლედ მოუჭრა  პასუხი და  ყურადღება გადაიტანა სხვა მხარეს.
- მომავალში გაითვალისწინე ისიც, რომ ასე არ უნდა მელაპარაკებოდე..  მე გაგაფრთხილე ... -გახედა ახლოს მდგომ მეთვალყურეს.. ირონიულად გაიცინა და გააგრძელა გზა.
- ..........................

გაისმა სიგნალი .. საკნებისკენ დაიძრნენ..
- რა უნდოდა  რუსკას?
- ვიის? ა... არაფერი
- არაფერი?  ეგ იცი ვინ არის? ყველა კანკალებს მაგის ხსენებაზე.
- შემახსენა აქაური წესების მიხედვით უნდა იცხოვროო.. 
- მერე?
- რაღა მერე?!  არამგონია წესებს ვარღვევდეთქო..  გონია თავს დავუხრი? არასდროს!
- ქეთა.. არ ღირს მისი გადაკიდება!
- ხო კიდე გამაფრთხილა.. ))) წესიერად მელაპარაკეო.
- აი.. ხო ვამბობდი. - აწრიალდა თამარა
- გოგოებო ნუ  ნერვიულობთ ჩემზე!  ისეთ სარაფერს არ ვაშავებ.. არც დავაშავებ. ჩემ სიმართლეს კიდე რქებით გავიტან!



შუიქი ჩააქვრეს... დაბნელდა ისედაც ჩაბნელებულ საკანში... ძილის დროა.
რკინის ცივ საწოლზე თხელი  ლეიბის მზგავსი რამ აფენია. როგორღაც მოთავსდა ქეთა და ზემოდან  გახუნებული  პლედი დაიფარა. რომელსაც  ალაგ-ალაგ მცირე ზომის ნახვეტები ჰქონდა .დრო მიდიოდა მაგრამ ქეთა ძილს ვერ  ეძლეოდა.. წრიალებდა.. სარკმელს უყურებდა საიდანაც მთვარის შუქი შემოპარულიყო. ფიქრობდა თუ რა ხდებოდა გარეთ.. აქამდე გრძნობებს მალავდა.. და ეს კარგად გამოზდიოდა. უცებ  აუტყდა ტირილი - კვნესა.. თითქოს  ღრმა წყლიდან ამოვიდა.. სუნთქვა ეკვროდა.. ცრემლი ცრემლს მოსდევდა..  გაახსენდა  ტივილი.. ტკივილი გულის.. რომელიც გაყინა.. მიივიწყა. ისე ტიროდა თითქოს ბოლოჯერ. დაკარგული სიყვარული.. ძნელი გადასატანია. "ჯოჯოხეთი ისაა, როცა სიყვარული აღარ შეგიძლია"... როცა შეუძლებელია..
გული მოიოხა ტირილით.. ფიქრობდა.. ენატრებოდა  ყველაფერი ის  რაც კი გარეთ  ეგულებოდა. ფიქრი ფიქრს მიჰყვა და  ძლივს მიეძინა.
გრეთ კი წვიმდა..  წვიმა კი არა თქეში მოდიოდა.. გეგონებოდა საცაა დაიტბორება ყველაფერიო.. მაგრამ რამოდენიმე საათში შეწყდა და  სიმშვიდემ დაისადგურა.


- ლიკა.. შენ რაზე ზიხარ აქ? -  დილით სასაუბრო თემა მონახა ქეთამ ..
- ქმარი  დავჭერი.. )
- ცოცხალია?
- კი .. ცოცხალია..ცოცხალი.. ჯობდა მომკვდარიყო.  მაგის გამო მაქვს  ეს შრამი სახეზე.
- უი...  და რა მოხდა? ქეთა ჩაეძია თუმცა .. ერიდებოდა.
- დალევდა და მერე ხელს წევდა ჩემზე..  თანდათან  უმატებდა .. ძალა ერჩოდა.. უფ როგორ მეზიზღება!  მერე ყელში ამომივიდა  რაც უფრო ვეწინააღმდეგებოდი  უფრო  მეტად მჩაგრავდა.. ბოლოს  მეც ამომივიდა ყელში.. მომეშივ თორე პასუხს არ ვაგებთქო.. ეგრე არ უნდაო და დანა დამისვა.. დამისვა და  გავუყარე.
- საზიზღარი! არაკაცი!!!
- კიდე კარგი  მისგან შვილი არ მყავს!
- თამარა შენ?
- ქალი გავიტანე... ვერ მოვასწარი კონცენტრირების მოხდენა და  ...  გავიტანე.  ინფარქტი ჰქონია გადატანილი.. ხო და  ადგილზე გარდაიცვალა.
- მე..  ექიმი ვარ.. საოპერაციო პაცინტი მყავდა.. ერთი მოხუცებული კაცი. ნარკოზი მომივიდა მეტი და ვეღარ გაიღვიძა.  მიჩივლეს და აი ასემოვხვდი აქ.
- რა რთულია ცხოვრებაა... 
- შენ? ვიცით რომ კაცი მოკალი, მაგრამ მიზეზი არ გითხვამს.
- მართალია.  ჩემი წყალობით ერთი მოძალადით ნაკლები კაცია დღეს!
- მოძალადე?
- ხო..  მოძალადე!  მოვყვები ჩემ ისტორიას... უბრალოდ გრძელია.. და..  არ ვიცი საიდან დავიწყო..
- ქეთ.. დრო  იმდენი გვაქვს.. რამდენიც საჭიროა. დაიწყე თავიდან! უთხრა ლიკამ და  თბილად გაუღიმა.
ქეთა ლიკას უყურებდა და  დაიწყო მოყოლა თავიდან.

- მე დავიბადე 1990 წელს  მაისის თვეში..  მამა თანამდებობის  პირი..  დედა  ექიმი.  მახსოვს ბედნიერი ბავშვობა მქონდა.. რაც მახსოვს.. თუმცა მახსოვს მცირე მონაკვეთი. პირვლი კლასის დასრულებისას დედა საზღვარგარეთ წავიდა..  მამამ ვერ გადაიტანა.. მე ბებიასთან დამტოვა და  გაჰყვა..  თუმცა  მისთვის მიუღებელს შეესწრო და  იქვე  გული გაუსკდა.  მე ბებია მზრდიდა..  როგორც შეეძლო. დედა არც ჩამოსულა მას მერე...  თვალებში შეხედვის რცხვენოდა ალბათ.  ასე გამაუბედურა ცხოვრებამ პირველად..  ასე მატკინა სპეტაკი გული.  ჩაკეტილი ვიყავი.. ეს დიდი სტრესი იყო ჩემთვის. დროდადრო  გამოვედი.. კომპლექსებით სავსე.. ვცდილობდი  გადამებიჯებინა მათთვის. ბევრი მეგობარი მყავდა.. ძალიან ბევრი..  ძირითადად ბიჭები..  ყოველთვის გვერდში მედგნენ.. მათთან  მეგობრობით ბევრი რამ  ვისწავლე..  ვერ ვიტან უსამართლობას და  ყოველთვის  ვიცავდი მათ ვისაც ჩაგრავდნენ.. ჩემ დროს ქურდები ქურდობდნენ..  კაი ბიჭები  ბიჭობდნენ და  მეც  მათი ცხოვრების მომსწრე ბევრ გარჩევაზეც ვყფილვარ და ვითვისებდი.  ვერ გვიტყვი ვამაყობდი მათით. რადგან ბევრი  ცუდიც  გაუკეთებიათ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა  სიმპატიას იწვევდნენ.  შავი ტყავის კურტკა, რეიბანები, ადიდასები..
ცხოვრებაში ერთხელ  გამიცრუვდა იმედი..  მცირე ასაკში შემიყვარდა, მაგრამ უპასუხო სიყვარულით  ვიყავი შეპყრობილი..  წლები გავიდა  და გადამიარა. მას მერე ვცდილობდი არავისთვის არ მეტკინა გული.. თუმცა ერთ ადამიანს მაინც  ვატკინე გული.  ასე გამოვიდა..  გულს ვერ უბრძანებ!  არ მინდოდა მაგრამ  სხვა გზა არ იყო.
მე ვფიქრობდი, რომ ამ ჩემს საქციელზე ერთხელ მეც მეტკინებოდა.  ხო და ახდა!
რა სიმწარე ცოდნია.. თუმცა არა..    ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, რადგან გავთიშე.. თუმცა დროებით.. ძნელია გიყვარდეს და გტოვებდნენ ადამიანები.
- რა სიმწარე განგიცდია ამ პატარა გოგოს.. - ოხვრით თქვა კლარამ.
- მერე.. ეს მკვლელობა?
- მერე ის , რომ იმ ადამიანმა  ვერ მოითმინა.. ჩემი გულგრილობა.. ვერ აიტანა ის, რომ მე მისთვის მიუწვდომელი  ვიყავი. ეგოისტი.. ნაძირალა..
- ყველა საწადელს აღწევდა ალბათ -  უკმაყოფილო სახით თქვა ლიკამ.
- ალბათ.  არ მასვენებდა..  ერთხელაც არ ვიცი საიდან.. გაიგო... მითვალებდა.. და დამადგა სახლში მარტო მყოფს.  კარი  ოდნავ გავაღე თუ არა ძალთ შემოაღო..  გავოგნდი..  სიტყვის თქმა არ მაცადა ხელში ამიტაცა..  მაგრამ დავუსხლტი  და სამზარეულოდან დანა ავიღე, მაგრამ არ შეუმჩნევია.. კედელთან მიმაყუდა.. არაფრის საშუალებას არ მაძლევდა.  ვყვიროდი, ვურტყავდი, მაგრამ ეს მეტად აგიჟებდა.  როცა მივხვდი რომ  აზრი არ ჰქონდა  ჩემს არანაირ ქმედებას..  დავრწმუნდი, რომ მას ჩემი დაპყრობა სურდა, ძალით..  ჩემი უარის მიუხედავად..  ავდექი და ჩავარტყი დანა მუცელში..  გაოგნებულმა  ამ დროს შემომხედა..  წაიქცა..  ისეთ მდგომარეობაში ვიყავი.. ისეთ აფექტში, რომ  ვურტყი და ვურტყი.. მთელი სიმწარით..  ირგვლივ სისცლი.. მეც სულ დასვრილი.. მაგრამ არ მადარდებდა! მისი სიძულვილი ზღვარს იყო გადასული.
არ ვნანობ!  მე თავს ვიცავდი!
- მესმის შენი! 
- მე თავს ატ ვიმართლებ, მაგრამ მაიძულა ასე მემოქმედა.. სხვა გზა არ დამიტოვა..
- დიდი იმედი მაქვს ამ მდგომარეობას გაითვალისწინებს სასამართლო და გაგიშვებენ.
- ამის იმედი მაქვს!
ხანგრძლივი საუბრის შემდეგ  საჭმლის დროც მოვიდა..
- საჭმელზე გოგოებოო... - შემოძახა მეთვალყურემ და  კარი გააღო..

გოგოები ჩვეულებისამებრ ჩადგნენ რიგში და  აიღეს კუთვნილი საუზმე.  მაგიდასთან მიახლოვებულ ქეთას შეეჯახა ერთ ერთი პატიმარი..  ამ შეჯახებაზე კი  მოულოდნელობისგან  გაუვარდა ლანგარი.
- რას აკეთებ გოგო?!! - სასტიკი ხმით უღრიალა
- არ დამჯახებოდი და არაფერი არ მოხდებოდა!!  - ქეთამ გზის გაგრძელება სცადა მაგრამ არ მოეშვა ...
- გინდა თქვა რომ მე დაგეჯახე? თანაც ძალით? - ოდნავი ხმის აწევით და  გარშემომყოფთა ყურადღების მისაპყრობად გააგრძელა საუბარი.
- შენ შენი გზით..  მე ჩემი..  ახლა კი გამატარე!
- იცოდე ვის როგორ ელაპარაკო! - თქმა და სახეში შემორტყმა ერთი იყო.
ამაზე  ატყდა ძახილი დარბაზში..  ატყდა ჩხუბი.. როგორც სჩვევიათ. „ახლების“ -თვის ადგილის მიჩენის მიზნით, მაგრამ ქეთამ თაი არ დახარა.. რამდენიც მოხვდა იმდენი დაუბრუნა უკან... ამით გამწარებულმა ჯიბიდან დანის ამოღება სცადა, მაგრამ  შეაჩერეს..  მეთვალყურეები დროზე-არე მოვიდნენ და ჩაახშეს. ყველა თავის საკანში დაბრუნდა.
ქეთა და ის მეორე..  კარცერში ჩააგდეს
ნესტიანი კედლები.. არა საწოლი, არა სკამი.. აუტანელი სივიწროვე.. სიბნელე.. 
- ღმერთო რა დავაშავე... რატო გამიმეტე ასე.. საწამებლად?! .. ვიცი ჩემი გამოცდაა.. ვიცი მაგრამ ვეღარ ვუძლებ..  როდის ვიქნები ბედნიერი? როდის დავმშვიდდები?  მამა... მამიკო... შენ მაინც ილოცე ჩემთვის.. ზეციდან დამლოცე.. თუ სულ ოდნავ მაინც გიყვარვარ.. ხომ ხედავ რა მარტო ვარ.. არ მაქციო ზურგი გევედრები ... (((
გოგონა  ერთ ადგილას ჩაცუცქულიყო მოთქვამდა და  თან თავის ახალ.. დროებით სამყოფელს ათვალიერებდა.
სამი დღის განმავლობაში გოგონა არ გამოუშვიათ . საჭმელს შიგნით აწოდებდნენ.. და ყოველ დღე ცივ წყალს ჭავლით ასხავდნენ.  გაყინული სხეული მეტად  უცივდებოდა.. უთრთოდა მთელი სხეული.. აქამდე ნესტიანი  ბეტონის კედლები.. წყლის წვეთებით შეიცვალა.. ყოველ წყლის დასხმაზე მეტად სველდებოდა.. იქ ყოფნა  უბრალოდ გაუსაძლისი ხდებოდა.
ერთადერთი რამ რაც მას აძლიერებდა ეს იმედი იყო.. იმედი ბედნიერი მომავლის.. იმედი სამართალის..  ყოველ ღამე მუხლმოდრეკილი  უხეშ იატაკზე იდგა და ლოცულობდა.. 
ლოცვა გადაარჩენს ადამიანს.. რწმენა და სიკეთის ქმნა .. კეთილი გული და იმედით აღსავსე თვალები . 

ბრახუნი კარებზე...
- გამოსვლის დროა.. - გააღეს კარი და  ქეთა გულ-მკერდით იატაკზე იწვა.
- 1734..  1734.. შენ გელაპარაკები. შენი გასვლის დროა.  - გოგონა კი ხმას არ იღებდა.. არ მოძრაობდა. 
- სასწრაფოდ ექიმი ესაჭიროება.. სასწრაფოდ წაიყვანეთ!!!  - აიყვანეს  ხელში და  ექიმთან მიიყვანეს.
- კარცერში სამი დღე იყო..  დღეს უგონოდ ეგდო იატაკზე..
- ახლავე გავსინჯავ! დაგვტოვეთ. 
ექიმმა ყელანაირად გასინჯა.. გოგონა გონზე მოიყვანა საჭირო მედიკამენტებით.
- რა მჭირს? სად ვარ?
- დამშვიდდი!  გული წაგსვლია..
- საშიშია რამე?
- არა არაფერი.
შემოაღო კარი მეთვალყურემ
- წავიყვანო? 
- კი კი.. აღარაფერია საშიში.
გადაიყვანეს თავის საკანში. შესულმა ეგრევე თავისი პლედი მოიხურა.
- ხო მშვიდობაა? - იკითხა თამარამ - დაგაგვიანდა.
- ხო.. გული წამსვლია. ექიმთან წამიყვანეს.  ახლა კარგად ვარ.
- უი.. კარგია რო არაფერია საშიში.  ესაა ციხე... - თქვა ლიკამ და ცივი მზერით  შემოიფარგლა.
დიდხანს ჩუმად იყვნენ.. ყველა თავისთვის იჯდა.. კითხულობდა..  მერე კი  საბანაოდ გასვლის დროც მოვიდა.
მეთვალყურის თანმხლებ  წავიდნენ დასაბანად.
ერთი დიდი ოთახი..  რვა დუშით..  თუმცა დრო ცოტა ჰქონდათ ცხელი წყლით დატკბობოსთვის.
ქეთა დადგა დუშის ქვეშ თუ არა.. გაყინულმა მთრთოლვარე სხეულმა შეწყიტა თრთოლვა და გათბა.. ჩამოერეცხა ის ჭუჭყი რაც კარცერმა დაუტოვა. ეს უზომო სიამოვნება იყო მისთვის. ჩამორეცხა ჭუჭყი ტანზე მარა არა ის ... ის რომელმაც მკვლელად აქცია.
- ეს სიამოვნება რამდენჯერ მეორდება ??
- რაზე ამბობ? - იკითხა კლარამ
- ბანაობა.. რა ცხელი წყალია თან... მმმ.. გავთბი
- ოოო  .. ეგ  კვირაში ერთხელ.. 
- სამწუხროა... ისე მიყვარს წყალი.. ისე გამათბო ახლა რომ არ  ვიცი.. იმ ცივი წყლის წავლის მერე თავისამოთხეში მეგონა )))...
- ჰაჰა... ხო არაა..  - იცინოდნენ და ცდულობდნენ ეს დღე წინასგან შედარებით რამით განენსხვავებინათ.


ერთ დღეს გარეთ  გასვლისას.. ქეთას ისევ ის ქალი  მოუახლოვდა.
- როგორ ხარ?
- გმადლობთ კარგად...
- იცი გაკვირდები..  შენი მოხვედრი მიზეზიც გავიგე..
- საიდან?
- პატარავ..  აქ ყველამ ყველაფერი იცის.. არაფერი არ იმალება...
- მერე? რაში დაგაინტერესათ?
- აქ ახალი ხარ.. და თავს არავის უხრი..  ამით ყურადღებას იქცევ ... ხვდებიი?!
- მე არ მინდა პრობლემები.. მე მინდა აქედან მალე გასვლა.. მალე სასამართლოა და.. იმედი მაქვს გავალ.
- ჩემთან თუ იქნები .. პრობლემები ნაკებად გექნება.
- თუ არ  მინდა?
- მაშინ ცუდადაა შენი საქმე.. ყვლა მიწასთან გაგასწორებს... -ხელი ყელში წაავლო და მოუჭირა.. - მათ შორის მეც. ქეთას სუნთქვა უჭირდა.. მერე ამოისუნთქა როგორც იქნა გაუშვა ქალმა  ხელი..
- მომეშვით!!! ველანი მომეშვით!!!
- იცი ეს კარგია.. თუ შესაძლებელი იქნებოდა..  ჩემთან თუ არ იქნები.. ყველა გადაგივლის..
- არაფერიც! სულ  მალე გავალ აქედან!
- მე გაგაფრთხილე..  დაფიქრდი.. 1734.. შენი სახელი ქეთაა ხომ?
- კი 1723... შენი?
- რუსკა..  -თვალი ჩაუკრა.. თუ რამეა გამაგებინე. რუკა შებრუნდა და თავის წინანდელ ადგილს დაუბრუნდა.  ქეთა კი მზეს მისჩერებოდა და ფიქრს მისცემოდა.

- გეტყობა  კარგი საუბარი გქონდათ.. - კითხვის მიზნით მიუგო კლარამ რომელიც ესესაა საკანში შევიდა.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი.. იმედი მაქვს არ მიწყენთ.

დღეები გადიოდა.. ყოველი ახალი დღე სასამართლოს დღესთან ახლოს იყო.. ამის იმედად ქეთა უძლებდა იმ სისასტიკეს რომელიც ციხეში  განიცდიდა..  საქმლის გარეშე დარჩენა თუ ყელზე დანის მიბჯენა.. ჩხუბი უსამართლობის წინააღმდეგ .. დალურჯებები ტანზე და კარცერში ჯდომა რომელიც  გადაბმულად ფიქრის საშუაებას აძლევდა.. 
          -  მე მეჯერა რომ გაგამართლებენ...  სასამართლოს წინა დღეს გოგოები  გვერდით ედგნენ ქეთას და გულშემატკივრობდნენ მას.
          -  ამინ..
          -  ხო .. ხო ..  არ შეიძლება ასეთი გოგო ასე უსამართლოდ დაისაჯოს.
          -  გოგოებო მადლობა გვერდში დგომისთვის..  მემახსოვრებით.. იმედი მაქვს          გამამართლებენ.. თქვენც გისურვებთ მალე გამოსვლას გარეთ!
        - გაიხარე ჩემო კარგო..  როგორც იქნა  მოვიდა ეს დღეც... - გადაეხვია ლიკა.
  იმ ღამეს ქეთას არ უძინია.. ერთი სული ჰქონდა გათენებულიყო...  და დაეტოვებინა ეს ადგილი სამუდამოდ.


- სასამართლოს გადაწყვეტილებით.. ბრალდებული უდანაშაულოა!
- არის!!! - ჩუმად  ჩალიაპარაკა და ცრემლები წამოუვიდა... სიხარულის ცრემლები.. გრძნობდა.. რომ წინ რაღაც კარგი ელოდა.. 
ქეთა ორი  კვირა იყო ციხეში.. გამოვიდა თუ არა სუფთა ჰაერი..  ხარბად ჩაისუნთქა.
გაეშურა სახლისკენ. მოწესრიგდა.. და გავიდა გრეთ კარი გაიხურა. დაადგა  ეკლესიის გზას.. უფალს მადლობა შესწირა .. გერდში დგომისთვის.. კიდევ ერთი დღისთვის..  მივიდა მიცვალებულთა მოსახსენიებელი კუთხისკენ.. ილოცა... სანთელი დაანთო და მამას მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის. თავს მარტო აღარ გრძნობდა..  ეს ბედნიერებას ანიჭებდა.


კაორზე ზარია..
- ქეეთ... ჩემო ლამაზოო.. როგორ მომენატრე..  დაქალა  მთელი ძალით მიიხუტა
- ნათიი.. მეც.. მეც.. რომ იცოდე თან როგოოორ... - ორივეს ცრემლი წამოუვიდა მაგრამ  არცერთს არ  სურდა მეორეს შეემჩნია. 
- შემოდი  ყავა დავლიოთ..
- მომენატრა ... შენთან ყავის სმა...  მეგონა კიდევ დიდი ხანი ვერ გნახავდი.. თუმცა იმედი მქონდა.
- რომ იცოდე რა რთული იყო... ჯერ მარტო გარემო... ფსიქოლოგიურად  გამგრევდა... იმედს გიწურავდა.. მაგრამ  ღვთის  დახმარებით მე დროზე ადრე თავი დავაღწიე იქაურობას.
- ის .. ის ...  არაკაცი...
- ნათი .. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- ხო  მაპატიე..  უბრალოდ ვერ მოვითმინე. გოგო.. ლევანიზე არაფერი იცი?
- ნათი.. წავიდა.. მითხრა  წავედიო..  სამუდამოდ.. მერე მეც დამიჭირეს...
- ძნელია..

ქეთამ სამსახურის შოვნას  ცდილობდა.. თავი ხომ უნდა ერჩინა?! მიუჯდა კომპიუტერს და მთელი ვაკანსიები  დაათვალიერა.. რამოდენიმეზე სივიც გააგზავნა. 
მის ცხოვრებას რაღაც  სიახლე ესაჭიროებოდა.
გათენდა თუ არა  მოწესრიგდა,  ჩაიცვა სპორტულები და ცხელი ყავით ხელში  კომპიუტერში თავის  მეილს ათვალიერებდა.. მაგრამ ამაოდ.  აიღო ჩანთა და გავიდა გარეთ გავიდა.. სალონისკენ.  სალონში შესვლისას მიესალმა და  დაჯდა მითითებულ ადგილას. გაიკეთა ყველაფერი ის რაც მას სურდა და მოაკლდა ის კვირები.
რეკავს ტელეფონი.. ნათია
- სად ხარ?
- სალონში.. რა იყო?
- ხო ო? .. ვიფიქრე გავუვლითქო..  ქარვასლაში მინდა გასვლა და იქნებ გამომყოლოდი?
- კარგი.. გამომიარე..
- კარგი  მოვდივარ.

სალონიდან გამოსული რაღაც კმაყოფილებას გრძნობდა. . ავიდა სახლში  ლამაზად გამოეწო..  ამასობაში ნათიაც დაადგა..
- იმედია მზად ხარ...  ვაიმეე.. ქეეთ რაა ლამაზი ხაარ!!!
- მადლობაა..
- როგორ გიხდება ესყვლაფერი...
- მინდოდა შეცვლა.. არ ვიცი რამდენად გამომივიდა..
- კაი ღადაოობ? რუჯი.. თმები ასე.. მაკიაჟი..  საოცრად მოგიხდა ..
- მიხარია.. ^^


ქარვასლაში ტაქსით მივიდნენ..
- გოგო ქორწილში მივდივარ და საღამოს კაბა მინდა რამე..  კარგი ფეხსაცმელი და ხელჩანთა.
- მოკლედ  დიდ ამბებში ხარ ... ))) ..  მეც ვიყიდი რამეს.. ახალს.. არ მაწყენს.
- ხო გოგო. ხო და ამარჩევინე.. - ლოყაზე აკოცა დაიწყეს თვალიერება.


შოპინგის შემდეგ  ნათიამ ქეთა ტაქსით მიაცილა სახლამდე.. და თვითონ გააგრძელა გზა სახლისკენ. 
ლიფტიდან გმოსულ ქეთას.. რომელიც კარისკენ მიდიოდა შემთხვევით  დაეჯახა მამაკაცს..  გაუვარდა გასაღები და  აღება სცადა.. ამასობაში მამაკაცმა დაასწრო
- უკაცრავად..
- აი ინებეთ....... ქეთა?
- .......... ლევან.. აქ... აქ რა  გინდა..
- რა ლამაზიხარ!!! შეიცვალე...
- კი ბევრი რამ შეიცვალა ჩემთან..  რისთვის მოხვედი?
- ვიცი არ მელოდი.. მაგრამ იქნებ ვილაპარაკოთ?
- ... კარგი.
კარგი გააღო და ნივთები ერთ ადგილას დააწყო.  სამზარეულოში შევიდნენ
-ყავას დალევ?
-  არა..  მომისმინე... მე.. მე..
- შენ წახვედი.... ვიცი.. მერე?
- ხო მაგრამ .. მე  მივხვდი... რომ არ შემიძლია.. ვიცი ეს სისულელედ ჟღერს.. მაგრამ..
-......................
- მე  საზღვარგარეთ ვიყავი წასული.. მაგრამ იქაც კი შენზე ვფიქრობდი.. არ ვიცი ეს რა არის..  უჩვეულოდ მინდა გვერდით მყავდე...  და მინდა მაპატიო...
- მე.. მე ბევრი  რამ შემემთხვა..  შენ რომ წახვეგდი...... მე ციხეში ვიჯექი.. მაგრამ გამამართლეს...
- ციხეში? რისთვის?
- ჩემზე ძალის ხმარება უნდოდა.. და მეც.. სხვა გზა არ მქონდა..  შემომაკვდა...... - თავი დახარა... 
ლევანი ეგრევე მივიდა და გულში ჩაიკრა...
- ჩემო პატარავ.. მე რომ არ მიმეტოვებინე... ეს ხომ არ მოხდებოდა.. მაპატიე რაა მაპატიე...
- ათავს ნუ იდანაშაულებ..  ყველაფერი უკანაა...  მთავარია გამამართლეს.
- ქეთ ... მაპატიებ?
- მე იმდენი რამ გადავიტანე...  გვერდით მჭირდება ადამიანი.. ადამიანი რომელიც არ მიმატოვებს..  აღარასდროს არ განმაცდევინებს ამ  საზიზღარ გრძნობას... 
- მე.. მე აღარასდროს... გაგიშვებ... ხელს.. გპირდები!!
ამის თქმა  და მათი  კოცნა.. ერთი იყო...
ორ ადამიანს ერთმანეთი  ურალოდ სასწაულებრივად იზიდავდა.. შეუძლებელია სიყვარულს გაექცე..  სადაც არ უნდა წახვიდე.. თუ სიყვარულია  უკან დაგაბრუნებს.

ორი თვე  გავიდა...  ქეთამ სამსახური იშოვა... რომელიღაც კლინიკაში..  ის და ლევანი ერთად ცხოვრობდნენ. 
-როგორ მიდის მუშაობა? - ნათია ეკითხება ..  სამსახურიდან მოსულ მეგობარს.
- კარგად... გოგო..
- შენ და ლევენი როგორ ხართ ახლა?
- ჯერჯერობით კარგად... ვეწყობით )))...
-ჯერჯერობით კი არა .. სამარადჟამოდ.. )))
-ამ ბოლო დროს რაღაც ვერ ვარ კარად...  თავბრუსხვევები მაქვს...
- გოგოო.. ორსულად ხომ არ ხაარ?
- არა რა ს ამბობ..  არამგონია..
-სცადე... იქნებ...

ქეთამ მეორე დღესვე  ორსულობის  ტესტი  იყიდა და უარყოფითი პასუხი მიიღო. ცოტათი კი ეწყინა.. მაგრამ  არაფერი არ უთქვია არავისთვის.
ლევანი  სამსახურიდან მოვიდა... 
- ქეთ..  უნდა გლაპარაკო...
- რა ხდებაა? - დაიძაბა..იფიქრა  მიტოვება უნდაო.
- მინდა ჯვარი დავიწეროთ.. რას იტყვი?
- ..................... გაოცებისგან ხმა ვერ ამოიღო..
- წინააღმდეგი ხარ?
- არა რას ამბობ ეს მოულოდნელი იყო...
- ამ შაბათ- კვირას...  ვიწრო წრეში.. მინდა ჩემი  ცოლი გერქვას..
ჯვარი დაიწერეს დათქმულ დღეს... დღემ ბედნიერად ჩაიარა..  , მაგრამ თავბრუსხვევა კვლავ აწუხებდა..  ქეთამ გადაწყვიტა ექიმთან მისვლა.. მას ლევანიც გაჰყვა
- თქვენ  სამი კვირის ორსული ხართ... გილოცავთ!
- რაა? მალე მამა გავხდებიი??  რა მაგარიააა..  - აციმციმებული თვალებით შეხედა ცოლს და გულში ჩაიკრა.
მალე  ტყუპების მშობლები გახდნენ...  ყველაზე მოსიყვარულე ოჯახი.... ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ..  რწმენით... სიკეთით და სიყვარულით.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
იმედი მაქვს მოგეწონებათ...    :) 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები