 | ავტორი: ჯოანა ჟანრი: პოეზია 5 დეკემბერი, 2014 |
მაშინ როცა სიცივე ძვლებსაც ამსხვრევს არა თუ გულს. სისხლს გიყინავს და სულს გიშფოთებს. მაშინ როცა მეტისმეტად მარტოდმარტო დაეხეტები ქალაქის ნაცნობ ქუჩებში. ღამეში - დენის სადენებზე ქარისგან ატაცებული და გამოფენილი ყვითელი, პოლიეთინელის პარკი მთვარე გგონია. თანაც სავსე მთვარე. და შენ გგონია რომ სავსე მთვარობაა თურმე სავსე პარკობაა. შენ გგონია რომ მთვარე გამღვრევს არა და პარკია. ყვითელი პარკისგან ამღვრეული ნახულობ სიზმრებს, სიზმრებში - გარდაცვლილებს. რომლებიც გეუბნებიან, რომ ეშინიათ და სცივათ. სცივათ ისე როგორც შენ. გეუბნებიან, რომ მითია და არ დაუჯერო რომ სიკვდილი მარტივია. ბოლო ამოსუნთქვა ძნელია. გეუბნებიან სიზმარში მიცვალებულები თან ხელებში გაჩეჩებენ იასამნისფერ ლავანდებს. - წაიღე, წაიღე, ბევრი წაიღე. მოგვბეზრდა, მოგვბეზრდა ჩვენ იასამნისფერი ლავანდები. სიზმრებში ნახულობ რომ თავზე ერთი თმის ღერიც არ შეგრჩა რომ გცვივა და გცვივა. ბღუჯა-ბღუჯა, ღერა-ღერა. გაიღვიძე, გაიღვიძე სანამ დროა. სანამ შენ სიზმარში გაცვევნილ თმებს ითვლი შენი კაცს მის სიზმრებში გველები ახრჩობენ. გველები, გველები მსხვილები და ლამაზები ენა წაგრძელებულები, მოსისინეები. ბორგავს და ოხრავს ოხრავს და ბორგავს. შენ კი მოტიტვლებულ შენს თავს აკვირდები და ფიქრობ - რომ მახინჯი ხარ. თმები, რომ არა, თმები რომ არა. მახინჯი ხარ. ასე იცის სავსე პარკობამ, შენ რომ მთვარე გგონია. ოჰ, ეს ქარი როგორ უნდა ჩემი პარკი წაიღოს მოსწყვოტოს სადენებს. როგორ უნდა აქციოს ნაკუწებად გააქროს, შთანთქოს. მერე რაა რომ პარკია მერე რაა რომ პარკია - შენ ხომ მთვარე გგონია. ვერ იღვიძებ რა თქმა უნდა. ასეთ დროს გაღვიძება შეუძლებელია. ბებიაშენის დროინდელი მწვანე ყვავილებ პერანგიანი და ფეხშველა მიუყვები ქუჩებს. ო, როგორ ცივა! თან სიზმრები, სიზმრებში - მიცვალებულები და ლავანდები, ისამნისფერი ლავანდები. ნამდვილად მთვარეული ხარ, არა, მთვარეული კი არა პარკეული ხარ. ყვითელ პოლიეთილინის პარკეული. წვრილი კენჭები შიშველ ტერფებში გესობიან. კვალს ტოვებ, სისხლიანს, ჩემი კაცი გველებს ნახულობს ჩემს კაცს გველები ეხვევიან სიზმრებში გეჭრებიან სხვისი სიზმრები. ახლა ორნი ერთ სიზმარში ხართ და ერთად იგერიებთ გველებს და მიცვალებულებს რომლებიც პირდაპირ ცხვირში გჩრიან აყროლებულ ლავანდებს. -ჩვენ ლავანდები არ გვინდა! მოგვბეზრდა ლავანდები! -წაიღე ლავანდები! შენი იყოს, შენ გქონდეს! გველებიც სისინებენ და მწარედ იკბინებიან. შენ - პარკეული -ფსევდო მთვარეული ცდილობ ქალაქის დიდ კედელზე ასვლას და რადგან სინამდვილეში არ ხარ მთვარეული, შუა კედლემდე ძლივს აღწევ და უკან ვარდები. ძირს - გაშლილი ხელებით და თმებით ეშვები. ეკვრები მიწას. შავ მოყინულ მიწაზე ბებიაშენისეული ბამბაზიის პერანგის მწვანე ყვავილები ყვავიან და იფურჩქნებიან. დაეცი, მაგრამ პარკეული ხარ და პარკი არ ტყდება, მხოლოდ იფუშება. შენც ჩაიფუშე და გაგილურჯდა ზურგი. ზურგმა ვერ აიტანა ამდენის ზიდვა- ადგა და გალურჯდა. უნდა ახვიდე, კელედელზე უნდა ახვიდე როგორც ნამდვილი მთვარეული! შენი კაცი გველებს უკვე ვეღარ იგერიებს. ძალა გამოეცალა. ერთ დიდი დაუღია პირი და ლამისაა თავი მოაჭამოს. აღარ გაღელვებს, უნდა ახვიდე და იქიდან შეხედო პარკს შენ რომ მთვარე გგონია. და როცა სულ ორი ნაბიჯიღა დარჩა გადმოფრენამდე - მაშინ გეღვიძება. არ გათენებულა. ისევ ბნელა. ირგვლივ ლავანდებია. უამრავი. ეს საზიზღარი ლავანდები მაინც გამოგატანეს. შენს ჩამსხვრეული, ღრიჭოებში ძონძებ გაჩრილი ფანჯრიდან ყვითელი პოლიეთილენის პარკი მოჩანს როგორც სავსე მთვარე. მავთულზე კიდია და ქარი აქანავებს აქეთ-იქით. შავი ყვავი აზის და ნისკარტით ჩიჩქნის - როგორც ლეშს, ისე აცლის პარკს ნაწილებს - თითქოსდა დამპალი კანი იყოს ან აყროლებული სისხლძარღვები. ეგეც შენი სიზმრები - შენი მთვარე აყროლებულა ყვავის კერძად ქცეულა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მიუხედავად,რომ ცოტა არეული მეჩვენა და მელოდიაც დამაკლდა, მომეწონა მაინც. 5. მიუხედავად,რომ ცოტა არეული მეჩვენა და მელოდიაც დამაკლდა, მომეწონა მაინც. 5.
6. მიკვირს ამდენი ხანი როგორ არ წამიკითხავს ეს გვერდი +5 მიკვირს ამდენი ხანი როგორ არ წამიკითხავს ეს გვერდი +5
5. სავსეპარკობა :))) სავსეპარკობა :)))
4. შიშველი გრძნობები და განცდები ყოველთვის სხვას მიაწერეთ, ვთქვათ პერსონაჟს. თუ თქვენს ემოციებს ასე გამოფენთ, ადვილად სამართავი გახდებით. ნაშრომი მომეწონა 5 ქულას ვტოვებ და წარმატებებს გისურვებთ. :) შიშველი გრძნობები და განცდები ყოველთვის სხვას მიაწერეთ, ვთქვათ პერსონაჟს. თუ თქვენს ემოციებს ასე გამოფენთ, ადვილად სამართავი გახდებით. ნაშრომი მომეწონა 5 ქულას ვტოვებ და წარმატებებს გისურვებთ. :)
3. მადლობა და კიდევ მადლობა :)) ძალიან ვაფასებ თქვენს შეფასებებს. ეს არის ტექსტი რომელიც ძალიან მაწუხებდა შინაგანად კარგა ხანია და ამოვხეთქე. დავიწყე სტატუსის წერა და იქცა ამად :))) აქ ჩემი შიშველი გრძნობები და განცდებია, ამიტომაა ალბათ დაუხვეწავი და მიყრილი. მიხარია რომ კითხულობთ და კიდევ უფრო მიხარია რომ თქვენს მოსაზრებებს მწერთ ჯონათან და სმიტ :) მადლობა და კიდევ მადლობა :)) ძალიან ვაფასებ თქვენს შეფასებებს. ეს არის ტექსტი რომელიც ძალიან მაწუხებდა შინაგანად კარგა ხანია და ამოვხეთქე. დავიწყე სტატუსის წერა და იქცა ამად :))) აქ ჩემი შიშველი გრძნობები და განცდებია, ამიტომაა ალბათ დაუხვეწავი და მიყრილი. მიხარია რომ კითხულობთ და კიდევ უფრო მიხარია რომ თქვენს მოსაზრებებს მწერთ ჯონათან და სმიტ :)
2. ჩამთრევია
პრინციპში, ამ ჩათრევაშიც იყო დიდი დოზით სუბიექტურობა
მოკლედ, უკეთესი შესრულება უკეთესი იქნებოდა (ლოგიკურია =) ) ჩამთრევია
პრინციპში, ამ ჩათრევაშიც იყო დიდი დოზით სუბიექტურობა
მოკლედ, უკეთესი შესრულება უკეთესი იქნებოდა (ლოგიკურია =) )
1. ის, რაც თქვენს პროზას ძალიან უხდებოდა, აქ რაღაც მეხელოვნურასავით.
ორიგინალური მიგნება კი იყო ეს სავსეპარკობა და ფსევდომთვარეულობა.
ის, რაც თქვენს პროზას ძალიან უხდებოდა, აქ რაღაც მეხელოვნურასავით.
ორიგინალური მიგნება კი იყო ეს სავსეპარკობა და ფსევდომთვარეულობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|