 | ავტორი: daviti ჟანრი: პოეზია 3 დეკემბერი, 2014 |
ერთხელ შეყვარებული მახსოვს გეფიცებოდი, როგორ ქროლვა მიყვარდა, მაგ შენს ლამაზ თვალებში, ეხლაც დავიფიცები მზე მაშინ, რომ დამუნჯდა შენ მათბობდი თითებით, ერთხელ შეყვარებულმა, შენზე გადარეული ცეკვა მაშინ მომინდა, როცა დუმდნენ ნოტები, გოგო მინდა იცოდე, როგორ მიყვარს ზამთართან, შენთან ერთად თამაში.... გოგო მინდა იცოდე, ეგეც ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარს თითებში, მაგ თითებში ცხოვრება და რა ტკბილია გესმოდეს, რომ გეტყვიან მიყვარხარ.
ერთხელ წითელ მთვარეზე, ოცნებების ქალაქში და ნატვრების ქუჩაზე ისე მომლანდებიხარ რეალობას შერცხვა, გაქრა შერცხვა წავიდა!..
ეხლაც შეყვარებული, გული ფიქრებს უთმობდა, როგორ მეწერებოდა.. შენი კოცნაც მინდოდა, შენზე გადარეული შენი გულის მოგება ისე მეავდრებოდა მეტი სხვა რა მინდოდა შენზე გადარეული ფიქრი შენზე დამჩემდა გეფიცები კიდევ და ან რა აზრი ამ სიტყვებს ისე, ღმერთმაც იცოდეს დღეს, რომ ცოლი სხვისი ხარ.
დ. მუხიგულაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. პუნქტუაცია ისეა განლაგებული როგორც დიდი აფეთქების შემდეგ პანგეა დაიფანტა :) მეპატიე, ვერ მოვიწონე. ქაოსურია და სიტყვების და წინადადებების ამგვარი წყობა არ უხდება პოეზიას. პუნქტუაცია ისეა განლაგებული როგორც დიდი აფეთქების შემდეგ პანგეა დაიფანტა :) მეპატიე, ვერ მოვიწონე. ქაოსურია და სიტყვების და წინადადებების ამგვარი წყობა არ უხდება პოეზიას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|