ავტორი: გადამფრენი ჟანრი: პოეზია 17 ნოემბერი, 2014
აფხაზეთი
შენთვის აფხაზეთი რუკაზე წითლად მონიშნული ზღვისპირა ტერიტორიაა, სკოლაში ჩაუბარებელი, არგამოკითხული, შემდეგგაკვეთილზეგადასული გეოგრაფია. შენ გგონია, რომ ამაში, ისე როგორც სხვა დანარჩენში, ღმერთის ხელი ურევია და დასაკარგი აუცილებლად უნდა დაგვეკარგა. რაც არ გვქონდა, როგორ დავკარგავდით.
მიდი და მარჯვენა კიდური მოიჭერი, მარცხენა იდაყვი დაზგას შეუშვირე, ცალი თვალი ამოითხარე და გადაყლაპე, მერე ცოლის წინა დღით გაუთოვებული პერანგი ჩაიცვი და სარკეში თავმომწონედ მდგომმა გულზე წითელი ტიტა მიიბნიე. ათ ჭიქამდე გამოცალე და მეზობელი სუფრიდან შეზარხოშებულ სიმღერას რომ გაიგონებ ლამაზ საქართველოზე, იქნებ შენი სამშობლოც გაგახსენდეს, სადმე ბოლოში, მჯიღისცემითა და ამღვრეული თვალებით, იმ ქალიშვილის სადღეგრძელოსავით, დაუკითხავად გათხოვილს რომ მამა არ ურიგდება, გულიდან კი ვერ იგლეჯს. შენ რა იცი ჭრილობებზე მოყრილი მარილის და სიმწრით მოკვნეტილი სისხლიანი ტუჩების გემო, შენ რა იცი ნათბილარზე ლოგინიდან წამოხტომა და იარაღის ხელში დაკავება, როცა სახლში აკვირტებულ ცოლს და ძაძებში ჩამხობილ დედას ტოვებ, შენ ხომ სამხედრო შემოწმებაზე „ბრტყელტერფიანობის გამო დაგიწუნეს“ და შენი წილი ტყვია თოფში გაიჭედა. შენ რა იცი, რომ ყველა წაგებული ომი გაყიდულია და ორჯერ ორია ეს ყველაფერი. შენთვის აფხაზეთი ნახევრად ცარიელი , გაბზარული ჭიქაა, რომლისგანაც წყალი აუცილებლად უნდა დაღვრილიყო. წადი! წადი და იმ თითებით, ომში რომ არასოდეს დაგიკარგავს, სანთელი დაუნთე ღმერთს, იქნებ წინამძღვარი სწორედ ამ დროს დაკარგულ ცხვარზე კითხულობდეს იგავს და შენ მიხვდე, რომ როცა გგონია წინ მიდიხარ, დედამიწა 180 გრადუსიან ბრუნს აკეთებს ამ დროს და მიმართულებას ისე იცვლი, ვერც კი ამჩნევ. შენ ყოველთვის ერთ წრეზე იმოძრავებ, რადგან სამშობლოსი არაფერი გაგეგება, შენ რუკასთან პირისპირ მდგარს მარცხენა მკლავი და გულის არცერთი სარქველი არ აგტკივებია ქვეყნის ამ ნაწილის დაკარგვის გამო.
შენთვის აფხაზეთი რუკაზე წითლად მონიშნული ზღვისპირა ტერიტორიაა, სკოლაში ჩაუბარებელი, არგამოკითხული, შემდეგგაკვეთილზეგადასული გეოგრაფია. შენ გგონია, რომ ამაში, ისე როგორც სხვა დანარჩენში, ღმერთის ხელი ურევია და დასაკარგი აუცილებლად უნდა დაგვეკარგა...
ერთმა ახლობელმა( რომელმაც ქართული არ იცის კარგად) მთხოვა დამეწერა წერილი. არსებობს ფეისბუქზე გვერდი, (ხუმუშქური და ხუმუშქურელები) იმდენად ძალიან იმოქმედა ამის ასე უცაბედად ნახვამ,რომ მხოლოდ ჩემთვის ვერ გავიმეტე.
ჩემო ძვირფასო ხუმუშქურელებო, ბატონებო, ქალბატონებო, გთხოვთ ორიოდე წუთი დაუთმოთ ამ ტექსტს და არ დატოვოთ ყურადღების გარეშე.
ვინაიდან და რადგანაც, გარემოებებიდან გამომდინარე არათუ იშვიათად, არამედ აქა-იქ თუ შევხვდებით ერთმანეთს, ძველ მეგობრებს, დიდი ხნით მონატრებულ ხალხს, რომლის დროსაც, ლამისაა თვალებიდან ღვთიური ნაპერწკლები გვცვივა, გადავეხვევით, მოვიკითხავთ ერთმანეთს და ვინ იცის, ეს როდის განმეორდება.
დაკარგულ ტერიტორიაზე ცხოვრება არ ნიშნავს, ვინც იქ ამჟამად ცხოვრობს, ისიცინიც დაკარგულწბი არიან. არავინ იცის, ვის როგორ ვენატრებით. ჩვენ დაკარგულად არ ჩავთვლით იმას, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია. სათქმელი რომ მოკლედ დ გასაებად ვთქვა, მსურს ინფორმირებული იყოთ:დაახლოებით ორ თვეში, ზაფხულის მიწურულს-აგვისტოს თვეში, ქალაქ ზუგდიდში ვგეგმავთ ხუმუშქურელების შეკრებას, ( ადგილმდებარეობაზე შემდეგში შეგატყობინებთ)მიზანი ცხადია, რაც თავშიც ვახსენე,-დიდი მონატრებისგან დაცლა,საუბარი და ა.შ იმედი მაქვს, გულთან ან გულის ფსკერამდე მიიტანთ ამ შესანიშნავ იდეას.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.
P.S ერთმა ადამიანმა მითხრა ძალიან დიდი ხნის, აფხაზეთში სტუმრობის ბოლო დღეს, იქაურ ქვას ჯიბეში ვიდებდი და ენგურს გამოღმა ვდებდი,ასე მეგონა, რაღაცით ვაერთებდი საქართველოსო.
პატივისცემით