ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2014


მოგილოცავთ წმიდა გიორგობის დღესასწაულს

მ არადიული უძლეველი ძალა გმოსავდეთ,
ო მთა-ბრძოლაში წმიდანების ლოცვა გიცავდეთ,
გ აძლიერებით ძალისხმევა გენერგებოდეთ,
ი ბრძოლეთ მტერთან გამარჯვების დროშა ბრწყინავდეს.
ლ ომის ბრჭალებით დაიცავით დედასამშობლო,
ო დიდგან მარად მტრის ხროვები გვებრძოლებოდნენ,
ც იდან უფალი მარადიულ ლოცვას გვაფენდა,
ა ქ წმიდანები კარიბჭესთან გველოდებოდნენ.
ვ იბრძოლოთ, მუდამ ჩვენთან არის წმიდა გიორგი,
თ ილისმასავით გვაფარია ღვთისმშობლის კალთა,
წ მიდა მამათა უფლის კართან მდგომი წმიდანნი,
მ არადიულად აღავლენენ ლოცვით ჩვენს სავალს.
ი ქნებ ამიტომ მოგვიგია მრავალი ბრძოლა,
დ იდსულოვნება უფლის ძალამ ჩანერგა ჩვენში,
ა დგილ-მამული გაჭირვებულთ გავუნაწილეთ,
გ აიდგეს უკვე ჩვენს მიწაში მრავალი ფესვი...
ი სიც არ უნდათ მადლის გრძნობა რომ გამოხატონ,
ო ცნებად ექცათ საქართველოს გულში დამკვიდრდნენ,
რ ამდენი სისხლი დაიღვარა და ენერგია,
გ აუმაძღარი სულით არ სურთ, იქნებ დამშვიდდნენ...
ო ი, რამდენი სატანჯველი გვაგემა მტერმა,
ბ არბაროსული მიტაცებით დაგვაქუცმაცეს,
ი სტორია და მატიანე მას ნათელს მოჰფენს,
ს ამშობლო მიწა როგორ ერგოთ ფაშა-სულთანებს.
დ აწყევლილ გზებზე გულსატკენი ტანჯვით ვიარეთ,
ღ რეობდა მტერი ჩვენს მიწაზე გალაღებული,
ე რი ქართველი ბრძოლის ველზე შემართებული,
ს აბრძოლო გზიდან მოდიოდა გამარჯვებული.
ა ღსრულდეს ღმერთო, შენი ლოცვა, შენი სურვილი,
ს აქართველოში რომ სიმშვიდით დაბრუნდეს ერი,
წ ალკოტად იქცეს ჩვენი მიწა, მიწა ქართული,
ა ღარ ვიხილოთ სისხლის მღვრელი უძღები მტერი.
უ ფალო, შენვე დაიცავი შენი წალკოტი,
ლ ოცვით გვიხსენი, გაფანტული ერი დაბრუნდეს,
ს ძლიე მძლეველო, უძლიერეს გველთა-გველეშაპს,
- წმიდა გიორგი, შენი ძალა მტერს წინ აღუდგეს!

ქრისტიანებო! მოგილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს,
წმიდა გიორგი დაგილოცავთ თქვენსავ მარჯვენას,
მოსპო ტირანი, გველეშაპი შუბის მოქნევით,
აღსდექით, რომ თქვენც მტერს აგემოთ დღეს გამარჯვება!

უღრმესი პატივისცემით:
იროდი ასანაშვილი
ქ. თბილისი
23.11.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები