| ავტორი: ფე ჟანრი: პოეზია 3 დეკემბერი, 2014 |
გარეთ თოვს და თოვლის ფიფქებს ღამე მწუხრის ვუთხარი, ცეცხლის ენებს ატრიალებს ჩვენი ოდის ბუხარი. ჩამომჯდარა პაპა იქვე ცეცხლის ალთან ელვარე, -ბაბუ ,ასე თეთრი თმებით ზამთარს გამოეპარე? ჰყვება, როგორ დაამარცხა, ცხრა მთას იქით დევები, ვეშაპს კუდი მოსწყვიტა და ცას მოჰპარა ფერები. როგორ შეჰყვა მზის ბილიკებს ანთებული ლამპარით, ჩვენთვის როგორ დააგროვა უთვალავი ზღაპარი. გუდა გახსნა, შიგ ჩარეკა წითელქუდა, წიქარა, ასფურცელა, სალამურა, სიზმარა და ცისკარა. მერე უკან მოიხედა გზას გახედა, დაღონდა, სადღა არის ის ძალ- ღანე ქარივით რომ დაჰქროდა. ახლა ზის და ცეცხლს ჩასცქერის ღველფს ედება ნაცარი, ხვალ სხვა ზღაპარს მოგიყვები, დღეს ეს არის რაც არის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საბავშვოში მმოუხდებოდა თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, კარგად წასაკითხი ნაწერია. წარმატებები. საბავშვოში მმოუხდებოდა თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, კარგად წასაკითხი ნაწერია. წარმატებები.
1. კარგია, უფრო საბავშვოა კარგია, უფრო საბავშვოა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|