ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2014


საძილე აბები

ძვირფასო, გიმალავ, არადა რა ხანი,
ღამეულ კოშმართა დეჟავიუ მაღვიძებს...
მერე კი გამდინარ წყლის პირას ვახამებ,
ონკანთან-სიზმრებს და ნაციებ ლავიწებს
და ვჩივი, ხერხემლის უეცარ სიმრუდეს
და ფანჯრის რაფასთან გარდაცვლილ კალიებს...
რომ შენი თვალების სამკუთხა ბერმუდი-
ამ ჩემი თვალების სალეწი კალოა.
ვდგავარ და ღმერთივით ლიუციფერს ვაწვალებ,
სარკეში-საკუთარ მიზნების გადაღმა...
ვგრძნობ, პილიგრიმივით დავიწყე წანწალი,
რომ ჩემი სხეულის ნაოჭებს-დანაღმულს
და მთელ ამ პოლიგონს მიეცეს საშველი-
ვკითხულობ პასტერნაკს, ბროდსკის და აკუნინს...
დავწერე და ახლა მკითხველზე ვაშვილებ
სტრიქონებს. ვდარდობ, რომ დავკარგე ფლაკონი-
საძილე აბების, არადა რა ხანი,
ღამეულ კოშმართა დეჟავიუ მაღვიძებს...
მერე კი გამდინარ წყლის პირას ვახამებ,
ონკანთან-სიზმრებს და ნაციებ ლავიწებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები