ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2014


შავი პერანგი

შავი პერანგი შეიხსენი ბოლო ღილამდე,
შენი სიშიშვლე მიაბარე უბრალო გამვლელს,
ერთი ან ორი, ან იქნებ და სამიც - დილამდე...
ოჰ, ამ ქუჩაზე, ამ ბნელ ჩიხში გამვლელს რა დალევს...

იძახი ხშირად - "ჩემო მეფევ, ჩემო ფარაონ..."
ასე გრძელდება საათობით, ხანაც ცოტახანს,
შენი სხეული არის უფრო სამასხარაო
მანამდე, სანამ ის გამვლელი სხვა ქალს მონახავს.

ცრემლით ასრულებ ძილისწინა ფიქრის ანარეკლს,
თვლი, რომ სამყარომ გაგიმეტა ან რაღაც მსგავსი,
ფიქრობ, იესო შენს სხეულში ჯვარზე გააკვრეს
და აღარავინ გფარველობდა "ტალახით გასვრილს..."

შავი პერანგი შეიხსენი ბოლო ღილამდე,
როგორც ყოველთვის ამ ღამესაც სამოსს იხდი და
ერთი ან ორი, ან იქნებ და სამიც - დილამდე...
გამვლელებს უცქერ ქუჩის ბოლოს ბნელი ჩიხიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები