მე ვდგავარ სადღაც, შენ სულის კართან და თოვა ჩემი სულის ჰიმნია. ღრუბლები როგორც ალბატროსები, ჰორიზონტისკე ისე მიქრიან, ფიფქები როგორც ქვიშის საათი, სულს ავსებენ და წამებს მითვლიან. ის რომ შენ ჩემი ნეკნისგან იყავ, ახლა ვხვდებით რომ დიდი მითია, მე უნეკნობა შემეძლო მაგრამ, უშენოთ წამმაც ვერ დამიტია.
ალეკო მიშელაშვილი
მზად ვარ შენი ღრუბლები, ჩემს ცაზე შევიკედლო, თუნდაც ვარსკვლავები, სულ სხვამ დაგითვალოს. ******************************* გვჯეროდა მიწა იყო ნუგეში, ცა- მკვახე ყურძნის, მელას იარა. და ცამ კი არა სოფლის გუბეში , ვარსკვლავი მთვარემ იმშობიარა.
********************************************* მე ვდგავარ შენთან როგორც კერბერი, და შენ სულს, როგორც სამოთხეს ვიცავ, მე მსურს, რომ ერთხელ ერთი შებერვით სხეული როგორც მტვრიანი მიწა, ზე -ავყარო და ვაშიშვლო სული, სული- მზის სხივზე კამკამა რიწა. მე მინდა ჩემი "ურჩხულის" გული შენი ჭიშკარის, იმ თავხე ფიცარს, დავაკრა როგორც სულის ურდული და სიყვარულის მეწყერი ციდან. მეძახე გველი, თუნდაც დრაკულა, ან და ურჩხული ლოხნესის ტბიდან, შენ ესმერალდას ბაძავ ფარულად, მე კვაზიმოდოს მძიმე როლს ვიტან. შენ ამჩნევ მაგრამ არასდროს ყნოსავ, ურჩხულის სულში სიკეთის ტიტას.
ალეკო მიშელაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რინა.- გაიხარეთ რინა.- გაიხარეთ
3. ++ <<მე მინდა ჩემი "ურჩხულის" გული შენი ჭიშკარის, იმ თავხე ფიცარს, დავაკრა როგორც სულის ურდული და სიყვარულის მეწყერი ციდან.>> ++ <<მე მინდა ჩემი "ურჩხულის" გული შენი ჭიშკარის, იმ თავხე ფიცარს, დავაკრა როგორც სულის ურდული და სიყვარულის მეწყერი ციდან.>>
2. თეა მადლობა გაიხარე. თეა მადლობა გაიხარე.
1. არის კარგი ფრაზებიც, გაუმართავებიც, არის კორექტურაც.
წარმატებები
არის კარგი ფრაზებიც, გაუმართავებიც, არის კორექტურაც.
წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|