- გამარჯობა ლიზა. - გაგიმარჯოს... ტომ.. - დღეს როგორ ხარ? - გმადლობ უკეთ! .. თუმცა თავისტკივილები კვლამ მახსენებს ძველ ნაკვალევს.. - ეგ არაფერია.. გაივლის! მთავარია ირწმუნო! - გაივლის.... ამის დიდი იმედი მაქვს. ამ დროს, მოსაუბრე წყილს მოუახლოვდა თეთრხალათიანი მერი. - ლიზა! აი ეს აბები მიიღე.. აი წყალიც.. სტრესს მოგიხსნის, დაგამშვიდებს! - როგორ დავიღალე ამ წამლებით..- გამოართვა და დალია..- გმადლობთ! - ცოტაც და უკეთ იქნები. იცოდე... არასასურველი ფიქრებისგან გათავისუფლდი! სხვაგვარად კვლავ მოგიწევს აბების მიღება. - მართალი ხართ! - ტომ! შენ გამომყევი.. ტომი დაუყოვნებლივ გაჰყვა მერის. მარტო დარჩენილმა ლიზამ ფანჯარასთან მისვლა გადაწყვიტა.გადაწია ფარდა, გარეთ წვიმდა.. ისევ ისე როგორც მაშინ.... და ამის გახსენებაზე ეგევე ჩამოაფარა ხავედის იისფერი ფარდა, მოცილდაიქაურობას.. და გავიდა თავის ოთახში.წამლებისგან გბრუებულს მალევე მიეძინა საწოლზე.
ეს დიდი ხნის წინ მოხდა.. ავარიაში მოყოლილი მშობლების სიკვდილის ტრამვა.. ამ ტრამვამ განაპირობა ის საძირკველი. მცირედ ასაკში მას ჰალუცინაციები აწუხებდა.. სმენითი თუ მხედველობითი. გოგონა ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვავდა.არავის არაფერს არ უზიარებდა.. მისივე ჩაკეტილობის გამო. დროდადრო.. უკან მოიტოვა ეს ყოველივე.. და მიეცა ბედნიერებას, წარმატებას. ლიზა სტუდენტობის ასაკშივე გათხოვდა, თავისი სასწავლებლის უფროს კურსელ მამაკაცზე. მან იგემა ნამდვილი სიყვარული. განიცადა ის რაზეც ყველა ქალი ოცნებობს. თუმცა.. ამ ყოველივემ არ გასტანა დიდი ხანი.. ვინაიდან ირგვლივ შური, ღვარძლი და ბოღმა სუფევდა... ყვლას შურდა მათი. ლიზა და სანდრო.. მათ ერთად გადაეტანათ ყველგვარი ტკივილი, დაბრკოლება.. მათი სივარული ყველაფერს უძლებდა, რათქმაუნდა უფლის კურთხევითა და დახმარებით. მათ ამ ბედნიერების წლებში სამი შვილი შეეძინათ. სამი ანგელოზი.. რომლებმაც სიყვარული უფრო გაამყარეს. წლები მიდიოდა, ხოლო შემოსავალი იგივე იყო.. რაც ასეა თუ ისე უთანხმოებას იწვევდა. ეს უთახმოება კი ძნელი დასაძლევი იყო.. ამას ემატებოდა ლიზას ეჭვიანობაც.. რისი მიზეზი კი სანდროს მობილურზე შემოსული უცხო ზარი იყო.. ქალის ხმით. ეჭვიანობა გოგოს შიგნიდან ღრღნიდა.. უნდოდა, თუ არ უნდოდა ეჭვიანობდა. ყოველდღიური კამათი.. ყვირილი .. მათ გულებს აშორებდა ერთმანეთისგან. ლიზა ემოციებს ვეღარ თოკავდა.. ვეღარ იმორჩილებდა შემთხვევით წაკითხული მესიჯების შემდეგ. სანდრო ამ ყოველივემ დააფიქრა და ახსნა სცადა.. რომ იგი ასე ცდილობდა გარიდებოდა კოშმარულ რეალობას.. თუმცა