 | ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო ჟანრი: პროზა 2 დეკემბერი, 2014 |
ყველაზე ძველი ფრაგმენტი თქვენს მეხსიერებაში? ''ვდგავარ საბავშვო ბაგა-ბაღის ფანჯარასთან და ველი დედაჩემის მოსვლას, რომელიც იგვიანებს. არის შემოდგომა და ეზო სავსეა ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლებით. და მეტირება. " - დათო ტურაშვილი : )) მე არ მივლია ბაღში, არ დავლოდებივარ დედაჩემს ფოთლებით სავსე ეზოში სახლში წასაყვანად (არ მიყვარს ეს ლოდინი ბავშვობიდანვე ) . . . მაგრამ ჩემი სოფლის ეზოში, ახლაც რომ ყვითელი ფოთლებითაა სავსე, მუდამ ველოდებოდი დაღამებასა და მზის უკანასკნელი სხვივის ჩასვენებას მთის კალთებზე ბაბუასთან ერთად. განსაკუთრებით ის მომენტი მიყვარდა ღრუბლები რომ გაცრეცილი იყო ერთმანეთში და ალისფერი ეკიდათ, ირგვლივ კი ჩარაზული სიჩუმე იდგა და მხოლოდ შემოდგომის ქარი არხევდა ხეებს და აცლიდა ოდნავ დაჭორფლილ,გაყვითლებულ ფოთლებს - უკანასკნელი სიცოცხლის იმედს ფესვებს და ისიც ახლის სანაცვლოდ, რომ გაზაფხულზე ისევ ახლად დაიკვირტება მისი ტოტები, რომ მაშინ არ იქნება ასეთი თავნება, ასეთი მკაცრი . . . მე კი ჩემი ანცობით სიჩუმეს ვარღვევდი როგორც მჩვევია სიჩუმესა და მარტოობას გავურბოდი ბავშვობიდანვე, ერთადერთი ამ დროს ვინც შემიკედლებდა, ეს მოხუცების გული იყო და ვიწყებდი ხმაურს მათში . . . -'' წავიდეთო '' ბაბუმ სახლში . . . ამ დროს ისეთი შიბნელე იქნებოდა ხოლმე, ხელით მეძებდა თუ სად ვიყავი . . . მერე . . . მერე სახლში რომ შევიდოდით მე და ბაბუ, ბებოს დავცინოდი შენი წინსაფარივით დაკემსილია ზეცაც თქო, ოღონდ ვისაც დაუკემსავს ღრუბლები, კერვა არ სცოდნია ბეე, თორე მე რომ შენი ხელების ამბავი ვიცი ასე უგულოდ არაფერს დააკერებდი და ისიც ღრუბლებს ზეცაზე . . . საოცარი ხელები ჰქონდა, რომ დახედავდი ნაოჭები არსად არ აჩნდა, თუმცაღა ვენები ისე ჰქონდა, გეგონებოდა ვაზს გაუდგამს ფესვები ზედ მის ხელებზედო.. . სულ მეგონა რომ საქართველო დაჰქონდა ''ბებერი'' ხელებით. ადრე მეგონა ახლა კი დავრწმუნდი... მან თავისებური სამშობლო ჩამაცვა, რომელსაც ვერაფრით ვერ ვიხდი, ვერ ვიშორებ . . . კოხტა საქმე უყვარდა მუდამ, შრომა არაფრით არ დაეზარებოდა და ძველი ამბების მოყოლა . . . ერთხელ მახსოვს ლექსებს მიკითხავდა, ოღონდ რუსულის . . სკოლაში რომ ესწავლა, -''მკაცრი მასწავლებელი მყავდაო'' იტყოდა ხოლმე . . . სასწაული მეხსიერება ჰქონდა, ახსოვდა ყველა დეტალი და მოგიყვებოდა ისე რომ გაგათბობდა, აგატირებდა კიდეც, დაგაფიქრებდა და ბოლოს გეტყოდა - " ბეე ბავშვობა თუ არ გახსოვს, მომავალი არაფერიაო ... " მე მათით მახსოვს ჩემი ბავშვობის ყველა დეტალი, აი მაგალითად: პირველად ნაბიჯი როგორ გადავდგი, როგორ მივაყოლე ერთ ფეხს მეორე და გამომივიდა ნაბიჯებით სვლა და ბევრი წვრილმანი, რომელსაც ვერ დავიმახსოვრებდი თავის დროზე, რომც მქონოდა სურვილი... გადიოდა წლები, მე კი ჩემს მოხუცებს ჩემი ბავშვობის საბანი დავარქვი, რომელიც თბილად მეხურა მუდამ და მათობდა მაშინ, როცა მციოდა სიმარტოვისგან . . . ერთი დაღლა, ერთი გაყინულლი მზერა და უკვე იცოდნენ რაზე უნდა ესუბრათ, ყვებოდნენ და შლიდნენ მათი ისტორიის ფურცლებს, მმოსავდნენ მათი სამოსით და მატარებდნენ საუცხოო გზებზე, სადაც შრომითა და სიყვარულით გაიტანეს თავი. . . და ბოლოს როცა შევერიე ბავშვებს, რომლებიც ბაღში აღიზარდნენ, დიდი სხვაობა იყო ჩემსა და მათ შორის. . . მაგრამ არ ვნანობ . . . უბრალოდ მენატრება ის დრო, ჩემი ბაღი რომ მოხუცების თბილი სავანე იყო, რამდენჯერ დამიხატავს მათი სუნთქვით დაორთქლილ მინაზე და თითქმის სულ მძინავდა მათ გულ-მკერდზე. . . ახლა კი იმ სახლში სიცარიელეა, მაგრამ ყოველ ღამეს, ჩემი ოთახის ფანჯარაზე, მაინც ვხატავ რაღაცებს, ოღონდ ამჯერად მოგონებებით დაორთქლილ მინაზე . . . მე არ მივლია ბაღში მაგრამ არ ვნანობ . . . /ლია მელიქიშვილი/
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ოთარ მადლობა : )) ოთარ მადლობა : ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|