დედა, როცა მე ამოვალაგე შენი გაუთოვებული, ლამაზადჩაკეცილი თეთრეული და ჩემს ულამაზო საწოლზე გადავაფარე, მთელი ოთახი განათდა და ეს არ იყო ჩვეულებრივი ნათება. ასეთი სინათლე მხოლოდ შენს გამოგზავნილ ნაქსოვ სვიტერს შეიძლება ჰქონდეს ან ნარინჯისფერ პიჟამას. დედა, მე არ ვიცი, რას მოელიან ჩემგან ადამიანები, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მარტო შენს თვალებს შეუძლიათ, ღმერთივით ეცვან ჯვარს ჩაღამებულ ფანჯრებზე და გარიჟრაჟამდე ჩემს ნაბიჯებს დაელოდონ. მე შენგან ვისწავლე, რომ შეიძლება შვილისთვის განკუთვნილი ულუფა მშიერ მათხოვარს უწილადო, თუმცა შენ არ გისწავლებია, როგორ შევაერთო დაგლეჯილი მუხლისთავები, შენ ყოველთვის ბავშვად მთვლიდი საამისოდ და თეთრი ტილოებით მწმენდდი სისხლს. ახლა, როცა მე ვერ ვისწავლე ფრენა და დამტვრეული ტერფებით სიარულიც ძალიან მიჭირს, ნოემბრის შუა წელამდე გარღვევას ველოდები, ერთხელმოჭრილი ჭიპლარი რომ მყარად შემოვიხვიო და შენი გულის მხარეს გადაბრუნებულმა დაბადება აღარ გადავწყვიტო. სად არის ღმერთი? ღმერთი შენ ხარ. მხოლოდ შენ თუ დამიფარავდი, როცა ჩემს თვალწინ მოჩვენებებივით ირეოდნენ ადამიანები და ყველა ტალახს ხელებით მოიფხოჭნიდი მკერდიდან. სწორედ ამიტომაა, შუაგულ ზღვაში რომ უნიჩბოდ ტივტივებ და შენი გახეული სულიდან მზე ცდილობს გამოძრომას.
მეც მოვალ შენამდე. მოვალ და მკლავებზე ამოზრდილ ფოთლებს მოგიტან, ეგ ტოტები რომ დაგიკემსო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. 5+++მომწონს! 5+++მომწონს!
5. მშვენიერია ) მშვენიერია )
2. ძალიან კარგია ეს. ძალიან კარგია ეს.
1. ++ <3 <3 <3 ++ <3 <3 <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|