ღალატით არ ეღალატა მისთვის. დღე დღეს მისდევდა, ლიზამ ირწმუნა საყვარელი ადამიანის ფიცი.. და აგრძელებდა ძველ ცხოვრებას, მაგრამ...... მას ძველი მეობა წართმეოდა. წართმეოდა რადგან ემოციები მასზე მძაფრი იყო.. ფიქრობდა მუდამ ცუდზე.. შეიპყრო შიშმა.. მიტოვების შიშმა.. მიზეზის მიუხედავად. გოგონას ჰალუცინაციები... განუახლდა. ის მხედველობით არარეალურ არსებებს.. თუმცა უვნებლებს. პირველი ჰალუცინაციის აღქმა მეუღლეს გაუმხილა.. რომელსაც ხმა ვერ ამოეღო. შემდეგ მისი ემოციურობა ჩხუბის მიზეზს იწვევდა.. აქ კვლავ გაოგნებული მეუღლე.... ლიზას კამათის მიზეზი არ ახსოვდა... ის დეტალები რაც მნიშვნელოვანი იყო. გოგონა ფსიქოლოგთან მისვლას ვერ ბედავდა.. არა და ეს მისთვის აუცილებელი იყო.
- ლიზა.. - კარი შემოაღო ექთანმა.. - მნახველი გყავს.. - მნახველი? ვინაა? - არ ვიცი... სასიამოვნო გრეგნობის მამაკაცია.. - ჰმ.. არ ვიცი.. კარგი ეხლავე გაოვალ. გოგონამ თბილი სპორტული ზედა გადაიცვა, თმები გაისწორა და გაეშურა სტუმრის ოთახისკენ. კიბეები ჩაფიქრებულმა ჩაიარა.. შეაღო კარი თუ არა.. გაშეშდა. - გამარჯობა ლიზა........ - შეენ? .... - ვიცი არ მელოდი... , მაგრამ.. არ შემეძლო არ მენახე. - რატომ? - რატომ? იმიტომ რომ... რომ... დღემდე მიყვარხარ.. თქვა და თავი ჩაღუნა. - არ მინდა ამის მოსმენა! - ........................................ - სიტყვებმა კვლავ განგმირა დათას გული.. უყურებდა ლიზას და მისი გულგრილი გამომეტყველება გულს უყინავდა... თვალებს... - რისთვის მოხვედი? რატომ გეინდოდა გენახე.. ასე? აქ? ტკბები ჩემი მდგომარეობით? რადგან ზრგი გაქციე წლების შემდეგ? ასეა? - რას ამბობ??!! ეგ როგორ იფიქრე? არანაირად! მიუხედავად იმ ზურგის ეშექცევისა... მე შენთვის ცუდი არაფერი არ მდომებია! პირიქით... მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი, მაგრამ აქ მოვედი.. იმიტომ რომ ვიფიქრე.. იქნებ დავჭირდე..მარტოა.... მხარში ამოვუდგებითქო... - მადლობა, მაგრამ არ მინდა! - ლიზ.... ნუ ხარ ასეთი ამაყი... ისევ შენთვის... - არათქო! ჯობია წახვიდე და აღარ მომაკითხო! ბედნიერად! -ადგა და გავიდა ოთახიდან. დათა... ლიზაზე შეყვარებული მამაკაცია.. ლიზამ მას სანდრო არჩია.. სანდრო და მასთან ბედნიერად ცხოვრება. ახლა კი ... მარტოა.. სანდროც აღარ ჰყავს.. მოუკლეს.. სამი ბავშვი მამიდასთან ჰყავს.. თვითონ სამკურნალოდ კლინიკაშია.. მეუღლეს მკვლელობამ სრულიად შეარყია. გოგონა ჩაიკეტა. ხმას აღარ იღებდა.... სიბრაზე თუ სიხარული მისთვის აღარაფერს წარმოადგენდა. ახლა რამოდენიმე კვირა და გამოუშვენებენ.. დაუბრუნდება თავის ანგელოზებს.
- აი ასეე.. დედას ლამაზად დავხვდეთ.. ხომ? - მალე მოვაა? - მოციმციე თვალები შესცქეროდნენ ნინოს ( ლიზას მამიდას) - მალე.. მალე ჩემო ლამაზო.. მოდიმომეხმარე.. აი ეს ბალიში იქ დადე.. ალამაზებდნენ სახლს საახალწლოდ და სრულ სამზადისში იყვნენ დედასთან შესახვედრად.
-ლიზა გაგნიძე..... - დიახ.. - მოემზადე დღეს ეწერები! ჩაალაგე შენი ნივთები და ჩამოდი. მოაწერე ხელი საბუთებს და გაგიშვებ. - მადლობა... დადგა ეს დღეც.. - ფრიალით აირბინა კიბეები.. შეუდგა ნივთების ჩალაგებას. თბილად ჩაიცვა, რადგან გაეთ ციოდა.. თოვდა... მოაწერა საბუთებზე ხელი და.. გავიდა კლინიკიდან. გარეთ გასულმა ზამთრის ცივი სუსხიანი ჟანგბადი შეისუნთქა .. თოვლის ფიფქები სახეზე ადნებოდა. გააჩერა ტაქსი და ჩაჯდა.. მისცა მიმართულება და მოემზადა შვილებთან შესახვედრად. ტაქსიდან გადმოსულმა მაღაზისკენ აიღო გეზი.. მცირედი საჩუქრების საყიდლად. კარზე ზარი.. და ბავშვების ჟრამული ერთი იყო. - დედა.... დედააა... აცრემებული ლიზა გადაეხვია შვილებს.. -ჩემო ტკბილებო... როგორ მომენატრეთ.. ნინო კი ჩუმად იდგა და შესცქეროდა.. თვალიდან ცრემლი არ შორდებოდა.. თუმცა არ სურდა შეემჩნიათ და ცხვირსახოცით იწმენდდა. - ლიზა.. ჩემო გოგო.. მოდი ჩაგხუტო... - მამიდაა... მადლობა.. მადლობა რომ მიმიხედე ... როგორ მომენატრეთ... ღმერთს მადლობა, რომ მაღირსა ეს დღე! - ახლა კი გაიხადე და შემოდი გათბი.. გაიყინებოდა.. ცხელი ბულიონი მოგიხდება.. - ხო ახლავე.. მართალია.. ცხელი ბულიონი გამათბობს - ჩემო ლამაზებო... ნახეთ დედამ რა მოგიტანათ... სამივეს სათითაოდ დაურიგა ტკბილეულობა.. მსუნაგმა პატარებმა ხარბად გამოართვეს დედას მადლობა გადაუხადეს და მაშინვე დააგემოვნეს..
- როგორ მომენატრა აქაურობა.. როგორ მოგიწყვიათ.. ნაძვის ხე.. რა ლამაზიაა... - დე ეს მე დავკიდე... - პატარა ელენე ნაძვისხეზე ჩამოკიდებულ სათამაშოზე მიუთითებდა. - ყოჩაღ დეეე... - აკოცა შუბლზე.. - ეს მე... ნახე რა ლამაზია.. - ნიაა.. რა კარგიააა.. - მეც ვეხმარებოდა.. ჩაიჩურჩულა ნიკამ - ჩემი ყოჩაღებიი... მოდით დაგკოცნოთ .. მმმ... - ლიზა მოდი.. ჩემი გოგო.. გაგიცხელე საჭმელი. მოისვენე ცოტახანი.. სიმშვიდე გჭირდება.
საღამოს კი რბილ სავარძელში ჩაჯდა.. თბილი პლედი მოიხურა.. მოისვა ბავშვები და ზღაპრის კითხვას შეუდგა.. ნახევრად მიძინებული ბავშვები გადაიყვანა საწოლში და თავადაბაზანაში შევიდა ცხელი შხაპის მისაღებად. აბაზანის კარი გაიღო.. თბილი ორთქლი გამოვიდა.. სასიამოვნო .. შავი ორქიდეის სურნელით.. გამოვიდა ლიზა.. წყლის წვეთებითტანზე.. რომელსაც თბილი ხალათი მოესხა ტანზე.. თავზეპირსახოსით.. წავიდა ოთახისკენ, ჩასაცმელად. შეიშრო ტანზე ჯერ კიდევ შერჩენილი სისველე.. წაისვა ლოსიონი მთელს სხეულზე. მოიხსნა პირსახოცი და გაიშრო თმები. თბილი ელასტიკებიგადმოიღო კარადიდან.. ნასკები.. ზედა.. გამოეწყო ლამაზად... ჩაიცვა თავისი ფუფმულა ბაჭიის ჩუსტები და გავიდა ოთახიდან მამიდასთან. მივია და ემიელად ჩაეხუტა. - როგორ მომენატრე.. ისე მაკლდით.. - გამოხვედიი?! - ღიმილით გამოხედა ძმისშვილს და გააგრძელა ხაჭაპურის ცხობა. - ხო.. რა კარგი იყო.. ისე მომენატრა.. ისე მაკლდა ეს ბედნიერება.. ყველანაირ სტრესს მიქრობს! - ხოო... ძალიან კარგია. ვიფიქრე ცუდად ხომ არ გახდათქო.. და მოკაკუნებას ვაპირებდი. - არაა რა ცუდად... - გაიცინა.. და ირგვლივ მიმოიხედა გასაკეთებელს ეძებდა.. - დაანებე.. არ მინდა მოხმარება... აი გამოვაცხობ და ეგაა.. შენ მიდი იქით გადი.. დაჯექი მოისვენე.
რამოდენიმე საათში ახალი წელი დადგა.. ზალაში, კუთხეში ლამაზი ნაძვის ხე იდგა, ლამაზად მორთული. იქვე ახლოს ბუხარი იყო სადაც საახალწლო წინდები ჩამოეკიდათ. სახლში სასიამოვნო საახალწლო განწყობა იგრძნობოდა. მაგიდაზე რომელიც შუაში იდგა, სააზალწლო სუფრა გაეწყოთ.. ლამაზი გადასაფარებელი, სანთლები, ხელსახოცი, გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი, ხაჭაპური, გოჭის ხორცი, სალათები.,სასმელები. -მამიდა.. აი ამ კეთილი გულით, რომელიც ჩემს მკერდში ბუდობს... ღმერთს ვთხოვ ბედნიერება არ მოგაკლოს. ძალიან მიყვარხარ.. ჩემი საფიცარი ხარ.. ჩემი თბილი, ტკბილი და მოკლედ ყველაფერი!!! მხოლოდ შენ მყავხარ და მინდა ღმეართმა დიდხან გაცოცხლოს.. შენი სითბო და სიყვარული არ მომაკლოს.. გილოცავ ახალ წელს რომელმაც კარზე მოგვიკაკუნა.. დაე ეს წელი წინაზე გაცილებით უკეთესი იყოს! - მოსვა ცოტა შამპანიური... - გაიხარე ჩემო გოგო! შენც გილოცავ ახალ წელს... სულ ბედნიერი მენახე შენს შვილებთან ერთად... - თვალზე ცრემლი მოადგა უცებ, მაგრამ თავი შეიკავა.- იხარეთ და იდღეგრძელეთ.... - მადლობმამიდა... უი კუსას დავურეკო... მივულოცო. არც ი ციც, რომ გამოვედი. - გაუხარდება.. ჩემგანაც მიულოცე! რეკავს.. _ კუუუსა გილოცავ ჩემო კარგო ახალ წეელს! - ლიიზ... ლიზ შენ ხაარ? - ხოო მე ვარ ^^ - უიიი... გილოცავ ჩემო კარგოო... როგორ გამახარე რომ იცოდეეე... - მამიდამ მოგილოცა... - ჩემგანაც.. ბაცაცნები როგორ არიან? ხო არ ღვიძავთ? - არა მიიძინეს... გოგო.. როდის გნახაავ? - ამ დღეებში დგიკი მავშიდები .. ერთი სული მაქვს.. იქნებ ხვალვე მოვახერხო მოსვლა. - ძალიან კარგი იქნებაა.. მიდი აბა გკოცნი. - მეც. რმოდენიმე საათიანი საუბრისა და ტელევიზორში საახალწლო გადაცემის ყურების შემდეგ საძინებელ ოთახებში გაემართნენ.
დილით ადრე.. პატარებმა გაიღვიძეს როგორც ყოველთვის პირველებმა... პატარა ელენემ რომელიც სამი წლისაც არაა ჩუმათ თავისით ჩაიცვა.. და გაცუნცულდა ნაძვის ხესთან.. ამასობაში ლიზას გაეღვიძა, მოიცვა მოსასხამი და გაჰყვა ელენეს. - ჩემო პრინცესავ... გილოცავ ახალ წელს! თოვლის ბაბუა მოსულა ჩვენთან ღამე?! უი... ნახე... შენი სახელი აწერია.. „ელენეეეს“... მიდი აბა გახსენი რა გაჩუქა.. - ბავშვი სიხარულისგან კანკალებდა და თვალები უციმციმებდა. გახარებულმა სათამაშოს ხელი დაავლო და ნინო ბებოსთან წავიდა ... ეხარებინა თოვლის ბაბუას მოსვლა. ლიზა კი საძინებელში შევიდა და ნიას ჩააცვა.. თომასაც.. გამოიყვანა ნაძვისხესთან და საჩუქრებით გაახარა. ლიზა ბავშვების სიხარულით ხარობდა... უცებ კიდევ ერთი საჩუქარი შენიშნა.. „ლიზას“.. გული აუჩქარდა, გოგონას თვალები ცრემლით აევსო.. აიღო გახსნა .. ეს იყო კულონი... მაგრამ განსაკუთრებული... პირადად ლიზასთვის... ტყავის ყელსაბამზე მომინანქრებული ვერცხლი.. ლიზას ცრემლები წამოუვიდა.. საჩუქარი ბოლოს სანდრომ აჩუქა.. მას მერე კი დიდი დრო გავიდა. ოთახში შემოსულ ნინოს რომელსაც ელენე არ ცილდებოდა, ლიზა მივიდა და ჩაეხუტა.. ორივე ტიროდა.. ორივე... სიხარულისგან.. მცირედი.. უმნიშვნელო საჩუქარიც კი სიხარულის ნაპერწკალს აჩენს.. ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს. - მე, რომ ვერაფერი გაჩუქე.... - ნაწყენი ხმით მიუგო ლიზამ მამიდამისს.. - ნუ სულელობ ჩემი გოგო... შენ გაგვახარე შენი მოსვლით, შენი აქ ყოფნა ყველაზე დიდი ბედნიერებაა.. და კიდევ.. შენი ღიმილი სახეზე.. ამაზე მეტი არაფერი არ მინდა! მოეხვივნენ ერთმანეთს... მათ კიდევ ბავშვები მოეხვივნენ და ერთმანეთის ალერსში იყვნენ. კარზე ზარია. - მე გავაღეებ.. - ლიზააააა.... - კუუუსა.. ^^ როგორ გამახარეეე.. რა კარგი გოგოხარ ასე რომ გამოგვიარეეე.. - ხო გოგო ვერ მოვითმინე და... - მოდი გაიხადე და წამოდი იქით.. ყავას დალევ?. - კი გამიკეთე.. რა სითბოაა.. - ხო თბილა... გოგო რომელი ყავა? - სულერთია.. გოგოო.. მომიყევი აბა როგორ ხაარ... - გოგო კარგაად.. ბედნიერი ვარ.. გამოვედი.. ჩემ გოჭებთან ვარ.. აგერ მამიდა მხარში მიდგას.. - კარგია.. საით არიან ბავშვები? რაღაცეებივუყიდე.. - კაი გოგო რატო შეწუხდიი... ნინოსთან არიან სამზარეულოში.. აჭმევს და... - არა რა შეწუხება.. კაი მაშინ ვაცდი.. სხვა ? - სხვა რავი.. შენთან რა ხდება? - მე და ჯაბა ერთად ვართ.. მის სახლში.. მეტი არაფერი - ვაა კაიაა.. გოგო და ბავშვი? - არა რა ავშვი.. ჯაბას არ უნდა .. ნუ ჯერჯერობით.
ჯაბა ხისტი კაცია.. უხეში.. თუმცა კუსას ძალიან უყვარს. ასეთი ქერა, ცქრიალა გოგო ჯმუხ.. შავგრემან მამაკაცთან... ცოტა შეუსაბამოა.. ხასიათითაც კუსა რბილი და დამყოლია. ლიზასთვის იგი საუკეთესო მეგობარია.. ერთადერთია მისთვის.
ნინო მამიდა ბუღალტერია, ერთ ერთ კომპანიაში მუშაობს. ამ ბოლო დროს გული აწუხებს.. თუევმცა.. არც აქცევს ყურადღებას.. არც წამლებს ღებულობს.
ლიზას ბავშვები ბაღში დაყავს.. თან სამსახურის ძიებაში გასაუბრებებზე დადის. ერთ დღესაც სახლში მისულს, კარი ღია დახვდა.. შეშინებულმა ფრთხილად შეაღო.. იქვე ფეხებთან რაღაც იგრძნო.. შუქი ჩამქრალი იყო და ვერაფერს ვერ ხედავდა. სასწრაფოდ აანთო შუქი და.. შეკივლა... იატაკზე თავისი მამიდა წაქცეულიყო.. სასწრაფოთ სასწრაფოში გადარეკა.. მალევე მოვიდენ.. მაგრამ ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ლიზა განადგურებული იყო.. .. ერთადერთი ახლობელი და ისიც გარდაეცვალა. ამდენი ვალები უმუშევარს რით გადაეხადა.... ამოდენიმე დღეში ბანკიდან მოვიდნენ და ვალების დაფარვის მიზნით ბინის დაცლა მოითხოვეს. ლიზა სხვა ალტერნატივას ეძებდა.. მაგრამ გამოსავალი არ ჩანდა. გოგონამ თავშესაფარი დაქალს სთხოვა.. რაზეც ური ვერ მიიღო, მაგრამ სულ ორი კვირით... რადგან კუსა დაოსულდა... რასაც ჯაბას რისხვა მოჰყვა... სკანდალები.. ლიზა იძულებული გახდა აქედანაც წამოსულიყო. საცოდავად სამი ბავშვით მოძრაობდა ... გაყინული, გათოშილი ხელებით აქეთ-იქიდან პატარა ანგელოზები... უაზროდ ბოდიალისაგან მოითენთნენ და სადგურზე .. სკამზე ჩაეძინათ. სიცივესა და ყინვასაგან წამწამები და წარბები თეთრად შემოსილიყვნენ.. წასასვლელი არსად არ ჰქონდათ.. გათოშილები ერთმანეთს ჩახუტებულიყვნენ და სიზმრად წასულიყვნენ. ნუ თუ.. ესაა ამათი ბოლო? არანაირი იმედი? ასე სადგურზე.. სიცივისგან გაყინვა? საცოდავი სიკვდილი? რა სისასტიკეა! - სიკვდილო... შენ .. მართალია ყველაზე კარგები მიგყავს, მაგრამ ასე სასტიკად ნუ მოექცევი ამ სამ ანგელოზს და მათ ტკბილ დედას.. ნუ თუ ცხოვრება მეორე შანსს არ იძლევა? და პირდაპირ უფსკრულში მიგაქანებს? ..... - ................................
რამოდენიმე საათში : - გოგონა..... გოგონა... - მოხუცი ხელით ცდილობდა გამოეფხიზლებინა გაყინულ იატაკზე გათოშილი გოგონა. - დიახ... - ცოტახნის მერე ამოულუღლუღა ლიზამ დაღლილი გამომეტყველებით შეხედა ახლოს მდგომ მოხუც მამაკაცს. - ასე ხომ გაიყინებით... სახლი არ გაქვთ? - არა ბატონო... არ გვაქვს.. - შეიშმუშნა და პატარებს გადახედა. - ცოდოები არიან.. წამოდით ჩემთან.. გათბით.. ჭამეთ.. - მართლა? მადლობა.. დიდი მადლობა... ღმერთმა გამოგგზავნათ... ღმერთმა..!!! წამოდგნენ და გაყვნენ.. მოხუცს.
- მობრძანდით.. - გმადლობთ! - ახლავე გაგიმასპინძლდებით.. სააბაზანო იქითაა.. და ხელით ანიშნა. მოხუცმა გაუცხელა სადილი.. გამოიტანა რაც კი ჰქონდა. ისადილეს.. გათბნენ.. ლიზამ მისი ისტორა მოკლედ მოუყვა .. - ლიზა ხომ?! - დიახ.. - ლიზა.. მე მარტოხელა მოხუცი კაცი ვარ. დარჩით აქ იცხოვრეთ. სახლსაც მიხედავთ და ზოგჯერ წნევასაც გამიზომავ ხოლმე.. მეშინია მარტო ყოფნის თან. - რას ამბობთ.. - ეს ჩემი სურვილია.. დაგეხმაროთ. კეთილი ადამიანი ჩანხარ. შენი გადასაწყვეტია. - დიდი მადლობა.. რა კეთილი ხართ.. ლიზამ მიიღო მოხუცის შემოთავაზება. ცხოვრობდა.. ბავშვებიც თბილად ყავდა.. სახლს ალაგებდა.. მოხუცსაც საკუთარი ბაბუასავით უვლიდა. ბედმა გაუღიმა.. თავშე მას თავშესაფარი აქვს მას და მის პატარა ბარტყებს. სუფთად და თბილად არიან..
ცხოვრებაში არის მეორე შანსი... მთავარია სათანადოდ გამოიყენო.. ისე, რომ უკან მოხედვის არ გეშინოდეს. სიკვდილმა ჩახედა თვალებში, მაგრამ დაინდო.. მათი ჯერაც არ გავლილი ცხოვრების გამო. ისინი გააგრძელებენ ცხოვრებას... და თანაც წინსვლით! შემართებით! ბედნიერებისკენ სწრაფვით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ცხოვრებიდან ადამიანები მიდიან.. ნერვიულობის ნიადაგზე კი უფრო მალე. თანაც, ცხოვრება ხშირად ძალიან დაუნდობელია, გვართმევს ყველაზე ძვირფასს და მაშინ როდესაც იმედები გვეწურება.. გვასაჩუქრებს.. ზოგჯერ მეტადაც კი.
მადლობთ რომ წაიკითხეთ და შეაფასეთ. :) ცხოვრებიდან ადამიანები მიდიან.. ნერვიულობის ნიადაგზე კი უფრო მალე. თანაც, ცხოვრება ხშირად ძალიან დაუნდობელია, გვართმევს ყველაზე ძვირფასს და მაშინ როდესაც იმედები გვეწურება.. გვასაჩუქრებს.. ზოგჯერ მეტადაც კი.
მადლობთ რომ წაიკითხეთ და შეაფასეთ. :)
1. 5+. სევდიანია, მამიდა ასე მალე რატომ მოუკალით?. 5+. სევდიანია, მამიდა ასე მალე რატომ მოუკალით?.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|