ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯორჯიბიჭი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 ნოემბერი, 2014


ფანდურზე დაკვრის ვირტუოზი- მარიამ არჯევნიშვილი

მარიამ არჯევნიშვილი (1918-1958)

ძალიან მწირია ის ბიოგრაფიული ცნობები, რომლის შეგროვება-შეკოწიწებაც მოვახერხე შესანიშნავი ქართველი ქალბატონის შესახებ. ცოტამ თუ იცის, რომ „მთაში სალამურს ვაკვნესებ“ სიმღერის ავტორი სწორედ მარიამ არჯევნიშვილია.  ქართული ვიკიპედიაც მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება:

„მარიამ ალექსის ასული არჯევნიშვილი (დ. 11 მარტი, 1918, სოფ. ენისელი, ახლანდელი ყვარლის რაიონი ― გ. 25 დეკემბერი, 1958, თბილისი), ქართველი მომღერალი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი და ფანდურზე დაკვრის ვირტუოზი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951). ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ გუნდებსა და ხალხურ საკრავთა ანსამბლებს.“

მარიამ არჯევნიშვილი დაიბადა ყვარლის რაიონში სოფელ ენისელში. ხალხური სიმღერები და ფანდურზე დაკვრა ბავშვობიდან ისწავლა. მის ოჯახში მშობლების მხირდან ყველა მღეროდა.

მარიამს ძალიან უყვარდა მამის ნამღერი „ურმული“ და თვითონაც შესანიშნავად ასრულებდა ამ სიმღერას. ორიოდე წლის წინ მის სოფელში  მოვისმინე ერთი პატარა ისტორია მარიამზე, მამას მიჰყვებოდა ურმით. მამა ღიღინებდა, მარიამს ამ ტკბილ ხმაზე ჩასძინებია და კოფოდან გადმოვარდნილა.

პირველი მუსიკალური განათლება მარიამმა ჯერ ენისელში, მერე კი თელავში მიიღო. საგუნდო ხელოვნება კი თბილისში შალვა მშველიძემ ასწავლა.

1931 წელს მარიამმა ყვარელში ჩამოაყალიბა ეთნოგრაფიული გუნდი. ცოტა მოგვიანებით კი  1941 წელს თბილისში შეიქმნა სათეატრო ანსამბლი, რომელსაც მარიამი ხელმძღვანელობდა.

1943-1945 წლებში ყვარელში აღადგინა ხალხური სიმღერის გუნდი. ამავე წლებში ჩამოაყალიბა მეფანდურეთა ექსპერიმენტული ანსამბლი, რომლის რეპერტუარში შედიოდა თუშურ-ფშავურ-ხევსურულ-მოხევური სიმღერები.

1947 წლიდან მარიამი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლშია და ხელმძღვანელობს აღმოსავლეთ საქართველოს ფრთის ხალხურ საკრავთა ორკესტრს.

სულ ახლახანს სპეციალური გადაცემა მიუძღვნა მარიამს და მის შემოქმედებას პირველმა რადიომ  ( http://radio1.ge/media-view/18363 და  http://radio1.ge/media-view/18445) გადაცემის სტუმრები გახლდნენ თამარ გეგიაძე- მარიამის შვილიშვილი და მიხეილ მცურავიშვილი- ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ლოტბარი. იმედია არ დაიზარებთ და მოუსმენთა ამ გადაცემას.

მარიამ არჯევნიშვილი 1958 წელს გარდაიცვალა 40 წლის ასაკში. ის დაკრძალულია მშობლიურ მხარეში- გრემის ეკლესიის ეზოში,რომ არა ასეთი ხანმოკლე სიცოცხლე, მარიამი ალბათ კიდევ ბევრს იზრუნებდა ქართული ფოლკოლრის განვითარებაზე. მისი ცხოვრება ხომ ხალხურ ფესვებთან იყო მჭიდროდ შერწყმული და გადაჯაჭვული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები