ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2014


***

განწყობა - საბუხრე, ოცნებით ნავახშმი,
ქარი გზად დაუხვდა ღრუბლებს და ფარას შლის.
ამინდიც ისეთი, შალს რომ მოგახურავს,
ყოფის სიმძიმესთან მეჯართე ფაფხურობს...
ბუხარში თვლემს კუნძი, ნაცარიც ნავლდება,
ფიქრი კი წლებს უზის, თუ უდგას თავდებად.
თითქოს რა მარტივი სურათი განწყობის,
თხრობის ნარატივი უხდება აწმყოსაც...
მოწყენით რაფაზე დგას ქოთნის ყვავილი,
დრო უხმოდ აფასებს იმას, რაც გაივლის...
თვალების სიშიშვლე - დარდის უფარდობა,
ოთახი იშვილა ფიქრის უვადობამ...
საგნები პატრონებს აგნებენ თავისით,
გარეთ კი მარტო იმ მეჯართეს ხმა ისმის...
                04.12.14
             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები