ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2014


არც ისე ლექსი

თოვლის მოლოდინი, შორი რაფსოდია,
რაღაც აუხსნელი სიზმრის მონახევი:
ზურგი შეგაქციეს, ისე მთლად როდია,
როგორც ადრე, მაშინ... ტყავსაც მოგახევენ,
თუ კი გაეკარე... უცხო ტრამალები
თელე; მოგიცრემლონ ზვავი მთებმა, მტრებმა
როცა ერთხელ მაინც შენი დამდაბლებით,
მათი ამაღლების ცქერა მოგინდება.
სამი ათული წელი, დაღლილობის
სრული გარანტია! უსათუოდ ბევრი
სათქმელშელახული, უხალისოდ მოდის,
რიცხვი ოცდაშვიდის ფერი – დეკემბერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები