გულის სიღრმეში მე მაინც მტკივა ჩემი ქვეყანა ასე რომ წახდა.. ადრე მისია იყო ღირსება, ახლა თამაშის დახურვა გახდა.. ქუჩაში ვხედავ ადამიანებს შეშლილი სახით(და მეც ვბრაზდები).. როცა ვუყურებ ასე გაირყვნენ, ასე დაჩლუნგდნენ ახალგაზრდები.. სულ უფრო ცოტა ბედნიერება, ვეღარ ვიშუშებ სულში იარებს.. ტვინი შეცვალა უკვე ტექნიკამ და ეს ლეპტოპიც მაღიზიანებს.. გაუფერულდა ურთიერთობა.. ემოციების ნაცვლად "სმაილი".. აღარც ლამაზი კალიგრაფია, კლავიატურა,ბეჭდვა,მაილი.. მე მაინც მიყვარს სუნი ფურცელის და სანთლის შუქი უშუქობისას.. მაბედნიერებს ისევ უცვლელი გამოძახილი ძველი გრძნობისა..